სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-132/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

დირექტორის ბრძანება № 02-132/ო

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 8 აპრილის №02-131/ო ბრძანება შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი:წალკა, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.№4) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ გენერალური დირექტორის ი. ინაშვილის განცხადება №163090, 20.11.2019წ.

 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                                       ზაალ კაპანაძე