„1996 წლის 30 დეკემბრის ნორმატიულ აქტში საკონტრაქტო ღირებულების მინიმალური ზღვრული მაჩვენებლები საქართველოში იმპორტულ საქონელზე ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №32
1997 წლის 23 აპრილი
1996 წლის 30 დეკემბრის ნორმატიულ აქტში „საკონტაქტო ღირებულების მინიმალური ზღვრული მაჩვენებლები საქართველოში იმპორტულ საქონელზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით „საბაჟო გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დავალებული აქვს იმპორტული საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვროს საკონტრაქტო ღირებულების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ მსოფლიო საშუალო ფასებისა და 1997 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შემდგომში პერიოდულად ფასების ცვლილებების შესაბამისად.
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ საკონტრაქტო ღირებულების მინიმალური ზღვრული მაჩვენებლების შემოღებამ შემაფერხებელი გავლენა იქონია ზოგიერთი სახეობის საქონლიდან საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე. ყოველივე ამან დღის წესრიგში დააყენა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული საქონლის საკონტრაქტო ღირებულების გადახედვის აუცილებლობა ზოგიერთ პროდუქციაზე ზღვრული ფასის დაკლების მიზნით.
აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენტული გარემოს შექმნისა და სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ 1996 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებულ დოკუმენტში „საკონტრაქტო ღირებულების მინიმალური ზღვრული მაჩვენებლები საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
№3 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით:
„№3 კონიაკი, ლიტრი, 5,0;
№3.1 რომი, ჯინი, ვისკი, ლიტრი, 3,0;
№3.2 ბრენდი ლიტრი, 4, 0“;
№4 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით:
„№4 არაყი, ლიტრი, 2,0“;
№5 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით;
„№5 ლიქიორი, შნაპსი, ლიტრი, 2,0“;
№7 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით:
„№7 ეთილის სპირტი, ლიტრი, 1.0“;
№10 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით:
„№10 მარგარინი, კგ, 1,0“;
№11 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით:
„№11 კარაქი დაფასოებული, კგ, 1,6;
№11.1 კარაქი ასაწონი, კგ, 1,5“;
№16 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით:
„№16 ნატურალური ხილის წვენები, ლიტრი, 1,0
№16.1 სხვა დანარჩენი წვენები, ლიტრი, 0,75“
№20 სტრიქონი ამოღებულ იქნეს.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
მინისტრი ვ. პაპავა
|
შეთანხმებულია: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზ. სიორიძე |
შეთანხმებულია: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე დ. ონოფრიშვილი |