„სახელმწიფო საშუალო სკოლებში სახელმწიფო დაკვეთის შემოღებისა და ნაწილობრივი ფასიანი მომსახურების შესახებ“

მიღების თარიღი 27.05.1996
ძალის დაკარგვა 31.07.1997
გამომცემი ორგანო განათლების სამინისტრო
ნომერი №214
სარეგისტრაციო კოდი 190.012.000.222
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 26/02/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 341 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.1996 მიღება
31.07.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო საშუალო სკოლებში სახელმწიფო დაკვეთის შემოღებისა და ნაწილობრივი ფასიანი მომსახურების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკა განათლების სამინისტრო ბრძანება №214 1996 წლის 27 მაისი ქ. თბილისი სახელმწიფო საშუალო სკოლებში სახელმწიფო დაკვეთის შემოღებისა და ნაწილობრივი ფასიანი მომსახურების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №333 ბრძანებულების „სახელმწიფო საშუალო სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრისა და ნაწილობრივი ფასიანი მომსახურების შესახებ“ შესრულების მიზნით, დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმების შედეგად, ვბრძანებ: 1. საშუალო სკოლებში სახელმწიფო დაკვეთის შემოღებასთან დაკავშირებით1996/97 სასწავლო წელს X კლასში მისაღებ გამოცდებზე დადებითად შეფასებულ მოსწავლეთა 30% გათავისუფლდეს სწავლების გადასახადისაგან. 2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ნება დაერთოთ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს სახელმწიფო დაკვეთის გადამეტებით ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობათა გათვალისწინებით გაზარდონ სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა კონტინგენტი. 3. საშუალო სკოლების III საფეხურზე ნაწილობრივ ფასიანი სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით, ის მოსწავლეები, რომლებმაც მისაღებ გამოცდებზე მიიღეს დადებითი შეფასებები, მაგრამ ვერ მოუპოვეს სახელმწიფო ხარჯზე სწავლების უფლება, მშობელთა სურვილით ჩაირიცხებიან X კლასში დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში. 4. ის მოსწავლეთა შემადგენლობა, რომლებიც ექვემდებარება სწავლების გადასახადისგან გათავისუფლებას, სკოლის მმართველობითმა ორგანომ/პედსაბჭო, „დარბაზი“, კონფერენცია/ დაადგინოს მისაღებ გამოცდებზე მოსწავლეთა მიერ დაგროვილი ქულების შესაბამისად. 5. სკოლის მმართველობითმა ორგანომ ყოველი სემესტრის დასასრულს მოსწავლეთა მიერ მიღებული სემესტრული შეფასებების შედეგად მოახდინოს მათი როტაცია /დადგენილი 30%-ის ფარგლებში მოსწავლეთა სწავლების საფასურისაგან გათავისუფლება და პირიქით/ 6. X კლასში სწავლების გადასახადის ოდენობა განსაზღვროს სკოლის მმართველობითმა ორგანომ. 7. დადგინდეს, რომ X კლასში ფასიანი სწავლების შედეგად შემოსული თანხის ძირითადი ნაწილი გახარჯული იქნება მასწავლებელთა ხელფასის დანამატზე, ხოლო ნაწილი მოხმარდება სკოლის საჭიროებებს. ამასთან, მასწავლებელთა ხელფასზე დანამატის ოდენობას თითოეული მათგანის დატვირთვის შესაბამისად განსაზღვრავს სკოლის მმართველობითი ორგანო. 8. I-XI კლასებში დასაშვებია დამატებითი ფასიანი მომსახურება: ა) განათლების სტანდარტს ზევით სწავლებისათვის; ბ) წრეების, სექციების, სტუდიების და სხვათა ფუნქციონირებისათვის; აღნიშნული საქმიანობიდან შემოსული თანხის ის ნაწილი, რომელიც განეკუთვნება ხელფასის დანამატებს ნაწილდება იმავე პრინციპით, როგორც ბრძანების მე-7 მუხლში. 9. დაწესდეს, რომ საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი ფინანსური საშუალებები არ შეიძლება იქნას ამოღებული ან ჩათვლილი მომავალი პერიოდის დაფინანსებად. 10. დაწესდეს, რომ მცირეკომპლექტიანი X კლასების გახსნის საკითხს წყვეტს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები. 11. საქართველოს პარლამენტის წინაშე დაისვას საკითხი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების არასამეწარმეო საქმიანობის / მათ შორის ფასიანი სწავლების/, ყველა სახის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ. მინისტრი                                                                                  თ. კვაჭანტირაძე შეთანხმებულია: იუსტიციის სამინისტრო                                                        თ. ნინიძე ფინანსთა სამინისტრო                                                           დ. იაკობიძე ეკონომიკის სამინისტრო                                                       ვ. პაპავა სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო                                                       თ. გაზდელიანი