მუხლი 104. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
თავი XXVI — მიწოდების ორგანიზება
1. კომისია ამტკიცებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდების პირობებს.
2. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ან/და მცირე საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულება დადოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად. მიწოდების ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით დადებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების შემთხვევაში.
3. მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე, ან შესაბამისი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში;
ბ) თუ მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მიღებული მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 104. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები 1. კომისია ამტკიცებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე ზომის საწარმოებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდების პირობებს. 2. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ან/და მცირე ზომის საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულება გდააფდორმოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად. მიწოდების ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით ხელშეკრულებდა გაფორმდებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების შემთხვევაში. 3. მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე, ან შესაბამისი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში; ბ) თუ მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მიღებული მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 104, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-104/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია