„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5568-Iს
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.019693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) 322 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 32 2 მუხლის 2 1 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 2 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2019 წ.

N5568-Iს