საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2019
ძალის დაკარგვა 18.10.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.016737
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№46
2019 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ემბლემები (დანართი №1);
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის დროშები (დანართი №2).
მუხლი 2🔗
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 20 დეკემბრის №138 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი