ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №159
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016595
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,520 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა - მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკმლის ტერმინალური უკმ
არისობით დაავადებულთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 21.12.2023 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 23.12.2022 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ ზონა 92% 19.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №159 2019 წლის 20 დეკემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს   ორგანული   კანონის   ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“  მე-16  მუხლის მე-3 და  მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) „მოქალაქეთა ინდივიდუალური  სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“  დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №2-ის შესაბამისად; გ) „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №3-ის შესაბამისად; დ) „გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №4-ის შესაბამისად; ე) „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №5-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი №1 „მოქალაქეთა ინდივიდუალური  სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02)  ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“) . მუხლი 2🔗. სამიზნე ჯგუფი 1. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პირებს (შემდგომში - "მოსარგებლე") წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება: ა) ავთვისებიანი სიმსივნეების (კერძოდ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი C00-C97) დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:  ა.ა) წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს; ა.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1500,00 ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე. ა.გ) წელიწადში არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.    ბ) კარდიოქირურგიული მომსახურება (მათ შორის კორონაროგრაფია, სტენტირება, აბლაცია და გადაუდებელი კარდიოქირურგია) , რომელიც შეიძლება დაფინანსდეს: ბ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1500,00 (ერთი ათას ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს. ბ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1200,00 (ერთი ათას ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე. ბ.გ) წელიწადში არაუმეტეს 800,00 (რვაასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.  გ) გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს: გ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს; გ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 800,00 (რვაასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე. გ.გ) წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.  დ) კომპიუტერული გამოკვლევები (CT და MRT კვლევები) , რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) . ე) მოხუცებულობითი კატარაქტა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H25) , ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34) , ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35) , სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50) , ცხვირის პოლიპი (J33) ,  M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) . 2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, კერძოდ, გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პაციენტის საავადმყოფოდან გამოწერამდე. 4.ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორი ან მეტი ქვეპუნქტით სარგებლობისას, ქვეპროგრამით დადგენილი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ქვეპროგრამით მოსარგებლეზე შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს. 5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის განცხადებები: ა) განცხადება, რომელსაც თან არ ახლავს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოში მომართვამდე განხორციელებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი კარდიოქირურგიული მომსახურებისა) ; გ) განცხადება საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით; დ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით; ე) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გეგმიური ქირურგიული სამედიცინო  მომსახურება შემდეგი დიაგნოზების მიხედვით: რეფრაქციისა და აკომოდაციის დარღვევები (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი  H52) , მოხუცებულობითი კატარაქტა (H25) , ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34) , ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35) , სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50) , ცხვირის პოლიპი (J33) ,  M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) ზოგადი სიმსუქნე (E66) , რქოვანას სხვა ავადმყოფობები (H18) და სკლერისა და რქოვანას დაზიანებები იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში (H19) , გარდა მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ვ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება; ზ) განცხადება სამედიცინო დახმარების თაობაზე, თუ მოქალაქეს მიღებული აქვს დახმარება წლის განმავლობაში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლიმიტების მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამაში მათი ჩართვის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV- 100ა; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი; ე) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;     ვ) პაციენტთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი, იმ შემთხვევაში თუ განცხადება წარმოდგენილია ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის ოჯახის წევრის მიერ; ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. ასეთის არსებობის შემთხვევაში) ; თ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შევსებული აქტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, თუ ოჯახი რეგისტრირებული არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თაობაზე. კ) სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ ცნობა,  ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე (8-დან 70 წლამდე) . გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში სტაციონარში მყოფი, დახმარების მიღების მსურველი და ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ა,ბ და,გ ქვეპუნქტის  შემთხვევაში, ოჯახში მყოფი მკვეთრად გამოხატული შშმ პირი. 2. სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასთან და დაფინანსების ოდენობასთან  დაკავშირებით ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დახმარების გაწევის შესახებ  გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი“. 3. მოქალაქეთა განცხადებებისა და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს და ჯგუფისთვის განსახილველად ამზადებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 4. იმ მოქალაქეების განცხადების განხილვისას, რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს ან არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ესაჭიროებათ ამ წესით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება, "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” ხელმძღვანელობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგენილი აქტით მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი ცნობების მიხედვით  განსაზღვრული ლიმიტებით. 5. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა მოთხოვნის განხილვისას" მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” მხედველობაში იღებს და ითვალისწინებს "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მიხედვით რომელი პაკეტის მომხმარებელია განმცხადებელი, რომლის შესაბამისად შესაძლოა დაზუსტდეს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 6. „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები 1.„მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ დაფინანსების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სახელზე მზადდება წერილი მოქალაქის დაფინანსების თაობაზე. ანგარიშსწორებისათვის სამედიცინო დაწესებულება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. 2.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. დანართი №2 „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება       70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის ვეტერანების სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000  ჩათვლით (შემდგომში ბენეფიციარები) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს; ბ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გლუკომეტრების შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსების  წესსა და პირობებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული სოციალურად დაუცველი პირი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; გ) იძულებით გადაადგილებული პირი - პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო); დ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას; ე) დაფინანსება - „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ განხორციელებული დაფინანსება. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილეების (სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000  ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხისა და 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების გლუკომეტრების შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსება. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები 1.მოქალაქეთა მედიკამენტებითა და ტესტ-ჩხირებით დახმარების ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). 2. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები უნდა განეკუთვნებოდეს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; გ) 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ე) ომის ვეტერანები სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000  ჩათვლით. 3. ქვეპროგრამის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ იმ მედიკამენტების დაფინანსებით, რომელთა დაფინანსებასაც ითვალისწინებს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ჩართულია „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამაში. 4. ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (კანონმდებლობით დადგენილი ფორმით); ე) ლიცენზირებული აფთიაქის მიერ გაცემული განფასება (კალკულაცია), სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100ა-ით განსაზღვრული მედიკამენტების ან  ტესტ-ჩხირების საჭიროების  შესახებ; ვ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები; ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სარეიტინგო ქულით; თ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემთხვევაში დახმარება გაიცემა, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად. ი) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. მუხლი 5🔗. დაფინანსების მოპოვების ეტაპები დაფინანსების მოპოვების ეტაპებია: ა) განცხადების წარდგენა; ბ) წარდგენილი განცხადების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა; გ) შერჩეული განმცხადებლის დაფინანსება; მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. 2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დაფიქსირებულია საჭიროებს, თუ არა ბენეფიციარი დახმარებას. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების განფასება (კალკულაცია). 3. მედიკამენტებით დახმარების მიზნით დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილში მიეთითება შემდეგი მონაცემები: ა) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია; ბ) აფთიაქის სახელწოდება; გ) დაფინანსებული თანხის ოდენობა; დ) წერილის მოქმედების ვადა. 4. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება შეადგენს ერთი მოსარგებლისათვის  წელიწადში არაუმეტეს 100 (ასი ლარი და 00 თეთრი) ლარს. 5. სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირებით დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არა უმეტეს 4  (ოთხი) კოლოფით. 6. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქი ბენეფიციარს გადასცემს ფორმა №IV-100ა-ში გათვალისწინებულ მედიკამენტებს, რომლის ღირებულებასაც ანაზღაურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. მოქალაქე თავისუფალია ლიცენზირებული აფთიაქის არჩევაში. 7. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების შესყიდვას მუნიციპალიტეტი ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. საანალიზო ტესტ-ჩხირებს ბენეფიციარს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. მუხლი 7🔗. ანგარიშსწორება 1. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემული მედიკამენტების შესაბამისად დგება მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურსა და აფთიაქს შორის. 2. მუნიციპალიტეტის მიერ ბენეფიციარისთვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების გაცემისას დგება  მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურსა და მოქალაქეს შორის. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. დანართი №3 „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია" (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (კოდი: 06 01 04) (შედგომში- ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD- 10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0 - F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან რეგისტრირებულნი (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ); 2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. 3. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს: ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა); 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება: ა) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 10 სეანსის მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს. თვეში 10 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 7 სეანსი. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში- ქვეპროგრამის განმახორციელებელი). 2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 100 (ასი) ბენეფიციარი. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 210 ლარისა. 3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში, თვეში ფინანსდება არაუმეტეს 10 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. თვეში 10 სეანსის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება. 5. მომსახურების გამწევი დაწესებულების სახელზე, მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილი გაიცემა 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ პროგრამის მოსარგებლემ არ შეცვალა დაწესებულება, წერილის მოქმედების ვადა გაგრძელდება 6 თვით. 6. აღნიშნული მომსახურება ანაზღაურდება მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 16 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება, ასევე 16 წლის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება. მუხლი 5🔗. მოსარგებლეთა ჩართვა ქვეპროგრამაში და ბენეფიციარის სტატუსის გაუქმება 1. ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მერიაში მიმართვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის არსებობისას. 2. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რასაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მერიაში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი. დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი; 3.განმცხადებელი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ რეგისტრირდება ქვეპროგრამის მოსარგებლედ. 4. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად განცხადების რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 5. დადგენილი ლიმიტის შევსების შემთხვევაში, შედგება მომლოდინეთა რიგი. ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება მომლოდინეთა რიგში მყოფ იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მერიას განცხადებით. 6. მოსარგებლეს შეუძლია შეიცვალოს დაწესებულება პროგრამით სარგებლობის 6 თვის გასვლის შემდეგ, რისთვისაც მან 1 თვით ადრე უნდა აცნობოს პროგრამის განმახორციელებელს და ახალი დაწესებულებიდან წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი). მუხლი 6🔗. ანგარიშგება 1. დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წადგენილი უნდა იქნეს ბეჭდური ფორმით. 2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარის-ფაქტურა, მომსახურების ღირებულების კალკულაცია, სადაც უნდა ჩანდეს ჩატარებული თერაპიების რაოდენობა). 3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. მუხლი 7🔗. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნულის შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს დაწესებულებას და მისცეს 1 თვე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მომდევნო თვეში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურება არ ანაზღაურდება. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სახელზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული წერილის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მომსახურების გამწევისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ). დანართი №4 „გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამის (კოდი 06 01 05) განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ამ წესის (პროგრამული კოდი 06 01 05) მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების და მოზარდების (შემდგომში - ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით  შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლენი და მათი შერჩევის წესი  1.  პროგრამით  მოსარგებლეთა კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების  დაყოვნების, ცერებრული დამბლის ან დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62; G80;  Q90) მქონე ბავშვები და მოზარდები (ბენეფიციარები), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ასაკი განისაზღვრება ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - R62-ის შემთხვევაში 2-დან 15 წლამდე, ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - G 80 და Q 90-ის შემთხვევაში 2-დან 18 წლამდე. 2. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე: ა) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე; ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი; დ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100ა (დადგენილი ფორმით და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული); ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი; ვ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ.) ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G80;  Q90 კურორტული რეაბილიტაციის შემთხვევაში ინვოისი და კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კურორტიდან. თ) სოციალურად დაუცველი პირის შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შესაბამისი სარეიტინგო ქულით; 3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები 1. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) ბენეფიციარების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვას შემდეგი სახით: ა) ბენეფიციარი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არაუმეტეს 70 000 სარეიტინგო ქულით და დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული შემდეგი კლასიფიკატორი - R62 დაფინანსდება  წლიურად არაუმეტეს 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. ბ) ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - G 80 და Q 90   დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. 2. ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. 3. თუ მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ პროგრამის მე-2 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს იმ  დაწესებულებას, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ  არის წარმოდგენილი ინვოისი. 4. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის შედეგი გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სტიმულირების, თვითმოვლის უნარების შეძენის, შემეცნების, მოტორიკისა და კომუნიკაციური უნარების გამომუშავების ხელშეწყობა. დანართი №5 „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.„დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევის წესსა და პირობებს. 2 .პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა - მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას; ბ) იძულებით გადაადგილებული პირი - პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო); გ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას; დ) დაფინანსება - „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარების პროგრამა"(პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესის" შესაბამისად დაფინანსება. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა 1. ქვეპროგრამის მიზანია დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის (შემდგომში - ბენეფიციარი) მატერიალური დახმარების გაწევა. 2. ქვეპროგრამის ამოცანაა დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის მატერიალური დახმარების გაწევით (ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით)  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეები 1. ქვეპროგამით მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ჩართულია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში და იმყოფება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე. 2. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა)   ქვეპროგრამის ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის პროგრამის ბენეფიციარი); გ)  დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ფორმა №IV-100ა; დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი წესით (დედანი); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ  გაცემული საინფორმაციო ბარათი  (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად). 3.  გამონაკლისი, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. 4. ბენეფიციარის ქვეპროგრამით სარგებლობა დამოკიდებულია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობაზე ამ წესით დადგენილ მოთხვონებთან. მუხლი5. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 1​1. აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლება პირს წარმოეშობა განცხადების რეგისტრაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 2. ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ქვეპროგრამის ბენეფიციარების სია (მონაცემები - რეგისტრაციის მისამართი) ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში გადამოწმების შედეგად ვერ დადგინდა მისი რეგისტრაციის უწყვეტობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური უფლებამოსილია ქვეპროგრამის ბენეფიციარს მოსთხოვოს საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმების შემდეგ, თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მას უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება. 4. ბენეფიციარი ვალდებულია 2020 წლის ყოველი კვარტლის დასრულებისას მომდევნო თვის 25 რიცხვის ჩათვლით წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100ა). აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურის განუხორციელებლობა, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება. 5. აღნიშნული პროგრამით ახალი მოსარგებლე პირის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების რეგისტაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მუხლი6. ანგარიშსწორება 1. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარება მოიცავს თვეში 60,00 (სამოცი ლარი და 00 თეთრი) ლარს. 2. ბენეფიციარები ქვეპროგრამით დადგენილ მატერიალურ დახმარებას მიიღებენ წარმოდგენილ საკუთარ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად თანხის დარიცხვით. 3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.