ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 17.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/11/1361
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016469
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2019
matsne.gov.ge 5,320 სიტყვა · ~27 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 15.12.2023 საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 27.07.2018 ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 07.02.2019 რომან ზანთარაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 28.05.2025 ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 30.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №1/11/1361 2019 წლის 17 დეკემბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა : მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე , მომხსენებელი მოსამართლე ; ევა გოცირიძე –  წევრი ; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი . სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე . საქმის დასახელება : ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ . დავის საგანი : ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის , 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით ; ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -40 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით ; გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით . I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1361) მომართა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ . №1361 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 30 ოქტომბერს . კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს . 2. №1361 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი , 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -15 მუხლი და მე -16 მუხლები . 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში – „კოდექსი “) 32-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების საგამონაკლისო წესი , ვადა და გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი . იმავე კოდექსის 33-ე მუხლის მე -2 წინადადების თანახმად , ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი , დამრღვევის პიროვნება , მისი ბრალის ხარისხი , ქონებრივი მდგომარეობა , პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი . კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე . 236-ე მუხლით განისაზღვრება , თუ რა წარმოადგენს მტკიცებულებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და რა საშუალებებით დგინდება მოცემული მონაცემები , ხოლო 237-ე მუხლით დადგენილია მტკიცებულებათა შეფასების წესი . 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გარემოებები , რომლებიც მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში , ხოლო 264-ე მუხლით განისაზღვრება ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებები . კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ორგანოს (თანამდებობის პირის ) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება , იმავე მუხლის მე -2 ნაწილით კი განისაზღვრება გარემოებები , რომლებსაც დადგენილება უნდა შეიცავდეს . 4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე -40 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი იყო , რომ არავინ იყო ვალდებული , ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ბრალმდებელს . იმავე მუხლის მე -3 პუნქტის თანახმად , „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ , საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს . ყოველგვარი ეჭვი , რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით , უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ “. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება , ხოლო 42-ე მუხლის მე -5 პუნქტი მიუთითებდა , რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა და გარანტირებული იყო კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპი . 5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე , საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება . იმავე მუხლის მე -6 პუნქტის თანახმად , „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს “. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -7 პუნქტის მიხედვით , „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს , ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს . ყოველგვარი ეჭვი , რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით , უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ “. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -9 პუნქტით დადგენილია , რომ არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა , ხოლო კანონს , თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას , უკუძალა არ აქვს . 6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელე , თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის დადგენილებით , სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებების , წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განხორციელებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით . 7. მოსარჩელე მიიჩნევს , რომ კოდექსი არის საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებული სამართლებრივი აქტი , რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს . ამასთან , მოსარჩელე მიუთითებს , რომ იგი არ დავობს სადავო ნორმით დადგენილ ინსტიტუტებზე , არამედ , მისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც გულისხმობს თავისი შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვასა და გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების გარეშე . 8. მოსარჩელის მტკიცებით , კოდექსი მოიცავს არაერთ ქმედებას , რომელიც , თავისი არსით , სისხლისსამართლებრივი ბუნებისაა . ამის მაგალითად , მოსარჩელე ასახელებს კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრულ ქმედებებს , რომლებიც ადგენენ სანქციას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის . მოსარჩელე აღნიშნავს , რომ ამ მუხლებით გათვალისწინებული სახდელი შესაძლოა იყოს მძიმე და უთანაბრდებოდეს სისხლისსამართლებრივ სასჯელს , თუმცა მოცემულ სამართალწარმოებაში პირს ნაკლებ საპროცესო გარანტიებზე მიუწვდება ხელი . 9. მოსარჩელე მიუთითებს იმ კონსტიტუციური გარანტიების არარსებობაზე , რაც , მისი მტკიცებით , სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს . კერძოდ , მოსარჩელის აზრით , კოდექსი არასწორად ანაწილებს მტკიცების ტვირთს , ამასთან , იგი არ მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოს მიერ პატიმრობის გამოყენების საფუძვლების მტკიცებას . კოდექსი ასევე არ აღიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის , მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით . 10. კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება , რომ ადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში . მოსარჩელე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა მოსამართლეს არ ავალდებულებს , დაასაბუთოს კონკრეტულ საქმეზე პატიმრობის გამოყენების საჭიროება . მოსარჩელის აზრით , სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს საერთო სასამართლოების მიერ პატიმრობის აუცილებლობის და მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე უარის თქმას და პირისთვის სანქციის დაკისრებას მხოლოდ შაბლონური , ფორმალური მსჯელობის საფუძველზე . მოსარჩელის მითითებით , დასაბუთების არარსებობა შეუძლებელს ხდის იმის განსაზღვრას , თუ რატომ ეკისრებათ იდენტურ მდგომარეობაში მყოფ პირებს განსხვავებული ადმინისტრაციული სახდელი . მოსარჩელე ასევე მიიჩნევს , რომ დასახელებული ნორმა განუჭვრეტადია და შეუძლებელია განსაზღვრა , რა მოიაზრება საგამონაკლისო შემთხვევებში ან რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის შესაფასებლად . 11. კოდექსის 33-ე მუხლის მე -2 წინადადებით განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის დადებისას მხედველობაში მისაღები გარემოებები , კერძოდ , ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი , დამრღვევის პიროვნება , მისი ბრალის ხარისხი და სხვ . მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს , რომელიც გამორიცხავს სათანადო საპროცესო გარანტიების გავრცელებას სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევებზე . კერძოდ , მოსარჩელე აღნიშნავს , რომ სახდელის შეფარდებას წინ უნდა უძღოდეს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება შესაბამისი სტანდარტით , მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება , პროცესუალური თანასწორობის უზრუნველყოფა და სახდელის შეფარდებისას კონკრეტული დასაბუთების არსებობა . 12. მოსარჩელე ასევე მიუთითებს კოდექსის 233-ე მუხლზე და აღნიშნავს , რომ ხსენებული ნორმა გამორიცხავს პროცესუალური თანასწორობის გარანტიების არსებობას სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევების განხილვისას . მოსარჩელის აზრით , მხარეს უნდა ჰქონდეს საქმის წარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის , მტკიცებულების მოპოვების და წარდგენის , ასევე საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა , რაც მას არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით . თუმცა , სადავო ნორმები არ უზრუნველყოფს ხსენებული გარანტიებით ადმინისტრაციული საქმის განხილვას . 13. მოსარჩელე განმარტავს , რომ კოდექსი სამართალდამცავ ორგანოს არ უდგენს მტკიცების იმ სტანდარტს , რომელიც მას დაავალდებულებდა ნეიტრალური მტკიცებულებების წარდგენას . მისი შეფასებით , კოდექსის 236-ე მუხლი ადგენს , თუ რა განიხილება მტკიცებულებად ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში და რა საშუალებებით შეიძლება დადგინდეს აღნიშნული მონაცემები , თუმცა დასახელებული ნორმა არ უზრუნველყოფს მტკიცების სათანადო სტანდარტს , ამასთან , მტკიცებულებათა ჩამონათვალი ალტერნატიულია და სამართალდარღვევის ოქმში აღწერილი გარემოებების სხვა მტკიცებულებით დადასტურების აუცილებლობაზე არ მიუთითებს . ამდენად , მტკიცების სტანდარტის არარსებობის გამო , სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი , რაც პირის პასუხისმგებლობის საფუძველი ხდება , ვერ აკმაყოფილებს უტყუარი მტკიცებულების სტანდარტს . 14. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს , რომ კოდექსის 237-ე მუხლი ადგენს ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასების ვალდებულებას , რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ , სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე . მოსარჩელის მტკიცებით , უტყუარობისა და კანონიერების პრეზუმფცია სამართალდამცავი ორგანოს სასარგებლოდ წყდება , ხოლო საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ დაშვებით , რომ პირი სამართალდამრღვევია , თუ საწინააღმდეგო არ დაამტკიცა . ამდენად , მტკიცების ტვირთი ეკისრება არა სამართალდამცავ ორგანოებს , არამედ - შესაძლო სამართალდამრღვევს , რაც , მოსარჩელის აზრით , დაუშვებელია . იმავდროულად , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ დასახელებული ნორმით განისაზღვრება მტკიცების სტანდარტის ზოგადი დეფინიცია , რაც საშუალებას იძლევა , სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა -განმარტება . გამომდინარე იქიდან , რომ კანონი არ ავალდებულებს მხარეს მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენას ან რაიმე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების ვალდებულებას , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ ირღვევა მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნა . 15. მოსარჩელე განმარტავს , რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შინაარსი განისაზღვრება კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით , კერძოდ , ხსენებული ნორმა მიუთითებს იმ რეკვიზიტებს , რომლებიც ოქმში აისახება . მოსარჩელის მტკიცებით , სამართალდარღვევის ოქმი ვერ აკმაყოფილებს მტკიცების სტანდარტს , ვინაიდან ოქმში არ კონკრეტდება დეტალურად , თუ რაში გამოიხატა სამართალდარღვევა , არამედ მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ზოგადი დეფინიცია არის მითითებული . ამასთან , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ აღნიშნული ოქმი საკმარისია პირის სამართალდამრღვევად ცნობისთვის , რაც გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში , როდესაც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არ აღიარებს მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს . 16. მოსარჩელე მიუთითებს , რომ კოდექსის 264-ე მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი . მოსარჩელის აზრით , პრობლემურია მტკიცებულებათა შეფასების ის სტანდარტი , რომლის მეშვეობითაც ხდება გამოსარკვევი გარემოებების დადგენა . მოსარჩელეს მიაჩნია , რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე , იმ შემთხვევაშიც , თუ სასამართლო გამოიკვლევს საქმეში არსებულ ყველა გარემოებას , უფლების დარღვევის რისკი მაინც ვერ გამოირიცხება , ვინაიდან ყოველთვის იარსებებს საფრთხე , რომ სამართალდამცავმა ორგანომ წარმოადგინოს მხოლოდ სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები და ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დააკისროს პირს პასუხისმგებლობა . 17. მოსარჩელე კოდექსის 266-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების არაკონსტიტუციურობის ერთ -ერთ არგუმენტად მიიჩნევს სასამართლოს დადგენილების დასაბუთების პრობლემას . მოსარჩელის მტკიცებით , სადავო ნორმა ჩამოთვლის იმ გარემოებებს , რომლებსაც უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება . მოსარჩელე მიიჩნევს , რომ მოცემული ჩამონათვალი მიემართება მხოლოდ საქმის განხილვის ფორმალურ ნაწილს , თუმცა ნორმა მოსამართლეს არ ავალდებულებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას . მოსარჩელის მტკიცებით , სწორედ ეს გარემოება განაპირობებს პრაქტიკას , რომლის მიხედვით , დადგენილება ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მოიცავს სამოტივაციო ნაწილს ან შესაბამის არგუმენტაციას , თუ რატომ იზიარებს სასამართლო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და უარყოფს სხვას . 18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს აკისრებს იმ მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას , რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებს . კოდექსი არ ითვალისწინებს მტკიცების სტანდარტს , რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა საკუთარი პოზიციების დაცვისას . ამასთან , იმ შემთხვევაშიც , თუ მოსამართლემ მტკიცების ტვირთის განაწილება სწორად გადაწყვიტა , პირს მაინც თავად მოუწევს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება , ვინაიდან პოლიციას არ ევალება ნეიტრალური მტკიცებულების წარდგენა . 19. მოსარჩელე , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე . 20. №1361 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება . წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია , რომ საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშებში არაერთხელ გაიცა რეკომენდაცია საბჭოთა მმართველობის პერიოდში მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე , სისხლისსამართლებრივი ბუნების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისას საპროცესო უფლებათა რეალიზაციის თვალსაზრისით . სახალხო დამცველი იზიარებს კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სამართლებრივ არგუმენტაციას გასაჩივრებული დებულებების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან წინააღმდეგობის საკითხზე . 21. სასამართლოს მეგობარი მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე , რაც მისი შეფასებით , სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს . კერძოდ , კოდექსში სამართალდამრღვევად ცნობისთვის კონკრეტული მტკიცებულებითი სტანდარტისა და მტკიცების ტვირთის არარსებობა განაპირობებს პირის სამართალდამრღვევად ცნობას სამართალდარღვევის ოქმის და ამავე ოქმის შემდგენი პოლიციელის ზეპირი განმარტების საფუძველზე , ამასთან , სასამართლოს გადაწყვეტილებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია და შაბლონური ხასიათი აქვს . სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს , რომ ყველა მტკიცებულება მოიპოვება ერთი ორგანოს /პირის მიერ და მტკიცებულებათა ერთობლიობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს . ამასთან , სასამართლო პროცესზე არ ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა , არამედ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელი ზეპირად განმარტავს ოქმის შინაარსს , აღნიშნული პროცედურის შემდეგ კი მოსამართლე მცირე ვადაში აცხადებს შეფარდებულ სახდელს . სამართალდარღვევის ოქმში არ აისახება პირის კონკრეტული ქმედება , მაგალითად , პოლიციელის მოთხოვნა , რომელსაც არ დაემორჩილა პირი ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტი . ამდენად , სახალხო დამცველი მიიჩნევს , რომ არ გამოირიცხება სამართალდამცავი ორგანოების მიერ უზუსტობის , მიკერძოების ან არაობიექტური შეფასების შესაძლებლობა , ხოლო სამართალწარმოების პროცესი ვერ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ მოთხოვნებს .  