„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №240/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016422
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი 06.06.2003
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№240/04
2019 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხა:
ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
ბ) ანგილია;
გ) ანტიგუა და ბარბუდა;
დ) ბაჰამის თანამეგობრობა;
ე) ბოტსვანის რესპუბლიკა;
ვ) განას რესპუბლიკა;
ზ) დომინიკის თანამეგობრობა;
თ) ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;
ი) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;
კ) იემენი;
ლ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;
მ) კაიმანის კუნძულები;
ნ) კამბოჯას სამეფო;
ო) კოლუმბიის რესპუბლიკა;
პ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
ჟ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;
რ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;
ს) პანამის რესპუბლიკა;
ტ) სეიშელის რესპუბლიკა;
უ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;
ფ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;
ქ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
ღ) ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა;
ყ) ტუნისის რესპუბლიკა;
შ) შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 9 იანვრის №1/04 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე