📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №103
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016928
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,260 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 14.09.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.06.2019 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 23.05.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 23.07.2021 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 06.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №103 2019 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოსა და ყოფილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზებზე. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური. 4. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „პოლიციის შესახებ”, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. 5. სამსახური დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 6. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 7. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, ბლანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 8. სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 72. მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები და ფუნქციები 1. სამსახურის მიზანია სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა (მეუღლე და შვილი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა, სამინისტროდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები), სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო დაწესებულების/დანაყოფის მსმენელთა (შემდგომში – მსმენელი) სამედიცინო უზრუნველყოფა, აგრეთვე, სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება, ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო-საექიმო კომისიის საქმიანობის ორგანიზება და ჩატარება; ე) საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება და კოორდინაცია; ვ) სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა დისპანსერიზაცია (პროფილაქტიკური გასინჯვა); ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სტაციონარული/სანატორიული მკურნალობა, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია, სამსახურისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში; თ) სპეცდანიშნულების დანაყოფების მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმება, დაავადების გამოვლენის შემთხვევებში სათანადო მკურნალობისა და ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შესაძლებობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა; კ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ლ) სამსახურის შემადგენლობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო ქონებით მომარაგების ორგანიზება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების გათვალისწინებით); მ) საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ქონების სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის გადაცემა, ასევე მათი სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა; ნ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების, ყველა სახის სამედიცინო ქონების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა, ასევე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; ო) სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კონტროლი; პ) სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ავადობისა და ტრავმატიზმის აღრიცხვიანობის კონტროლი, ანალიზი და პრევენციისათვის წინადადებების შემუშავება; ჟ) სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის, დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა; რ) საჭიროებისამებრ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მოსამსახურეთა სამედიცინო მომზადება; ს) საჭიროებისამებრ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ჯანმრთელობისათვის გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების ორგანიზება შესაბამის სამსახურებთან ერთად; ტ) საჭიროების შემთხვევებში, ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება; უ) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში; ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისია; ბ) პოლიკლინიკა; გ) აფთიაქი; დ) სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ჯგუფი; ე) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფის ჯგუფი; ვ) საფინანსო-სამეურნეო განყოფილება. მუხლი 4🔗. ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისია (ცსსკ) ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისის (ცსსკ) ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წოდებით მისაღებ პირთა სამედიცინო შემოწმების უზრუნველყოფა სამსახურთან ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე მიღებული მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება მათი შემდგომი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პოლიკლინიკაში არსებული საექიმო კომისიის მიერ დადგენილი სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურთან შეუსაბამობის დადასტურება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსამსახურეთა და სამსახურიდან დათხოვნილ პირთა დაავადებებისა და დასახიჩრების სამსახურის გავლასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა; ე) საჭიროებისამებრ, სავალდებულო სამსახურში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენა; ვ) წარმოებული დოკუმენტაციის დაარქივება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 5🔗. პოლიკლინიკა პოლიკლინიკის ფუნქციებია: ა) ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, მათ შორის დაზღვევის არმქონე პირთა, სამედიცინო და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საექიმო კომისიის მიერ, სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება შემდგომი სამსახურისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით; გ) ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება, ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირება; დ) ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შესაძლებობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა; ვ) საბრძოლო მოქმედებების დროს დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საჯარო მოხელედ, სამოქალაქო პირად, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურედ მისაღებ კანდიდატთა სამედიცინო შემოწმება; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. აფთიაქი 1. აფთიაქის ფუნქციებია: ა) პოლიკლინიკის კაბინეტების სამკურნალწამლო საშუალებებით, სახარჯი და ლაბორატორიული მასალებით, აგრეთვე ცალკეული სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად; ბ) ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, ამ მიზნით სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. აფთიაქი ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფას (სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელ პირზე გადაცემულ სამკურნალწამლო საშუალებებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ფაქტობრივი ხარჯების (ჩამოწერის) დამადასტურებელ დოკუმენტს). მუხლი 7🔗. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ჯგუფი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციებია: ა) ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სამედიცინო უზრუნველყოფა და მათთვის დახმარების აღმოჩენა; ბ) ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სტაციონარული მკურნალობის, აგრეთვე, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაციის მონიტორინგი, სამსახურისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში; გ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კონტროლი; დ) სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთათვის, დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა; ე) სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა; ვ) სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი; ზ) საჭიროებისამებრ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ჯანმრთელობისათვის გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების ორგანიზება შესაბამის სამსახურებთან ერთად; თ) აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენის მიზნით, სამსახურის სამედიცინო პერსონალის შემადგენლობიდან მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8🔗. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფის ჯგუფი ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციებია: ა) სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დასამტკიცებლად მომზადება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, სამინისტროდან დათხოვნის, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების/დათხოვნის, მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური წარმოების წესით სახდელის დადების, მოქმედი დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის, სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ წარდგინების, მივლინების, მოკლევადიანი შვებულების, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ასევე, სამუშაო ადგილიდან ცნობის გაცემის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება; გ) ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ორგანიზება და მისაღები/დასანიშნი კანდიდატების შერჩევა; დ) მოსამსახურეთა პირადი და საარქივო საქმეების წარმოება; ე) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის „eFlow“-ს მეშვეობით დოკუმენტების წარმოების უზრუნველყოფა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების წარმოების უზრუნველყოფა და მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დასაშვებად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დოკუმენტების, საქმეთა ნომენკლატურების შედგენა და მათი დაარქივება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗. საფინანსო-სამეურნეო განყოფილება საფინანსო-სამეურნეო განყოფილების ფუნქციებია: ა) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) ფინანსური და მატერიალური სახსრების ეფექტიანი მართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სამსახურის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშის შედგენა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსისთვის სამსახურის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება; ვ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადება და დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი; თ) სამსახურის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობა; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საქმეს და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვაზე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წყვეტს სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს მას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სამსახურის სახელით; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის სახსრებსა და ქონებას; გ) ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და სამსახურის მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან; ვ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურეების მიმართ განსაზღვრავს/გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სამსახურის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ი) ამტკიცებს სამსახურის ბიუჯეტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) სამინისტროს წარუდგენს განაცხადს წლიურ ასიგნებათა გამოყოფის შესახებ და სათანადო თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; მ) ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ნ) უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას საბჭო; ო) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; პ) ამტკიცებს სამსახურის სამუშაო გეგმებს და აკონტროლებს მათ შესრულებას; ჟ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კანონით დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. სამსახურის უფროსი ანიჭებს მოადგილეებს უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს, ასევე განსაზღვრავს მათ საკურატორო სფეროს. 6. სამსახურის უფროსი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე ბრძანებით, ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ასევე სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მოსამსახურე. მუხლი 11🔗. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის იმ სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც არ ჰყავს უშუალო ხელმძღვანელი, ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი ან მისი ბრძანებით სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; გ) კომპენტენციის ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრუქტურული ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილის წინაშე. მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სამსახურის საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის საკადრო და უზრუნველყოფითი (სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და კავშირგაბმულობის) მომსახურება ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. სამინისტროს თანხმობით სამსახურმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 6. სამსახური აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენს სამინისტროს. მუხლი 13🔗. დაფინანსება 1. სამსახურის დაფინანსება, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 2. სამსახურის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება როგორც სამსახურის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, აგრეთვე სამსახურისა და სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების გამოყენება სხვა მიზნით დაუშვებელია. მუხლი 14🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მისთვის გადაცემულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია სამსახურის მიერ. 2. სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსი. მუხლი 15🔗. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 16🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.