შპს „სანზონა ჰაუსის“ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7623-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2 / 7623-18

 

 საქართველოს სახელით

2019 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო ართილაყვა

განმცხადებელი მოვალე, შპს „სანზონა ჰაუსი“

წარმომადგენლები: ანდრო კიკნაველიძე, ნათია ბაღბაია

მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი თამთა მაჭარაშვილი

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება გაკოტრების მმართველის დანიშვნა

  სასამართლომ კრედიტორთა პირველ კრებაზე განიხილა შპს ,,სანზონა ჰაუსის“გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

 

  გამოარკვია:

2018 წლის 14 თებერვალს, შპს „სანზონა ჰაუსის“ წარმომადგენლებმა: ბადრი ლომთათიძემ და ნათია ბაღბაიამ განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „სანზონა ჰაუსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით. ამავე კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები, გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

ვინაიდან, კრედიტორებს არ წარმოუდგენიათ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, შპს „სანზონა ჰაუსის“ გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

„გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 31, მე-5, მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

1. გაიხსნას შპს „სანზონა ჰაუსის“ (ს.ნ.405161854) გაკოტრების საქმის წარმოება და შპს „სანზონა ჰაუსის“ (ს.ნ.405161854) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასა და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                                                                                  ზაალ მარუაშვილი