სს „ავტოფირმა №6“-ის აქციონერი ნატალია ბახტურიძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/31699-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/31699-18

თბილისის საქალაქო სასამართლოს

გადაწყვეტილება

2019 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

   
საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

 

განმცხადებელი: სს „ავტოფირმა №6“-ის აქციონერი ნატალია ბახტურიძე, პ/ნ 01024012482

წარმომადგენელი: მონიკა რუხაძე

დაინტერესებული პირები: შპს აუდიტორული ფირმა „ლადი აუდიტის“ უფლებამონაცვლეები ლუდმილა ლომია, მერაბ ლომია და ნარგიზ მაქაცარია, ალექსანდრე აგაჯანოვი, ლევან არუთინიანი, იოსებ ასაბაშვილი, გიორგი ბაშარაძე, ჟუჟუნა ბეგლარაშვილი, დავით ბიბილაშვილი, ვახტანგ ბიღოიძე, მამუკა ბუჟაიძე, გურამ გაბათაშვილი, მანანა გავრილოვა, ნიკოლოზ გალდინოვი, ავთანდილ გაჩეჩილაძე, გიორგი გოგიბერიძე, ტარიელ გულვერდაშვილი, გიორგი დავითაშვილი, მანანა დარახველიძე, ელგუჯა ელისაშვილი, გიორგი ეპიტაშვილი, რამაზ ეპიტაშვილი, პეტრე თედიაშვილი, ვლადიმერ კურატაშვილი, ედიშერ მაისურაძე, ოთარ მარჯანიძე, რამაზ მელაძე, ვიოლეტა მურადოვა, სუსანა მურადოვა, დავით მუხიაშვილი, ნოდარ მუხიაშვილი, თენგიზ ნარიმანიძე, აკაკი ნიკოლაიშვილი, სერგო ნოროიანი, ზაზა ოსიაშვილი, ზაურ ოქრიაშვილი, ზაქარია ოშაყმაშვილი, ავეტიკ პეტროსიანი, ივანე პეტუხოვი, ვალიკო ჟიჟიაშვილი, მურაზ საბანაშვილი, ივანე საიაპინი, მანია სანამიანი, ნიკოლოზ საყივრიშვილი, რაფიკ სიმონიანი, თეიმურაზ სტეფანიშვილი, ალექსი სტრელნიკოვი, გურამ სულხანიშვილი, ვლადიმერ სუროვი, თენგიზ ტეტუნაშვილი, ომარ ტრდატიანი, სოფიო ფაჯიშვილი, ვლადიმერ ქურხული, გიორგი ყარყარაშვილი, ვასილ ყარყარაშვილი, პავლე შერბაკოვი, ვასილ შპეტიშვილი, თამაზ ცოფურაშვილი, გივი ძიძიკაშვილი, ვასილ წიკლაური, გოჩა ჭინჭარაული, ვაჟა ჭინჭარაული, ჟორა ხაჩატუროვი, მალხაზ ხოსიაური, გელა ხუბაშვილი, ჯუმბერ ხუციშვილი, ტიტე ჯიქია

მოთხოვნა: აქციათა სავალდებულო მიყიდვა.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. მოთხოვნა

ნატალია ბახტურიძის სასარგებლოდ მოხდეს სს „ავტოფირმა №6“-ის აქციების სავალდებულო გამოსყიდვა.

2. დაინტერესებული პირების პოზიცია

დაინტერესებულ პირებს ეცნობათ განცხადების სასამართლოში წარმოდგენის შესასხებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით, თუმცა, მათ თავიანთი პოზიცია განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადნენ დავით ბიბილაშვილი, მანანა დარახველიძე, რამაზი ეპიტაშვილი, ოთარ მარჯანიძე, გელა ხუბაშვილი, ჯუმბერ ხუციშვილი, რამაზ მელაძის წარმომადგენელი, ირმა მელაძე, და იოსებ ასაბაშვილის ოჯახის წევრი, ნინო ასაბაშვილი, რომლებიც განმცხადებლის მოთხოვნას და საქმეში წარმოდგენილ აქციათა შეფასების დასკვნას დაეთანხმნენ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს „კავკასრეესტრის“ ცნობითა და სს „ავტოფირმა №6“-ის აქციათა რეესტრის მონაცემებით დადგენილია, რომ სს „ავტოფირმა №6“-ის აქციონერი, ნატალია ბახტურიძე, ფლობს ამ სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 96.46746 %-ს (ტომი 1, ს. ფ. 7, 18).

3.1.2. 2019 წლის 20 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სს „ავტოფირმა №6“-ის ერთი ცალი აქციის ღირებულება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 16.14 (თექვსმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარს (ტომი 2, ს. ფ. 68-91).

3.1.3. ნატალია ბახტურიძის განცხადება სს „ავტოფირმა №6“-ის აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2018 წლის 26 მარტს, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებით ნატალია ბახტურიძემ სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს მომართა (ტომი 1, ს. ფ. 11, 18).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სადავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი

6. სამართლებრივი შეფასება

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის შესაბამისად, თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისათვის „მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით. მყიდველი სასამართლოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების, პირობებისა და პროცედურების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3099 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ წარედგინება სასამართლოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, მას გამოაქვს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე; ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები; გ) საზოგადოების აქტივები და პასივები.

სასამართლომ შეამოწმა აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და, აქციათა შეფასების დასკვნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილ აქციათა შეფასებას დაინტერესებული პირები არ შედავებიან, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად უნდა განისაზღვროს 2020 წლის 8 იანვარი.