II სამოტივაციო ნაწილი  1. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის : ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის , 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით ; ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -40 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით ; გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით . 2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324 კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე , საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . შესაბამისად , მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია . აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებს , რომლებსაც იდენტური /მსგავსი შინაარსი აქვთ . 3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო უფლება სამართლიან სასამართლოზე . უფლება სამართლიან სასამართლოზე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით . 4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე -40 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს “. ხოლო ამავე მუხლის მე -3 პუნქტის თანახმად , „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ , საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს . ყოველგვარი ეჭვი , რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით , უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ “. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებების შესატყვისია , შესაბამისად , საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტები . საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე -6 პუნქტის თანახმად , „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს “. ხსენებული მუხლის მე -7 პუნქტის მიხედვით , „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს , ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს . ყოველგვარი ეჭვი , რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით , უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ “. 5. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტის თანახმად , არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა . კანონს , თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას , უკუძალა არა აქვს . ხსენებული კონსტიტუციური დებულების შესატყვისია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე -9 პუნქტი . 6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სადავოდ არის გამხდარი : ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის , 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტებთან მიმართებით ; გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -9 პუნქტთან მიმართებით . 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს . მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი , რომლებიც , მისი აზრით , ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის მოთხოვნა . კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე , უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე . საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით , „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). 8. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს , რომლის მიხედვით , „ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში , ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 15 დღემდე ვადით . პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის ) სასამართლოს მოსამართლე “. მოსარჩელე მხარე მიუთითებს , რომ სადავო ნორმა არ აკონკრეტებს , თუ რა გამონაკლისი შემთხვევა შეიძლება იყოს პატიმრობის საფუძველი . ასევე , სადავო ნორმა და კოდექსი მოსამართლეს არ ავალდებულებს პატიმრობის გამოყენების საჭიროების დასაბუთებას . ამის გარდა , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ დასახელებული ნორმა განუჭვრეტელია და შეუძლებელია განსაზღვრა , რა მოიაზრება საგამონაკლისო შემთხვევებში ან რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის შესაფასებლად . 9. როგორც ზემოთ აღინიშნა , სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის აუცილებელია , მასში წარმოდგენილი მსჯელობა შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას . მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ნორმა ადგენს პატიმრობის , როგორც ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების ზოგად საფუძველს . ის ზოგადად განსაზღვრავს , რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში , 15 დღემდე ვადით . საკითხი იმის შესახებ , ხდება თუ არა , ანდა უნდა მოხდეს თუ არა შესაბამისი ორგანოს დადგენილებაში პატიმრობის , როგორც ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების დასაბუთება ან მისი შეფარდებისას რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ , სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებს მიღმაა . მნიშვნელოვანია , აღინიშნოს , რომ თავად კონსტიტუციურ სარჩელშიც მითითებულია , რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის არა ზოგადად პატიმრობას , როგორც ადმინისტრაციული სახდელის ერთ -ერთ ფორმას , არამედ შესაბამისი საპროცესო გარანტიების გარეშე მის გამოყენებას კონკრეტული ტიპის სამართალდარღვევების საქმეებზე . აქედან გამომდინარე , მოსარჩელე მხარისთვის პრობლემა მომდინარეობს არა ზოგადად პატიმრობის , როგორც ადმინისტრაციული სახდელის მდგენელი ნორმიდან , არამედ იმ ნორმიდან , რომელიც იწვევს პატიმრობის სახით მის პასუხისმგებლობას შესაბამისი საპროცესო გარანტიების გარეშე – კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (იხ . mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1322 განჩინება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “). ამდენად , სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არაზუსტ აღქმას და , შესაბამისად , დაუსაბუთებელია . 10. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს კოდექსის 33-ე მუხლის მე -2 წინადადებას , რომლის თანახმად , „სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი , დამრღვევის პიროვნება , მისი ბრალის ხარისხი , ქონებრივი მდგომარეობა , პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი “. მოსარჩელის მითითებით , ხსენებული სადავო ნორმა გამორიცხავს სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევებზე სათანადო სამართალწარმოების განხორციელებას სახდელის დადებისას , რადგან ის თანაბრად ვრცელდება ყველა „ხასიათის “ სამართალდარღვევაზე . კერძოდ , მოსარჩელე აღნიშნავს , რომ სახდელის შეფარდებას წინ უნდა უძღოდეს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება შესაბამისი სტანდარტით , მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება , პროცესუალური თანასწორობის უზრუნველყოფა და სახდელის შეფარდებისას კონკრეტული დასაბუთების არსებობა . 11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ ამ შემთხვევაშიც , მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს . აღნიშნული ნორმა ორგანოს მიუთითებს , რომ ადმინისტრაციული სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღოს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის ყველა რელევანტური ფაქტორი , მათ შორის , სამართალდარღვევის ხასიათი , დამრღვევის პიროვნება , ბრალის ხარისხი და ა .შ . მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი , მტკიცების ტვირთი , პროცესუალური თანასწორობა და დადგენილების (მათ შორის , სახდელის ) დასაბუთების საკითხი ხსენებული სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებს მიღმაა . 12. მოსარჩელე მხარე ასევე ასაჩივრებს კოდექსის 233-ე მუხლს , რომლის თანახმად , „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ კანონის და საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის ) წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის საწყისებზე წარმოშობის , სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის , რასობრივი და ეროვნული კუთვნილების , სქესის , განათლების , ენის , რელიგიისადმი დამოკიდებულების , საქმიანობის სახეობისა და ხასიათის , საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად “. მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს პროცესუალური გარანტიების სახით მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს , ხოლო , ვინაიდან 233-ე მუხლში დადგენილია ორგანოს ვალდებულება , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოხდეს მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე , ივარაუდება , რომ კოდექსისათვის თანასწორობის ფარგლები მხოლოდ ამ მუხლში არის მოცემული , რაც , თავის მხრივ , გამორიცხავს პროცესუალური თანასწორობის გარანტიების არსებობას სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევების განხილვისას . 13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს , რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც მოსარჩელის მიერ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების არაზუსტ აღქმას ეფუძნება . როგორც აღინიშნა , კოდექსის 233-ე მუხლი ადგენს ორგანოს ვალდებულებას , ადმინისტრაციული საქმის განხილვა მოხდეს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით , ყველა მოქალაქის თანასწორობის საწყისებზე , წარმოშობის , სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის , რასობრივი და ეროვნული კუთვნილების , სქესის , განათლების , ენის , რელიგიისადმი დამოკიდებულების , საქმიანობის სახეობისა და ხასიათის , საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად . შესაბამისად , სადავო ნორმას არათუ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული შინაარსი (საპროცესო გარანტიების გამორიცხვა ), არამედ უფლებაშემზღუდველი ხასიათიც კი არ გააჩნია . ნორმა უფლებააღმჭურველია და წარმოშობს ორგანოს ვალდებულებას , საქმე კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვიტოს . ამდენად , №1361 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია . 14. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლებს . კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით , „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი , რომელთა საფუძველზე , საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით , ორგანო (თანამდებობის პირი ) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას , პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს , რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის “, ხოლო ამავე მუხლის მე -2 ნაწილის თანახმად , „ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით : ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით , ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა -განმარტებით , დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით , ექსპერტის დასკვნით , ალკოჰოლური , ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების ) შედეგებით , ვიდეოფირით ან ფოტოფირით , ნივთიერი მტკიცებულებით , ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით “. მოსარჩელე მხარე მიუთითებს , რომ კოდექსი სამართალდამცავ ორგანოს არ უდგენს იმ მტკიცების სტანდარტს , რომელიც დაავალდებულებდა „ბრალდების “ მხარეს ნეიტრალური მტკიცებულების წარმოდგენას . ასევე , მოსარჩელის მტკიცებით , კოდექსის 236-ე მუხლში ჩამოთვლილი მტკიცებულებები ალტერნატიულია და ოქმში აღწერილი გარემოებების სხვა მტკიცებულებით დადასტურებაზე არ მიუთითებს . ამდენად , მოსარჩელის აზრით , ხსენებული ნორმის შინაარსი არ უზრუნველყოფს მტკიცების სტანდარტის არსებობას , რომელიც დააკმაყოფილებდა სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევებზე სამართალწარმოების შესაბამისობას სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და მტკიცებულებათა უტყუარობასთან . 