საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 12.12.2019
ძალაში შესვლა 03.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №615
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021635
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2019
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დაფუძნების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შპს „აკვაპარკი“ და მანანა მიქავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №615
2019 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის:
ა) სახელმწიფო კონტროლი;
ბ) დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია განისაზღვროს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის №323 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლედ.
5. ამ დადგენილების მიღება არ გამოიწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მოქმედი ხელმძღვანელისა და თანამშრომლების უფლებამოსილების ვადის ცვლილებას, დანიშვნას/გათავისუფლებას.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის №323 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 3 იანვრიდან.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია