ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.12.2019
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016507
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ ფარსმის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ ჯვარბოსელის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ შენაქოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2019 წლის 24 დეკემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-10 ნაწილის და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა“ (დანართი №1) ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3);
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი
დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის საგანი, მიზნები და პრიორიტეტები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19, მე-20, 21-ე და 22-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმის შუალედურ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ სტრუქტურას, სივრცით კატეგორიებსა და მიწათსარგებლობის ძირითად პრინციპებს.
2. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის მიზანია მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის სივრცითი მოწყობის განვითარების პრიორიტეტებისა და სტრატეგიის თავმოყრა.
3. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის პრიორიტეტებია:
ა) მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა;
ბ) ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დასახლებათა განვითარების საკითხების ჰარმონიზება;
გ) მუნიციპალიტეტის სივრცით-გეგმარებითი განვითარება;
დ) ინვესტიციების მოზიდვის, მოსახლეობის დასაქმებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი, თანამედროვე დასახლებათა დაგეგმარების, საინჟინრო-სატრანსპორტო, გარემოსდაცვითი მიდგომებისა და გადაწყვეტების გამოყენება;
ე) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში საჯაროობის, ჩართულობისა და თანამონაწილეობის პრინციპების უზრუნველყოფა;
ვ) მუნიციპალიტეტის ისტორიული-კულტურული კავშირების, ისტორიული ლანდშაფტების დამახასიათებელი ნიშნების და ბუნებრივი ძეგლების შენარჩუნება;
ზ) სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი და კულტურული რესურსის შენარჩუნება, განვითარებისათვის ახალი საპროექტო არეალების გამოყოფა.
მუხლი 2🔗. სივრცითი მოწყობის გეგმის თავსებადობა
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პოლიტიკას. მასში მოცემული დარგობრივი გეგმები და პროექტები წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლების და თვითმმართველობის ორგანოებისთვის.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს სივრცითი მოწყობის გეგმას.
მუხლი 3🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის შემადგენლობა
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა მოიცავს: ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს. ტექსტური ნაწილი მოიცავს: ხედვას და ნორმებს, გრაფიკული ნაწილი მოიცავს რუკებს. ეს ყველაფერი თავის თავში აერთიანებს ქვემოთ ჩამოთვლილ დისციპლინებს:
ა) სივრცის კატეგორიებს;
ბ) დასახლებათა სტრუქტურას და განვითარების ცენტრების იერარქიას;
გ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს;
დ) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად გეგმარებით ღერძებს;
ე) დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილებს, სუსტად განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს;
ვ) სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;
ზ) ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების წინაპირობებს;
თ) დაცული ტერიტორიების სისტემას;
ი) სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიებს;
კ) სატყეო მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს;
ლ) წიაღისეულის მოპოვების ადგილებს;
მ) წყლის ობიექტებსა და წყალშემკრებ ტერიტორიებს;
ნ) მიწათსარგებლობის ძირითად პრინციპებს;
ო) სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს;
თავი II
ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული სტრუქტურა
მუხლი 4🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის კატეგორიები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში გამოიყოფა შემდეგი სივრცითი კატეგორია:
ა) განაშენიანებული (ურბანიზებული) ტერიტორია;
ბ) სასოფლო ტერიტორია;
გ) ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია.
მუხლი 5🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის განაშენიანებული (ურბანიზებული) ტერიტორია
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში განაშენიანებული (ურბანიზებული) ტერიტორია არის თემებში შემავალი სასოფლო დასახლებები. განაშენიანებული (ურბანიზებული) ტერიტორია მოიცავს: დასახლების განაშენიანებული ტერიტორიას, რომელიც დაფარულია შენობა-ნაგებობებით და საპროექტო განაშენიანების ტერიტორიებით, რომელთა განვითარებაც უნდა მოხდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტში განაშენიანებულ (ურბანიზებულ) ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა განხორციელდეს ქალაქთმშენებლობით ან/და სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. აღნიშნულ ტერიტორიებზე საქმიანობა, მიზნად უნდა ისახავდეს:
ა) ბუნებრივი და კულტურულ ლანდშაფტზე უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე დაყვანას,
ბ) ჩამოყალიბებულ ბუნებრივი და კულტურულ ლანდშაფტთან ადაპტაციას;
გ) საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი ნორმების თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, განვითარებას;
დ) ბუნებრივ და კუტურულ ლანდშაფტთან ადაპტაციით სპორტული და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას ბუნებრივი საფრთხეებისგან დასაცავად.
4. ჰიდროელექტროსადგურების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (ელექტროგადამცემი ხაზების და მისადგომი გზების ჩათვლით) მშენებლობა დასაშვებია, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ან გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საფუძველზე. ორივე დოკუმენტი უნდა ეყრდნობოდეს ხარჯვითი და სარგებლის სრულ გარემოსდაცვით ანალიზს.
5. წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობისას ასევე საჭიროა შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება;
ბ) სოციუმზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება;
დ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც მიზნადისახავს ტერიტორიების დაცვას, მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას, აღდგენა-რეაბილიტაციას;
ე) შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების აღწერილობას.
მუხლი 6🔗. სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები წარმოდგენილია სასოფლო დასახლებებისა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სახით.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები წარმოადგენს სოფლის დასახლებულ ნაწილს და რიგ შემთხვევებში შესაძლოა მოიცავდეს ურბანულ ტერიტორიას.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორია შედგება სასოფლო-სამეურნეო მიწებისაგან, რომელიც გამოიყენება სახნავ-სათესად, სათიბად, საძოვრად. აღნიშნულ ზონაში, ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებზე ან/და სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე, დასაშვებია:
ა) სოფლის მეურნეობის დამხმარე შენობა-ნაგებობები;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები და შინაური ცხოველების სადგომები;
გ) სპორტული და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის ობიექტები;
დ) ბუნებრივი საფრთხეებისგან დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ობიექტები;
ე) საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები.
4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შენობები და ნაგებობები არ უნდა ახდენდეს გავლენას კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ლანდშაფტის ვიზუალურ აღქმაზე (ფერით, ფორმით, მასალით, რელიეფზე განლაგებით) და მიზნად უნდა ისახავდეს კულტურულ ლანდშაფტთან ადაბტაციას.
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობიდან, მისი საკურორტო-სარეკრეაციო ფუნქციიდან გამომდინარე დასაშვებია, კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა.
6. დასაშვებია ჰიდროელექტროსადგურების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (ელექტროგადამცემი ხაზების და მისადგომი გზების ჩათვლით) მშენებლობა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ან გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საფუძველზე. ორივე დოკუმენტი უნდა ეყრდნობოდეს ხარჯვითი და სარგებლის სრულ გარემოსდაცვით ანალიზს.
7. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობისას ასევე საჭიროა შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება;
ბ) სოციუმზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება;
დ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც მიზნად ისახავს ტერიტორიების დაცვას, მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას, აღდგენა-რეაბილიტაციას;
ე) შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების აღწერილობას.
მუხლი 7🔗. ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია.
1. ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია არის ბუნებრივ-გეოგრაფიული კომპლექსი, რომელიც ძირითადად არ არის შეცვლილი ადამიანის საქმიანობის შედეგად, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი: რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, ფლორა და ფაუნა იმყოფება რთულ ურთიერთკავშირში.
2. ბუნებრივ-ლანდშაფტურ ტერიტორიაზე ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ან გავლენას ახდენს პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ძირითად კომპონენტებზე უნდა წესრიგდებოდეს მათი მარეგულირებელი, საქართველოში მოქმედი, კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ბუნებრივ-ლანდშაფტურ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებამდე საჭიროა შეფასდეს შესაძლო, უარყოფითი გავლენა ბუნებაზე, სოციალურ და კულტურულ ლანდშაფტებზე. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საფუძველი უნდა იყოს ქალაქთმშენებლობით ან/და სანებართვო დოკუმენტაცია.
4. ბუნებრივ-ლანდშაფტურ ტერიტორიაზე დასაშვებია:
ა) სტრატეგიული ხასიათის მაგისატრალური საინჟინრო-სატრასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები;
ბ) ტურისტული, შემეცნებითი და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების ობიექტები;
გ) დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა;
დ) სტრატეგიულ-თავდაცვითი მნიშვნელობის საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები;
დ) ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ობიექტები;
ე) სპორტული, ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის ობიექტები;
ვ) ბუნებრივი საფრთხეებისგან დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ობიექტები.
5. წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ობიექტები არ უნდა ახდენდეს გავლენას კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ლანდშაფტის ვიზუალურ აღქმაზე (ფერით, ფორმით, მასალით, რელიეფზე განლაგებით) და მიზნად უნდა ისახავდეს კულტურულ ლანდშაფტთან ადაბტაციას.
6. ჰიდროელექტროსადგურების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (ელექტროგადამცემი ხაზების და მისადგომი გზების ჩათვლით) მშენებლობა დასაშვებია, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ან გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საფუძველზე. ორივე დოკუმენტი უნდა ეყრდნობოდეს ხარჯვითი და სარგებლის სრულ გარემოსდაცვით ანალიზს.
7. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობისას ასევე საჭიროა შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება;
ბ) სოციუმზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება;
დ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც მიზნადისახავს: ტერიტორიების დაცვას, მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას, აღდგენა-რეაბილიტაციას;
ე) შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების აღწერილობას.
