ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი,20 დეკემბერი 2019 წ.
N5652-რს
I დანართი
2030 წლისთვის დადგენილი ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები
1. ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები
ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარება-ში განახლება-დი წყაროები-დან მიღებული ენერგიის წილი, 2019 (S2019)
ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები, 2030 (S2030)
29.5%
35%
2. საორიენტაციო მაჩვენებელი
ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საორიენტაციო მაჩვენებელი უნდა შედგებოდეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის შემდეგი წილებისგან:
S2019 + 0.20 (S2030 – S2019), როგორც საშუალო მაჩვენებელი 2-წლიანი პერიოდისთვის (2021-2022);
S2019 + 0.30 (S2030 – S2019), როგორც საშუალო მაჩვენებელი 2-წლიანი პერიოდისთვის (2023-2024);
S2019 + 0.45 (S2030 – S2019), როგორც საშუალო მაჩვენებელი 2-წლიანი პერიოდისთვის (2025-2026);
S2019 + 0.65 (S2030 – S2019), როგორც საშუალო მაჩვენებელი 2-წლიანი პერიოდისთვის (2027-2028),სადაც:
S2019 = საქართველოს წილი 2019 წელს, რომელიც მოცემულია ამ დანართის პირველ პუნქტში;
S2030 = საქართველოს წილი 2030 წელს, რომელიც მოცემულია ამ დანართის პირველ პუნქტში.
3. ამ დანართით გათვალისწინებული ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად და გარემოს დასაცავად სახელმწიფო დახმარების სახელმძღვანელო წესები უნდა აღიარებდეს განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად მხარდაჭერის ეროვნული მექანიზმების განგრძობადი არსებობის საჭიროებას.
II
დანართი
სატრანსპორტო საწვავში ენერგიის შემცველობა
საწვავის სახეობა
ენერგიის შემცველობა საწვავის წონის მიხედვით (უფრო დაბალი თბოუნარიანობა, მგჯ/კგ)
ენერგიის შემცველობა საწვავის მოცულობის მიხედვით (უფრო დაბალი თბოუნარიანობა, მგჯ/ლ)
ბიოეთანოლი (ბიომასისგან წარმოებული ეთანოლი)
27
21
ბიო-ეთილ-ტერტ-ბუთილის ეთერი (ETBE) (წარმოებული ბიოეთანოლის საფუძველზე)
36 (აქედან 37% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან)
27 (აქედან 37% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან)
ბიომეთანოლი (ბიომასისგან წარმოებული მეთანოლი, რომელიც ბიოსაწვავად გამოიყენება)
20
16
ბიო-მეთილ-ტერტ-ბუთილის ეთერი (MTBE) (წარმოებული ბიომეთანოლის საფუძველზე)
35 (აქედან 22% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან)
26 (აქედან 22% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან)
ბიო-დიმეთილეთერი (DME) (ბიომასისგან წარმოებული დიმეთილეთერი, რომელიც ბიოსაწვავად გამოიყენება)
28
19
ბიო-ტერტ-ამილ-ეთილ-ეთერი (TAEE) (წარმოებული ბიოეთანოლის საფუძველზე)
38 (აქედან 29% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან)
29 (აქედან 29% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან)
ბიობუტანოლი (ბიომასისგან წარმოებული ბუტანოლი, რომელიც ბიოსაწვავად გამოიყენება)
33
27
ბიოდიზელი (მცენარეული ან ცხოველური ზეთისგან წარმოებული დიზელის ხარისხის მეთილეთერი, რომელიც ბიოსაწვავად გამოიყენება)
37
33
ფიშერ-ტროფშის დიზელის საწვავი (ბიომასისგან წარმოებული სინთეზური ნახშირწყალბადი ან სინთეზური ნახშირწყალბადების ნარევი)
44
34
ჰიდრირებული მცენარეული ზეთი (წყალბადით თერმოქიმიურად გაწმენდილი მცენარეული ზეთი)
44
34
სუფთა მცენარეული ზეთი (ზეთოვანი კულტურისგან დაწნეხის, მოპოვების ან მსგავსი პროცედურის გამოყენებით წარმოებული, ნედლი ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიურად უცვლელი ზეთი, რომელიც ძრავის ტიპებთან თავსებადია და აკმაყოფილებს ემისიის შესაბამის მოთხოვნებს)
37
34
ბიოგაზი (ბიომასის ან/და ბიოლოგიური წარმოშობის ნარჩენის ბიოდეგრადირებადი ნაწილისგან მიღებული საწვავი გაზი, რომელიც შეიძლება გაიწმინდოს ბუნებრივი გაზის ხარისხამდე და ბიოსაწვავად იქნეს გამოყენებული, ან ხის მასალისგან მიღებული გაზი)
50
34
ბენზინი
43
32
დიზელი
43