„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№469
სარეგისტრაციო კოდი
040200010.22.027.016966
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №469

2019 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №65, მუხ. 837) დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლების, აგრეთვე, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, ვანის, ზუგდიდის, თერჯოლის, თიანეთის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ყაზბეგის, ხონისა და ხარაგაულის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.“.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 17 დეკემბრის №466 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.12.2019წ., სარეგისტრაციო კოდი: 040200010.22.027.016963).

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 30 დეკემბრიდან.

3. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 20 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი