📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 6 აქტს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №474
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016970
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2019
matsne.gov.ge 256 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 6 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 21.09.2020 საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 01.12.2022 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 12.03.2026 ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 25.06.2018 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 15.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №474 2019 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის №5392 კანონის, აგრეთვე, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანება; ბ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანება; გ) „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანება; დ) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №276 ბრძანება; ე) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 თებერვლის №377 ბრძანება; ვ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №378 ბრძანება. 2. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი