თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ გირევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016508
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №22

2019 წლის 24 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ გირევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-16 ნაწილისა და ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ გირევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (დანართი №1)  და განაშენიანების რეგულირების გეგმა თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი