ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №160
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016596
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №160
2019 წლის 20 დეკემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-25 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების (კოდი 04 05) განხორციელების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების” (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებისა და წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №88 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 26/12/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016524).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, წარმატებული სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების წესსა და პირობებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ან კოლეჯი.
ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი) სარეიტინგო ქულების (სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული) შესაბამისად.
გ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი 04 05).
მუხლი 3🔗. მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული და ქალაქ რუსთავში მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული და მცხოვრები სტუდენტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად:
ა) 81 ქულიდან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
ბ) 90 ქულიდან 95 ქულამდე არაუმეტეს 1000 ლარით;
გ) 95 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით.
2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.
3. ქვეპროგრამის მოქმედება არ ვრცელდება პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტის დაფინანსებაზე.
4. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2005-იდან 2020 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური. გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წლების სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.
მუხლი 4🔗. განცხადების წარდგენა
1. სტუდენტთა სწავლის დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი), გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო;
ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;
თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (100-ქულიანი სისტემიდან), იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, შესაძლებელია წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების გათვალისწინება;
ი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წინა და მიმდინარე წელს სასწავლო წლის დაფინანსებაზე უარის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 5🔗. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“, ასევე, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენის თაობაზე და სხვა.
3. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის გადაწყვეტილებას განმცხადებელს წერილობითი ფორმით უგზავნის ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
4. იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა გამოყოფილი დაფინანსების ათვისება, ჩარიცხული თანხა უმაღლესი სასწავლებლის მიერ ბრუნდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება
1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
2. სტუდენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით უფინანსდება სემესტრული გადასახადი წელიწადში ერთხელ, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში.
3. ანგარიშსწორება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.