📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №დასახელება / სახელი, გვარი
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2019
matsne.gov.ge 1,653 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
დასახელება / სახელი, გვარი საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი №
ბენეფიციარი მესაკუთრე (სახელი/გვარი) პირადი №
სახელი, გვარი თანამდებობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 31.12.2021 ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი 91% 08.06.2016 საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 08.08.2023 პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესის, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 02.05.2023 საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 90% 29.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №40 2019 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა სადაზღვევო ბროკერებმა დააკმაყოფილონ ამ ბრძანებაზე თანდართული წესის მე-3 მუხლის მოთხოვნები 2020 წლის 1 მარტამდე. 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერების რეგისტრაცია და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №09 „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებს და პირობებს, აგრეთვე ადგენს სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლის და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებს. 2. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას ახორციელებს და რეგისტრაციას აუქმებს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ - სამსახური). 3. საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის სფეროში საშუამავლო საბროკერო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ სამსახურის მიერ შესაბამისი წესით რეგისტრირებულ პირს. 4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 2🔗. რეგისტრაციის პირობები 1. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ შევსებულ სარეგისტრაციო განცხადების ფორმასთან ერთად სამსახურში უნდა წარადგინოს: ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, რომლის მიხედვითაც სუბიექტის საქმიანობად განსაზღვრულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა, როგორც ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა. კანონმდებლობით ნებადართული დამატებითი საქმიანობა, რომელსაც შესაძლებელია ითვალისწინებდეს სუბიექტის წესდება, დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ დაზღვევის სფეროსთან; ბ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ სადაზღვევო ბროკერისთვის დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების შესახებ; გ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ სადაზღვევო ბროკერისთვის დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის შესაბამისი მინიმალური ოდენობის ფულადი სახსრების განცალკევებულ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე განთავსების შესახებ; დ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი დამფუძნებლისა და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში, ბროკერად რეგისტრაციის მსურველი პირის წერილობითი დასტური მათი არარსებობის შესახებ; ე) ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და დეტალური ავტობიოგრაფია; ვ) დოკუმენტები ან/და ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის უშუალო მფლობელისა და ყველა ადმინისტრატორის ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; ზ) წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების მიზნით განცალკევებულად აწარმოებს საკუთარ და მომხმარებლის ანგარიშებს და ამ ანგარიშების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკიდან; თ) იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სხვაგვარად კანონიერად ფლობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც განთავსდება სადაზღვევო ბროკერის სათავო ოფისი ან ფილიალი (არსებობის შემთხვევაში). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით. 3. უცხოური იურიდიული პირი, რომელსაც სურს საქართველოში სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის განხორციელება სათანადო წესით რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით, ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან/ინფორმაციასთან ერთად დამატებით წარადგინოს უცხოეთის სადაზღვევო ბროკერის სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტები და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის უფლებას. 4. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები სარეგისტრაციო განცხადების განხილვის პროცესში. 5. განმცხადებელი პასუხისმგებელია სამსახურისათვის სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის სისწორეზე. 6. ამ წესით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პირობების დამადასტურებელად წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების უტყუარობის დასადგენად, სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. მუხლი 3🔗. შესაფერისობის კრიტერიუმები 1. პირს ეკრძალება იყოს სადაზღვევო ბროკერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ: ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) არის მზღვეველის ადმინისტრატორი. 2. პირს ეკრძალება, იყოს სადაზღვევო ბროკერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თუ: ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) არის მზღვეველის აქციონერი, ადმინისტრატორი; დ) არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის - კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ე) არ აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება. 3. პირს ეკრძალება იყოს სადაზღვევო ბროკერის დირექტორი, თუ: ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) არის მზღვეველის აქციონერი, ადმინისტრატორი; დ) არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის - კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ე) არ აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება; ვ) არ აქვს საფინანსო სფეროში ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის სულ მცირე სამწლიანი პროფესიული გამოცდილება. 4. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო ბროკერის ადმინისტრატორი (სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი) ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, იგი უფლებამოსილია სამსახურში წარადგინოს დოკუმენტი/დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მას გააჩნია შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები სადაზღვევო ბროკერის ადმინისტრატორის უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად. წარმოდგენილ დოკუმენტებზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პირის სადაზღვევო ბროკერის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თაობაზე. 5. ინდივიდუალურ მეწარმე სადაზღვევო ბროკერზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 4🔗. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია. უარი რეგისტრაციაზე 1. სამსახური ახორციელებს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას ან გასცემს დასაბუთებულ უარს რეგისტრაციაზე განცხადების და ამ წესით დადგენილი სარეგისტრაციო პირობების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების/ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის ვადაში. 2. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება სადაზღვევო ბროკერის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის თაობაზე სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ გადაეცემა ბროკერს და გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ რეგისტრაციის პირობებს, სამსახური წერილობითი ფორმით გასცემს დასაბუთებულ უარს რეგისტრაციაზე. 4. თუ განმცხადებლის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესით გათვალისწინებულ პირობებს, სამსახური უფლებამოსილია ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს განუსაზღვროს დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური არეგისტრირებს სადაზღვევო ბროკერს ან უარს ამბობს რეგისტრაციაზე განმცხადებლის მიერ რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების/ინფორმაციის სრულად წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. ცვლილება სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში 1. სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს დამადასტურებელი დოკუმენტები ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. 2. სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა სადაზღვევო ბროკერს და 10 დღის ვადაში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. მუხლი 6🔗. რეგისტრაციის გაუქმება 1. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია: ა) სადაზღვევო ბროკერის წერილობითი განცხადება; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის შეუსაბამობა რეგისტრაციის პირობებთან, რომელიც გამოვლინდა ბროკერის რეგისტრაციის შემდგომ; გ) სამსახურის მიერ დადგენილი სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სამყაროს უზრუნველყოფის პირობების დარღვევა; დ) კანონმდებლობით, სამსახურის წესებით, ინსტრუქციებით, დებულებებით, წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) იურიდიული პირის ლიკვიდაცია/ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალება; ვ) სადაზღვევო ბროკერის მიერ რეგისტრაციის თარიღიდან საბროკერო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი უწყვეტი 6 თვის პერიოდში დაზღვევის/გადაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განუხორციელებლობა; ზ) სადაზღვევო ბროკერის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება. 2. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გადაეცემა სადაზღვევო ბროკერს და 10 დღის ვადაში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების უფლება წყდება სამსახურის მიერ სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერისთანავე. მუხლი 7🔗. სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი 1. სამსახური აწარმოებს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრს (მათ შორის ელექტრონულ რეესტრს). 2. სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი მოიცავს: ა) სადაზღვევო ბროკერის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) სადაზღვევო ბროკერის საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის მისამართს; გ) სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს; დ) სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის საფუძველს (სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი); ე) ინფორმაციას სადაზღვევო ბროკერის მფლობელებისა და ადმინისტრატორების შესახებ; ვ) მონაცემებს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმებისა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. 3. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანისა და სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემების სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში ასახვა ხორციელდება სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 4. სადაზღვევო ბროკერთა რეესტრის განახლებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, სამსახური უზრუნველყოფს რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები სადაზღვევო ბროკერის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. დანართი №1 სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო განცხადება  სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ამ განცხადების და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე (სულ -------- ფურცელი),  გთხოვთ, განიხილოთ  -------------------------------------------------------------------------------------- (პირის დასახელება)  სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის საკითხი დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების მიზნით.  1. ინფორმაცია განმცხადებლის (სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის მსურველი პირის) შესახებ  სრული დასახელება ________________________________________________________________________________  საიდენტიფიკაციო კოდი ___________________________ სამართლებრივი ფორმა __________________________  იურიდიული მისამართი____________________________________________________________________________  ფაქტობრივი მისამართი ____________________________________________________________________________  ტელეფონის ნომერი_______________________   ელ. ფოსტა _____________________________________________  2. ინფორმაცია უშუალო მფლობელების შესახებ დასახელება / სახელი, გვარი საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი № წილის ოდენობა საკონტაქტო ინფორმაცია 3. ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელ ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ ბენეფიციარი მესაკუთრე (სახელი/გვარი) პირადი № მოქალაქეობა წილის ოდენობა  4. ინფორმაცია ადმინისტრატორების შესახებ სახელი, გვარი თანამდებობა პირადი № ტელეფონის № უშუალო მფლობელის/მფლობელების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების და ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებლად  წარმოდგენილი  დოკუმენტების ჩამონათვალი:  ____________________________________________________________________________________________  5. ინფორმაცია მინიმალური კაპიტალის/საგარანტიო ფონდისა და ანგარიშების შესახებ  მინიმალური კაპიტალის/საგარანტიო ფონდის ოდენობა _______________________________________________  საბანკო დაწესებულება/დაწესებულებები, რომელშიც განთავსებულია ფულადი სახსრები ___________________________________________________________  ანგარიშის №, რომელშიც განთავსებულია მინიმალური კაპიტალის/საგარანტიო ფონდის შესაბამისი ფულადი სახსრები  ______________________________________________________________ ზემოაღნიშნულის დასადასტურებელად წარმოდგენილ დოკუმენტთა ჩამონათვალი ______________________________________________________________________________________________ 6. ინფორმაცია საკუთარი და მომხმარებლის ანგარიშების შესახებ საბანკო დაწესებულება/დაწესებულებები, რომელშიც გახსნილია მომხმარებლის და საკუთარი ანგარიშები  __________________________________________________________________________  მომხმარებლის ანგარიშის № ________________________________________________________________________  საკუთარი ანგარიშის № ____________________________________________________________________________  ზემოაღნიშნულის დასადასტურებელად წარმოდგენილ დოკუმენტთა ჩამონათვალი ________________________________________________________________________________________________  7. ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ, სადაც განთავსდება სადაზღვევო ბროკერის სათავო ოფისი ან ფილიალი (არსებობის შემთხვევაში) ________________________________________________________________________________________________ ზემოაღნიშნულის დასადასტურებელად წარმოდგენილ დოკუმენტთა ჩამონათვალი 8. საქმიანობა რომელსაც განახორციელებს სადაზღვევო ბროკერი  □ შეთავაზება დაზღვევის/გადაზღვევის ხელშეკრულებების დადების მიზნით;  □ დაზღვევის/გადაზღვევის ხელშეკრულების დასადებად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, დაზღვევის ხელშეკრულების დადების ორგანიზება;  □ დაზღვევის ხელშეკრულებების დადება  მზღვეველის  ან/და გადაზღვევის ხელშეკრულების დადება გადამზღვეველი კომპანიის სახელით;  □ დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზარალის შეფასებისა და სადაზღვევო ანაზღაურების პროცედურების  ადმინისტრირება;  □ მზღვეველის/დამზღვევის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში დაზღვევის/გადაზღვევის ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობა სადაზღვევო პრემიის შეკრების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის უფლების ჩათვლით.  9. დაზღვევის სახე/სახეობები, რომელზეც ორიენტირებული იქნება სადაზღვევო ბროკერის  საქმიანობა _________________________________________________________________________________________________ დამატებითი ინფორმაცია/ დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  _______________________________________________________________________________________________ _________________________________________             განმცხადებლის სახელი/გვარი _________________________________________             განმცხადებლის სტატუსი _________________________________________             განმცხადებლის მისამართი _________________________________________             განმცხადებლის ხელმოწერა _________________________________________             განცხადების წარდგენის თარიღი