„საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №40
1997 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოს საჰაერო ტრანსპორტში სახელმწიფო მართვის სისტემის ორგანიზაციული სრულყოფა, სახელმწიფო და სამეურნეო მართვის ფუნქციების გამიჯვნის პროცესის უზრუნველყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ინსტიტუციონალური მშენებლობის ინტენსიფიცირება. ამ მიზნით:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საჰაერო ტრანსპორტის სისტემაში განხორციელდა ინსტიტუციონალურ-სტრუქტურული რეორგანიზაცია და გაიმიჯნა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მმართველობის ორგანოს და მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისა და ორგანიზაციების, როგორც სამეურნეო სუბიექტების ფუნქციები.
2. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა (ზ. ჭანკოტაძემ), სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტმა (თ. ხოჯავა), საკანონმდებლო საქმიანობისა და სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტმა (გ. დოლბაია) ერთობლივად შეიმუშაონ და მიმდინარე წლის 1 ივნისამდე წარმოადგინონ დასამტკიცებლად საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა, საშტატო განრიგი და ხარჯთაღრიცხვა, იმის გათვალისწინებით, რომ 1997 წლის სექტემბრიდან საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვ. ლომაძეს.
მინისტრი მერაბ ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/47476/