აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2019
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2019
matsne.gov.ge 975 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია
2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია
3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალმომარაგება-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა
4 პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია
5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა
6 ეზოების კეთილმოწყობა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ღონისძიებების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.04.2019 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.10.2016 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.05.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.03.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2019 წლის 24 დეკემბერი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი დანართი №1 აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 ეს წესი არეგულირებს აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვასთან და თანადაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2🔗. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში აღრიცხვისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ, მერიაში აღრიცხვაზე დადგომისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნების შესახებ საერთო კრების ოქმის დედანი. ოქმში მითითებული უნდა იყოს: ბ) ამხანაგობის მისამართი; გ) ამხანაგობის სახელი; დ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; ე) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ვ) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ზ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; თ) დღის წესრიგი; ი) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; კ) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; ლ) გადაწყვეტილება; მ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა; ნ) ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე; ო)  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული  წესდება (ასეთის  არსებობის შემთხვევაში); პ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; ჟ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; რ) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; ს) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის  შეცვლის შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი; ტ) სხვა  დოკუმენტაცია,  რომელიც  ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს  კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებულ  დოკუმენტებს  და  იღებს  გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე მერია გასცემს ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. 3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 3🔗. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვიდან მოხსნა 1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს  მიერ ამხანაგობის იმ  კრების ოქმის ბათილად  ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია 1. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ამხანაგობებმა განცხადება უნდა წარადგინონ აბაშის  მუნიციპალიტეტის მერიაში. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; გ) საპროექტო  ორგანიზაციის  მიერ  მომზადებულ  შესასრულებელი  სამუშაოების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას (აუცილებლობის შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციაზე შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას); დ) ამხანაგობის თავმჯდომარის ან წევრთა ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს). მუხლი 5🔗. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის საჭირო მასალების შეძენას ან/და სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური ან იურიდიული პირი. 2. ამხანაგობამ ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს  მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი მასალების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში  აბაშის  მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, გამოუყენებელი მასალები ამოიღოს ამხანაგობიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით (ვრცელდება ამხანაგობებზე, რომლებზედაც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში გაიცა შესაბამისი ასიგნება სარემონტო მასალების შესაძენად). 3. ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მიღებაზე, აბაშის  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: -  განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა (აუცილებლობის შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციაზე შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ  საექსპერტო დასკვნა) და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების დანართ №2-ში  აღნიშნული ამხანაგობის წილის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ორიგინალი. 4. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ამხანაგობის თანადაფინანსებაში მონაწილეობა 1. აბაშის   მუნიციპალიტეტის  მერია, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” მიხედვით, აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. 2. მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული  ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წინადადებები, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. მერის მიერ თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ ამხანაგობა ვალდებულია 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი. 4. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია; ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით; გ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა. დანართი №2 პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა № ღონისძიებების დასახელება თანადაფინანსების წილი % მერიის წილი % ამხანაგობის წილი % 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია 90/10 90 10 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია 90/10 90 10 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალმომარაგება-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა 90/10 90 10 4 პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 90/10 90 10 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა 90/10 90 10 6 ეზოების კეთილმოწყობა 90/10 90 10