15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოხსენებულ მოსაზრებას სადავო ნორმების განმარტების შესახებ . სადავო ნორმები არ ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს , არამედ ადგენს , ზოგადად , მტკიცებულების ინსტიტუტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე და მიუთითებს კონკრეტული ტიპის მტკიცებულებებზე , რომლებითაც შეიძლება დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები . 16. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი , მტკიცებულებათა არასაკმარისობა და არაუტყუარობა სისხლისსამართლებრივი ბუნების ქმედებებთან დაკავშირებით . თუმცა , სადავო ნორმა პასუხისმგებლობის დადგენისთვის საკმარის რომელიმე მტკიცებულებაზე ან მტიცებულებათა ალტერნატიულობაზე არ მიუთითებს . შესაბამისად იგი მტკიცების ტვირთის საკითხს არ არეგულრიებს . იმ შემთხვევაში , თუ მოსარჩელე მიჩნევს , რომ რომელიმე ტიპის მტკიცებულება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე , მან უნდა წარმოადგინოს კონკრეტული დასაბუთება , თუ რატომ არ აკმაყოფილებს იგი მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს (იხ . მაგ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ). მსგავსი დასაბუთება კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი . ამდენად , მოცემულ შემთხვევაშიც სადავო ნორმებს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ჩამოყალიბება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას . 17. რაც შეეხება კოდექსის 237-ე მუხლს , მოსარჩელის მტკიცებით , ამ ნორმიდან გამომდინარე , მტკიცების სტანდარტის ზოგადი დეფინიცია შესაძლებლობას იძლევა , სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა -განმარტება . სადავო ნორმის თანახმად , „ორგანო (თანამდებობის პირი ), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით , მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით , რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ , სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში “. ხსენებული ნორმა არ ადგენს , თუ რა მტკიცებულება ან მტკიცებულებათა ერთობლიობა შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად იმისათვის , რომ პირი მიეცეს პასუხისგებაში . აღნიშნული ნორმა არც მტკიცების ტვირთის განაწილებას ეხება , არამედ ის ადგენს , ზოგადად , ორგანოს ვალდებულებას , იხელმძღვანელოს კანონითა და მართლშეგნებით და მტკიცებულებები შეაფასოს საქმის ყველა გარემოების სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე მათ ერთობლიობაში . ამდენად , მოსარჩელე მხარე ამ შემთხვევაშიც არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს . 18. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ასაჩივრებს კოდექსის 240-ე მუხლის პირველ ნაწილს , რომლის თანახმად , „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება : მისი შედგენის თარიღი და ადგილი ; შემდგენის თანამდებობა , სახელი , მამის სახელი და გვარი ; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ , მათ შორის , პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო და არსი ; ნორმატიული აქტი , რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის ; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები , თუ ისინი არიან ; დამრღვევის ახსნა -განმარტება ; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები “. მოსარჩელის განმარტებით , ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე , ნათელია , რომ სამართალდარღვევის ოქმი შინაარსობრივად ვერ აკმაყოფილებს მტკიცების სტანდარტს , მით უმეტეს , როდესაც ოქმში დეტალურად არ კონკრეტდება , თუ რაში გამოიხატა სამართალდარღვევა . 19. განსახილველ შემთხვევაში , აშკარაა , რომ მოსარჩელის მიერ კვლავ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმა ხდება . სადავო ნორმა სიტყვასიტყვით მიუთითებს ორგანოს ვალდებულებაზე , სამართალდარღვევის ოქმში ასახოს სამართალდარღვევის არსი . იმ შემთხვევაში , თუ მოსარჩელეს პრობლემურად მიაჩნია ოქმის სტრუქტურა (ოქმი საკმარის ადგილს არ უთმობს დასაბუთების გრაფას და ა .შ .), მან უნდა გაასაჩივროს ის ნორმა , რომელიც ამტკიცებს სამართალდარღვევის ოქმის ფორმას . შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია . 20. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ასაჩივრებს კოდექსის 264-ე მუხლს , რომლის თანახმად , „ორგანო (თანამდებობის პირი ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს : ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა , ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში , ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას , არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები , მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი , არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს , საწარმოში , დაწესებულებაში , ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის , შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად , აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი , რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის “. მოსარჩელე მიუთითებს , რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი . მოსარჩელის აზრით , პრობლემურია მტკიცებულებათა შეფასების ის სტანდარტი , რომლის მეშვეობითაც ხდება გამოსარკვევი გარემოებების დადგენა . მოსარჩელეს მიაჩნია , რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე , იმ შემთხვევაშიც , თუ სასამართლო გამოიკვლევს საქმეში არსებულ ყველა გარემოებას , უფლების დარღვევის რისკი მაინც ვერ გამოირიცხება , ვინაიდან ყოველთვის იარსებებს საფრთხე , რომ სამართალდამცავმა ორგანომ წარმოადგინოს მხოლოდ სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები და ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დააკისროს პირს პასუხისმგებლობა . 21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს , რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა არ გამომდინარეობს გასაჩივრებული ნორმიდან . კოდექსის 264-ე მუხლი ავალდებულებს საქმის განმხილველ ორგანოს , საქმის სწორად გადაწყვეტისთვის გამოარკვიოს საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები , მათ შორის , ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა , ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში , ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას , არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ა .შ . ხსენებულ ნორმაში არ არის მოცემული მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი , რომლის არარსებობასაც მოსარჩელე პრობლემად მიიჩნევს . 22. მოსარჩელე მხარე აგრეთვე სადავოდ მიიჩნევს კოდექსის 266-ე მუხლის მე -2 ნაწილს , რომლის თანახმად , „დადგენილება უნდა შეიცავდეს : დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის ) დასახელებას ; საქმის განხილვის თარიღს ; ცნობებს იმ პირის შესახებ , რომლის მიმართ განიხილება საქმე ; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას ; იმ ნორმატიული აქტის მითითებას , რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას “. მოსარჩელის მტკიცებით , სადავო ნორმა მოიცავს გარემოებების ჩამონათვალს , რომელსაც უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება . მოსარჩელე მიიჩნევს , რომ მოცემული ჩამონათვალი მიემართება მხოლოდ საქმის განხილვის ფორმალურ ნაწილს , თუმცა ნორმა მოსამართლეს არ ავალდებულებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას . 23. ამ შემთხვევაშიც , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ მოსარჩელის არგუმენტაცია ემყარება სადავო ნორმის არასწორ აღქმას . სადავო ნორმით განსაზღვრულია , თუ რა ელემენტებს უნდა შეიცავდეს დადგენლება და არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებას . შესაბამისად , სადავო ნორმა ვერ ჩაითვლება მოსარჩელის უფლების მზღუდავ საშუალებად და , ამდენად , სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დაუსაბუთებელია . 24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ №1361 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება : ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის , 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის მე -2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის მე -2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტებთან მიმართებით ; გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -9 პუნქტთან მიმართებით . 25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს , რომ №1361 კონსტიტუციური სარჩელი , სხვა მხრივ , აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი . III სარეზოლუციო ნაწილი  საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის ; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე -2 მუხლის მე -4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 27​1 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 31-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31​1 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31​2 მუხლის მე -8 პუნქტის , 31​3 მუხლის  პირველი პუნქტის , 31​5 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 31​6 მუხლის პირველი პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის პირველი , მე -2, მე -5, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების საფუძველზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს :  1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1361 („ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ , მე -6 და მე -7 პუნქტებთან მიმართებით . 2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1361 („ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება : ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის , 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის მე -2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე -2 წინადადების , 233-ე , 236-ე და 237-ე მუხლების , 240-ე მუხლის პირველი ნაწილის , 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის მე -2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტებთან მიმართებით ; გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -9 პუნქტთან მიმართებით . 3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია . 4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად . 5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება . 6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.  კოლეგიის წევრები :  მერაბ ტურავა  ევა გოცირიძე  გიორგი კვერენჩხილაძე .