„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის” შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 09.12.2019
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №42872
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016539
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ შრომის ინსპექციის შესახებ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული,
განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების
წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, წინასწარი
გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის” შექმნის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma',sans-serif;}
span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma',sans-serif;}
.MsoChpDefault {font-family-f:'Sylfaen',sans-serif;}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:76.5pt 1.0in 1.0in 1.0in;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №42872
2019 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის“ შექმნის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან კაკავა – შემოსავლების სამსახურის უფროსი (სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ ძნელაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე (სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ვახტანგ ლაშქარაძე – შემოსავლების სამსახურის მრჩეველი;
დ) ლევან წითელაშვილი – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ე) რომან ბუღაძე – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;
ვ) ნინო ფოდიაშვილი – შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვასთან, სასამართლო დავებთან და გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებული პროცესების კოორდინატორი;
ზ) შალვა კოპალეიშვილი – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;
თ) მერაბ არახამია – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ი) შოთა ვალიშვილი – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
კ) ლევან ბაინდურაშვილი – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ლ) გიორგი მაისურაძე – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი;
მ) ნანა მუმლაძე – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო სამმართველოს უფროსი;
ნ) მიხეილ ასლანიანი – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.
3. სხდომის მდივნის ფუნქციის შესრულება დაევალოს შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელს – მაია ფხოველიშვილს.
4. დამტკიცდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი“ დანართი №1 შესაბამისად.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს №28067 ბრძანება.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა
შემოსავლების სამსახურის უფროსი
დანართი №1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗.
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – სამუშაო ჯგუფის) საქმიანობის წესი განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სხდომის მომზადებისა და ჩატარების პროცედურებს.
2. სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემუშავება.
მუხლი 2🔗.
1. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხი განიხილება იურიდიული დეპარტამენტის ინიციატივით, რომელიც აღნიშნულის თაობაზე წინადადებით მიმართავს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს.
2. იურიდიული დეპარტამენტი ვალდებულია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს წარუდგინოს განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის მოწვევის დრო და სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
4. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტი.
6. სამუშაო ჯგუფის წევრებს სხდომის დღის წესრიგი, თანდართული დოკუმენტებით იურიდიული დეპარტამენტის მიერ მიეწოდებათ სხდომის ჩატარებამდე 2 სამუშაო დღით ადრე.
7. სამუშაო ჯგუფის სხდომას წარმართავს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი დავალებით ერთ-ერთი წევრი.
8. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება შესაბამის წევრთა უმრავლესობა.
9. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.
10. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საკითხის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ინდივიდუალურად შეთანხმებით.
11. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადებითად შეაფასოს განხილული საკითხი;
ბ) უარყოფითად შეაფასოს განხილული საკითხი;
გ) მიიღოს საკითხის წარმოდგენილისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება;
დ) გადადოს საკითხის განხილვა;
ე) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს წარდგენილი საკითხი;
ვ) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი.
12. სხდომის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ფორმდება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გადაწყვეტილების მიღებაში. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
13. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარედგინება:
ა) შემოსავლების სამსახურის უფროსს ან
ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში – უფლებამოსილ პირს.
14. შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამის მოადგილეს, წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმების თხოვნით.
15. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები სხდომის ოქმთან ერთად ინახება იურიდიულ დეპარტამენტში.