საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-131/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016698
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 992 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს - სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 27.03.2019 ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 13.12.2016 საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 30.03.2023 ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.02.2018 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 07.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-131/ნ 2019 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს  – საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანო – საყოველთაო ჯანდაცვის საბჭო და დამტკიცდეს საბჭოს დებულება, თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე დანართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საყოველთაო ჯანდაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, მართებული და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად შექმნილ საკონსულტაციო მექანიზმს. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ ბრძანების შესაბამისად. 3. საბჭოს იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0119, წერეთლის გამზ. №144. მუხლი 2🔗. საბჭოს მიზნები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს მიზანია: ა) უზრუნველყოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარჯთეფექტურობის მიზნით წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშვება; ბ) „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სერვისების შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება არსებული პრობლემების მოგვარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) ჯანდაცვაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სხვადასხვა ასპექტების ურთიერთკავშირისა და კოორდინირების უზრუნველყოფა და ეტაპობრივი ამოცანების განსაზღვრა. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, დონორ ორგანიზაციებთან, მოაწყოს მოსმენები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ; ბ) მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და ინფორმაცია; გ) საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სამუშაო თემატური (კარდიოქირურგიის, რეანიმაციის, ნეიროქირურგიის და სხვა) ჯგუფები და განსაზღვროს მათი ფუნქციები და ამოცანები. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 30 წევრით, მათ შორის, საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები, სათათბირო სტატუსით მონაწილე წევრები, ასევე საჭიროებისამებრ, მოწვეული სხვა სპეციალისტები. 2. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:  ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) − საბჭოს თავმჯდომარე; ბ)  მინისტრის პირველი მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ)  მინისტრის მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დ) სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; ე) სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი; ვ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი – საბჭოს წევრი; ზ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; თ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი – საბჭოს წევრი; ი) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი – საბჭოს წევრი; კ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი.            4. საბჭოს მუშაობაში სათათბირო სტატუსით მონაწილეობა ეთხოვოთ: ა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; ბ) მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; გ) გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; დ) ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერს და პროექტის ექსპერტ(ებ)ს; ე) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის სოციალური განვითარების მიმართულების წარმომადგენელს; ვ) ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; ზ) გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს; ი) საქართველოს „პაციენტთა კავშირის“ წარმომადგენელს; კ) საქართველოს ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელს; ლ) საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის წარმომადგენელს; მ) საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელს; ნ) საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენელს; ო) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელ(ებ)ს; პ) ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენელს; ჟ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელს; რ) სხვა დაწესებულებების ან/და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ(ებ)ს ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. საბჭოს მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით. 2. საბჭოს სხდომის მოწვევის დროს და დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. ამასთან, საბჭოს წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.), საბჭოში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი ან მისი წარმომადგენელი. 4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 5. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გარკვეული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონულ ფორმატში, საბჭოს სამდივნოს მიერ, საბჭოს თავმჯდომარისა და წევრებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნისა და საბჭოს წევრების თანხმობის მიღების საშუალებით. 8. საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; ბ) უძღვება საბჭოს საქმიანობას და წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას. დ) წვეტს საბჭოს მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რაც არ რეგულირდება წინამდებარე დებულებით; ე) უფლებამოსილია საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, შესაბამისი ექსპერტები და/ან სპეციალისტები; ვ) უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 9. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმის სახით, სადაც აღინიშნება მისი მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი. 10. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 11. საბჭოს სამდივნოს ფუნქციასა და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას (საბჭოს სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, სხდომამდე საბჭოს წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას) ახორციელებს სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო. მუხლი 5🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.