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქციათა სავალდებუო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, დავით ბიბილაშვილი, მანანა დარახველიძე, რამაზი ეპიტაშვილი, ოთარ მარჯანიძე, გელა ხუბაშვილი, ჯუმბერ ხუციშვილი და რამაზ მელაძე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, რადგან მათ განმცხადებლის მოთხოვნა საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე ცნეს.

ვინაიდან განცხადება დაკმაყოფილდა, შპს აუდიტორული ფირმა „ლადი აუდიტის“ უფლებამონაცვლეებს ლუდმილა ლომიას, მერაბ ლომიას და ნარგიზ მაქაცარიას, ალექსანდრე აგაჯანოვს, ლევან არუთინიანს, გიორგი ბაშარაძეს, ჟუჟუნა ბეგლარაშვილს, ვახტანგ ბიღოიძეს, მამუკა ბუჟაიძეს, გურამ გაბათაშვილს, მანანა გავრილოვას, ნიკოლოზ გალდინოვს, ავთანდილ გაჩეჩილაძეს, გიორგი გოგიბერიძეს, ტარიელ გულვერდაშვილს, გიორგი დავითაშვილს, ელგუჯა ელისაშვილს, გიორგი ეპიტაშვილს, პეტრე თედიაშვილს, ვლადიმერ კურატაშვილს, ედიშერ მაისურაძეს, ვიოლეტა მურადოვას, სუსანა მურადოვას, დავით მუხიაშვილს, ნოდარ მუხიაშვილს, თენგიზ ნარიმანიძეს, აკაკი ნიკოლაიშვილს, სერგო ნოროიანს, ზაზა ოსიაშვილს, ზაურ ოქრიაშვილს, ზაქარია ოშაყმაშვილს, ავეტიკ პეტროსიანს, ივანე პეტუხოვს, ვალიკო ჟიჟიაშვილს, მურაზ საბანაშვილს, ივანე საიაპინს, მანია სანამიანს, ნიკოლოზ საყივრიშვილს, რაფიკ სიმონიანს, თეიმურაზ სტეფანიშვილს, ალექსი სტრელნიკოვს, გურამ სულხანიშვილს, ვლადიმერ სუროვს, თენგიზ ტეტუნაშვილს, ომარ ტრდატიანს, სოფიო ფაჯიშვილს, ვლადიმერ ქურხულს, გიორგი ყარყარაშვილს, ვასილ ყარყარაშვილს, პავლე შერბაკოვს, ვასილ შპეტიშვილს, თამაზ ცოფურაშვილს, გივი ძიძიკაშვილს, ვასილ წიკლაურს, გოჩა ჭინჭარაულს, ვაჟა ჭინჭარაულს, ჟორა ხაჩატუროვს, მალხაზ ხოსიაურს და ტიტე ჯიქიას ნატალია ბახტურიძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 3099, 30914, 30915 მუხლებით და

  გადაწყვიტა:

1. ნატალია ბახტურიძის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. სს „ავტოფირმა №6“-ის 96.46746% აქციების მფლობელ ნატალია ბახტურიძეს (მყიდველი) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „ავტოფირმა №6“-ის დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან.

3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 16.14 (თექვსმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარი.

4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 8 იანვარი, 18.00 სთ.

5. შპს აუდიტორული ფირმა „ლადი აუდიტის“ უფლებამონაცვლეებს, ლუდმილა ლომიას, მერაბ ლომიას და ნარგიზ მაქაცარიას, ალექსანდრე აგაჯანოვს, ლევან არუთინიანს, გიორგი ბაშარაძეს, ჟუჟუნა ბეგლარაშვილს, ვახტანგ ბიღოიძეს, მამუკა ბუჟაიძეს, გურამ გაბათაშვილს, მანანა გავრილოვას, ნიკოლოზ გალდინოვს, ავთანდილ გაჩეჩილაძეს, გიორგი გოგიბერიძეს, ტარიელ გულვერდაშვილს, გიორგი დავითაშვილს, ელგუჯა ელისაშვილს, გიორგი ეპიტაშვილს, პეტრე თედიაშვილს, ვლადიმერ კურატაშვილს, ედიშერ მაისურაძეს, ვიოლეტა მურადოვას, სუსანა მურადოვას, დავით მუხიაშვილს, ნოდარ მუხიაშვილს, თენგიზ ნარიმანიძეს, აკაკი ნიკოლაიშვილს, სერგო ნოროიანს, ზაზა ოსიაშვილს, ზაურ ოქრიაშვილს, ზაქარია ოშაყმაშვილს, ავეტიკ პეტროსიანს, ივანე პეტუხოვს, ვალიკო ჟიჟიაშვილს, მურაზ საბანაშვილს, ივანე საიაპინს, მანია სანამიანს, ნიკოლოზ საყივრიშვილს, რაფიკ სიმონიანს, თეიმურაზ სტეფანიშვილს, ალექსი სტრელნიკოვს, გურამ სულხანიშვილს, ვლადიმერ სუროვს, თენგიზ ტეტუნაშვილს, ომარ ტრდატიანს, სოფიო ფაჯიშვილს, ვლადიმერ ქურხულს, გიორგი ყარყარაშვილს, ვასილ ყარყარაშვილს, პავლე შერბაკოვს, ვასილ შპეტიშვილს, თამაზ ცოფურაშვილს, გივი ძიძიკაშვილს, ვასილ წიკლაურს, გოჩა ჭინჭარაულს, ვაჟა ჭინჭარაულს, ჟორა ხაჩატუროვს, მალხაზ ხოსიაურს და ტიტე ჯიქიას, ნატალია ბახტურიძის სასარგებლოდ დაეკისროს განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი №64). აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

 

მოსამართლე                                                                    ვერა დობორჯგინიძე