„სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2019
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია" „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“დამტკიცების შესახებ „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა
მინისტრო
ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№10
2019 წლის 18 დეკემბერი
ქ. ბათუმი
„სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესები და სტანდარტები“.
მუხლი 2🔗
ამ წესის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 01 იანვრის შემდეგ აშენებულ ახალ სამგზავრო გემებზე და მაღალსიჩქარიან სამგზავრო გემებზე, რომლებიც ჩართული არიან შიდა ნაოსნობაში.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი
„სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესები და სტანდარტები“
მუხლი 1🔗. მიზანი
„სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების“ (შემდეგში – წესი) დამტკიცების მიზანია შიდა ნაოსნობაში ჩართული სამგზავრო და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემების უსაფრთხო მართვის წესების და ტექნიკური სტანდარტების დადგენა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციისა და 2009 წლის 6 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/45/EC „სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების შესახებ“ დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამგზავრო გემი გემი, რომელსაც გადაჰყავს 12-ზე მეტი მგზავრი;
ბ) RO-RO სამგზავრო გემი გემი სატვირთო განყოფილებით ან სპეციალური კატეგორიის განყოფილებით, რომელსაც გადაჰყავს 12-ზე მეტი მგზავრი;
გ) მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემი გემი, რომელსაც გადაჰყავს 12-ზე მეტი მგზავრი, კონვენციის განმარტების შესაბამისად, გარდა იმ სამგზავრო გემებისა, რომლებიც ჩართული არიან შიდა ნაოსნობაში ზღვის რაიონის B, C ან D კლასში, სადაც:
გ.ა) მათი საპროექტო წყალხაზის შესაბამისი წყალწყვა შეადგენს 500 m3-ზე ნაკლებს.
გ.ბ) მაქსიმალური სიჩქარე 20 კვანძზე ნაკლებია.
დ) შიდა ნაოსნობა - ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვის რაიონში, საქართველოს ერთი ნავსადგურიდან საქართველოს სხვა ნავსადგურში;
ე) საერთაშორისო ნაოსნობა ნაოსნობა საქართველოს ნავსადგურიდან, სხვა ქვეყნის ნავსადგურში, ან პირიქით;
ვ) ახალი გემი გემი, რომლის კილსაც ჩაეყარა საფუძველი ან რომელიც იმყოფებოდა მშენებლობის ანალოგიურ ეტაპზე 2020 წლის 1 იანვრიდან;
ზ) არსებული გემი გემი, რომელიც არ არის ახალი გემი;
თ) მგზავრი ნებისმიერი პირი, გარდა:
თ.ა) გემის კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა;
თ.ბ) 1 (ერთი) წლამდე ასაკის ბავშვისა;
ი) სამგზავრო გემის უსაფრთხოების სერტიფიკატი გემზე გაცემული სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ გემი ნაოსნობს დამტკიცებული უსაფრთხოების მართვის სისტემით.
კ) აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს მიერ „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ II1 თავის შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება.
ლ) დირექტივა - 2009 წლის 6 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/45/EC „სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების შესახებ“.
მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო
1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება შემდეგი ტიპის სამგზავრო გემებზე, რომლებიც ჩართული არიან შიდა ნაოსნობაში, მიუხედავად დროშის სახელმწიფოსი:
ა) ახალ სამგზავრო გემებზე;
ბ) მაღალსიჩქარიან სამგზავრო გემებზე.
2. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი სამგზავრო და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემები, რომლებიც ჩართული არიან შიდა ნაოსნობაში, ასევე, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი სამგზავრო და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) არსებულ სამგზავრო გემებზე;
ბ) სამგზავრო გემებზე, რომლებიც ნაოსნობენ შემდეგი ფორმით:
ბ.ა) სამხედრო გემები;
ბ.ბ) გემები, რომლებიც არ მუშაობენ მექანიკური საშუალებებით;
ბ.გ) მაღალსიჩქარიან სამგზავრო გემებზე, რომლებიც არ არის ფოლადისგან აგებული და რომლებზეც არ ვრცელდება MSC 36 (63) ან MSC.97 (73) რეზოლუციები;
ბ.დ) მარტივი აგებულების ხის ნაკეთობის გემებზე;
ბ.ე) რეკრეაციულ იახტებზე, გარდა იმ რეკრეაციული იახტებისა, რომლებსაც ჰყავთ ეკიპაჟი და კომერციული მიზნებისთვის გადაჰყავს 12 მგზავრზე მეტი;
ბ.ვ) სანავსადგურე მცურავ ობიექტებზე.
გ) მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემები, რომლებიც ნაოსნობენ შემდეგი ფორმით:
გ.ა) სამხედრო გემები;
გ.ბ) რეკრეაციულ გემებზე, გარდა იმ რეკრეაციული გემებისა, რომლებსაც ჰყავთ ეკიპაჟი და კომერციული მიზნებისთვის გადაჰყავს 12 მგზავრზე მეტი;
გ.გ) გემები, რომლებიც ექსკლუზიურად ჩართული არიან სანავსადგურე აკვატორიაში;
4.ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება ასევე გავრცელდეს არსებულ სამგზავრო გემებზე.
მუხლი 4🔗. სამგზავრო გემების კლასი
1. სამგზავრო გემები იყოფა კლასებად, იმ საზღვაო სივრცის მიხედვით, რომელშიც ისინი ნაოსნობენ.
2. ამ წესის მოქმედება არეგულირებს მხოლოდ A კლასის სამგზავრო გემებს, რომლებიც ჩართული არიან შიდა ნაოსნობაში.
3. სააგენტო უფლებამოსილია აღიაროს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სამგზავრო ან/და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემების უსაფრთხოების სერტიფიკატი და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემების საქმიანობის ნებართვა იმ გემებისთვის, რომლებიც ჩართული არიან შიდა ნაოსნობაში.
4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სამგზავრო ან მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემების ინსპექტირება, რომლებიც ჩართული არიან შიდა ნაოსნობაში და შეამოწმოს მათი დოკუმენტაცია.
მუხლი 5🔗. უსაფრთხოების მოთხოვნები
1. A კლასის ახალი გემების კორპუსის კონსტრუქცია და ძირითადი და დამხმარე ძრავა, ელექტრო და ავტომატური აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
2. სამგზავრო გემებისთვის:
ა) ძირითადი მოთხოვნები:
ა.ა) A კლასის ახალი სამგზავრო გემები მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს და დირექტივის დანართი №1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) სატვირთო მარკის მოთხოვნები:
ბ.ა) 24 მეტრის და მეტი სიგრძის ყველა ახალი გემი უნდა აკმაყოფილებდეს „სატვირთო მარკის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს;
3. მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემები:
ა) უნდა აკმაყოფილებდეს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს:
ბ) მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემების კორპუსის კონსტრუქცია და აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
მუხლი 6🔗. უსაფრთხოების მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადაპტაციისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ ყველა კლასის სამგზავრო და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო გემით.
2. სამგზავრო გემები უნდა იყოს აგებული და აღჭურვილი იმგვარად, რომ გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს სტანდარტები, რათა მარტივად და უსაფრთხოდ გადადგილდებოდნენ გემზე.
3. გემზე წვდომა უნდა განხორციელდეს სპეციალური ექსკალატორების ან/და ლიფტების საშუალებით. ამგვარი დაშვების მიმართულებები უნდა განთავსდეს შესაბამის ადგილებში.
4. მოძრაობის მიმართულების მაჩვენებელი სიგნალი უნდა იყოს როგორც სმენითი, ასევე ვიზუალური.
5. განცხადებები გემის შეყოვნების, გრაფიკის ცვლილების და მომსახურების შესახებ უნდა იყოს როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად გადმოცემული.
6. განგაშის სისტემა და განგაშის ღილაკი უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
7. მოაჯირები, დერეფნები, გადასასვლელი გზები და კარები უნდა ითვალისწინებდეს პირის გადაადგილებას ეტლებით.
მუხლი 7🔗. შემოწმება
1.ყველა ახალი გემი, რომელსაც სურს განახორციელოს ნაოსნობა შიდა ნაოსნობაში, ვალდებულია გაიაროს შემოწმება ქვემოთ მოყვანილი გარემოების არსებობისას:
ა) შემოწმება, გემის ექსპლუატაციაში გაშვებამდე;
ბ) პერიოდული შემოწმება წელიწადში ერთხელ;
გ) დამატებითი შემოწმება, საჭიროებისამებრ.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემოწმებები უნდა განხორციელდეს ექსკლუზიურად სააგენტოს ან სააგენტოს მიერ აღიარებული ორგანიზაციების მიერ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულება.
3.სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები.
4. ყოველწლიურად, არსებული სამგზავრო გემები ექვემდებარება სააგენტოს მიერ შემოწმებას. შემოწმების დროს მოწმდება:
ა) დროშის და აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გაცემული სერტიფიკატები;
ბ) გემზე არსებული სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობების მდგომარეობა და შემოწმების სერტიფიკატები;
გ) ეკიპაჟის წევრის სერტიფიკატები;
დ) სამგზავრო გემის ვიზუალური დათვალიერება (ხიდურა, სამანქანო განყოფილება, კორპუსი და გემბანი).
მუხლი 8🔗. სერტიფიკატის გაცემა, განახლება და აღიარება
1. ყველა ახალ და მაღალსიჩქარიან სამგზავრო გემს, უნდა გააჩნდეს სამგზავრო გემის უსაფრთხოების სერტიფიკატი.
2. სამგზავრო გემის უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებს, რომლებიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
3. სამგზავრო გემის უსაფრთხოების სერტიფიკატი გაიცემა აღიარებული ორგანიზაციის მიერ 1 წლის ვადით.
მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა წესების დარღვევისთვის
ამ წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.