მუხლი 8🔗. ახმეტის მუციციპალიტეტში ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სარეკომენდციო და არსებული ტერიტორიების სპეციალური დაცვის რეჟიმი
1. სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების, დაცვის რეგულირების მიზნით გამოყოფილია შემდეგი, სარეკომენდაციო ხასიათის, ზონები და სივრცეები:
ა) ზურმუხტის ქსელის კანდიდატი ადგილები (სარეკომენდაციო სტატუსის სივრცე) რომელიც მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი და მოწყვლადი სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიან კონსერვაციასა და დაცვას. აღნიშნულ სივრცეში ქმედებები (სამშენებლო, სანებართვო, საპროექტო, კვლევითი და სხვა) უნდა ესადაგებოდეს ბერნის კონვენციის მოთხოვნებს (The Convention on the Conservation of European Wildlife and Natural Habitats). რეკომენდირებულია შეზღუდული იქნას ნებისმიერ ქმედება (მათ შორის: სამშენებლო/სამონტაჟო) რომელიც ხელს შეუშლის მისთვის სტატუსის მინიჭებას.
ბ) ალაზნის ჭალის ტყის დაცული ტერიტორიები - სარეკომენდაციო სტატუსის სივრცე. აღნიშნულ სივრცეში ყოველგავრი საქმინობა უნდა შეესაბამებოდეს IUCN-ის VI კატეგორიის მოთხოვნებს და მის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს დაცული ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებით.
2. სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების დაცვის მიზნით ტერიტორიაზე გამოყოფილია დაცული ტერიტორიების სტატუსის მქონე, შემდეგი ტერიტორიები:
ა) თუშეთის ნაკრძალი - ნაკრძალის სტატუსის მქონე ტერიტორია, რომელზეც საქმიანობას არეგულირებს: „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი.
გ) თუშეთის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკის სტატუსის მქონე ტერიტორია, რომელზეც საქმიანობას არეგულირებს: „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი.
დ) თუშეთის დაცული ლანდშაფტი - დაცული ლანდშაფტის სტატუსის მქონე ტერიტორია, რომელზეც საქმიანობას არეგულირებს: „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი.
ე) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები- დაცული ტერიტორიების სტატუსის მქონე ტერიტორია, რომელზეც საქმიანობას არეგულირებს: „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი და “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი.
ვ) ილტოს აღკვეთილი - დაცული ტერიტორიების სტატუსის მქონე ტერიტორია, რომელზეც საქმიანობას არეგულირებს: „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი.
მუხლი 9🔗. მდინარის წყალდაცვითი ზოლი
1. მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი,მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს.
2 მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანის ათვლის წესი განსაზღვრულია წყლის შესახებ საქართველოს კანონით. ამ ზოლის ფარგლებში აკრძალულია:
ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა;
ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით;) მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ნარჩენების შენახვა, დაგროვება და განთავსება.
3. წყალდაცვით ზოლში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის გაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ორი დიდი მდინარე თავისი შენაკადებით: ა) პირიქითა ალაზანი (სიგრძე 49კმ.); ბ) თუშეთის ალაზანი (სიგრძე 59 კმ.).
აღნიშნული წყლის ობიექტების და მათი შენაკადების წყალდაცვით ზოლში საქმიანობა უნდა განხორციელდეს, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის №440 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო სასაზღვრო ზონა და სასაზღვრო ზოლი
1. სახელმწიფო სასაზღვრო ზონა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალ, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლს. ამ მონაკვეთზე ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. სახელმწიფო სასაზღვრო ზონას და მასში მოქმედ რეჟიმებს ადგენს და არეგულირებს საქართველოს კანონი "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ". დაუშვებელია ყოვეგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის განსაზღვრული აღნიშნული კანონით.
2. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლი წარმოადგენს არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილის, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს. სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა.
მუხლი 11🔗. სარეკომენდაციო სტატუსის მქონე სივრცეები ინტეგრირებული და ადაპტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის
დასაშვებია სასიცოცხლო-თავდაცვითი ხასიათის რეგიონალური მნიშვნელობის მაგისტრალური და საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მშენებლობა მოსაზღვრე ტერიტორიების (მათ შორის, სივრცითი კატეგორიების, არსებული და სარეკომენდაციო ხასიათის სივრცით-ფუნქციური) სივრცითი რეგლამენტებით განსაზრვრული იდეოლოგიის, სახელმძღვანელო პრინციპების, წესების, ნორმებისა და მოთხოვნების მაქსიმალური დაცვით.
მუხლი 12🔗. სხვადასხვა კომპონენტების თანხვედრა
შესაძლებელია სივრცითი მოწყობის გეგმაში განსაზღვრული ტერიტორიები, ზონები, ზოლები და სივრცეები კვეთავდეს ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში არცერთი კომპონენტის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს.
თავი III
გარდამავალი დებულებები
მუხლი 13🔗. გარდამავალი დებულებები
1. წინამდებარე სივრცით-ტერიტორიული გეგმის საფუძველზე მომზადდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალი თემებისა და სოფლების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია.
2. ეთხოვოს უფლებამოსილ ორგანოებს გაატარონ კანონით დადგენილი ღონისძიებები წინამდებარე სივრცით-ტერიტორიული გეგმით გამოყოფილი საპროექტო-სარეკომენდაციო ტერიტორიებისათვის შესაბამის სტატუსის მისანიჭებლად.