„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№473
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.016969
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №473

2019 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამოხელეო დანაშაულის გამოძიების სამმართველო;“;

ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო;

2) დასავლეთის საგამოძიებო სამმართველო;“;

ა.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამოხელეო დანაშაულის გამოძიების სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (გარდა გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოსა და დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს ქვემდებარე, აგრეთვე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა) გამოძიებას;

ბ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებას (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა);

ბ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების, აგრეთვე, პროკურორის წერილობითი დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

22. დასავლეთის საგამოძიებო სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:

ა) დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​​1, 378-ე, 378​​​1, 378​​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულების, დასავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებას (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა);

ბ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.“;

დ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი