გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016453
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური
პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის
ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის
ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2019 წლის 25 დეკემბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ქვეპროგრამები თანდართული რედაქციით:
ა) ,,ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 01) დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 03) დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) ,,ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი - 06 02 05) დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) ,,მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება“ (პროგრამული კოდი - 06 02 06) დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) ,,დიალეზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი - 06 02 07) დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) ,,დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 09) დანართი №6-ის შესაბამისად;
ზ) ,,უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 10) დანართი №7-ის შესაბამისად;
თ) ,,ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 11) დანართი №8-ის შესაბამისად;
ი) ,,ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 12) დანართი №9-ის შესაბამისად;
კ) ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის პროგრამა“(პროგრამული კოდი - 06 02 13) დანართი №10-ის შესაბამისად;
ლ) ,,სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 14) დანართი №11-ის შესაბამისად;
მ) ,,სტუდენტების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 15) დანართი №12-ის შესაბამისად;
ნ) ,,სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 16) დანართი №13-ის შესაბამისად;
ო) ,,ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 17) დანართი №14-ის შესაბამისად;
პ) ,,მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 18) დანართი №15-ის შესაბამისად;
ჟ) ,,სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 19) დანართი №16-ის შესაბამისად;
რ) ,,სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 20) დანართი №17-ის შესაბამისად;
ს) ,,მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი - 06 02 21) დანართი №18-ის შესაბამისად;
ტ) ,,სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02
22) დანართი №19-ის შესაბამისად;
უ) ,,ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 23) დანართი №20-ის შესაბამისად;
ფ) ,,სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 24) დანართი №21-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ და ,,სოციალური დახმარების“ ქვეპროგრამებში გადატანილ სახსრებზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 01 იანვრიდან.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი
დანართი 1
ავადმყოფთა სოვიალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 01)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან ბენეფიციართა ის კატეგორია, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით ოჯახი განიცდის ეკონომიურ გასაჭირს.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ე) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია ან სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ზ) ცნობა კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);
ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას - ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
კ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაცმითითებული იქნება, რომისარარისამპროგრამით გათვალისწინებულიანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის
დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციით ირკვევა სამედიცინო დახმარების სასწრაფო დაყოვნებული ან გადაუდებლად მიღების აუცილებლობა, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.
4. კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მოქალაქეებს თანხა აუნაზღაურდება პაციენტის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 3000 (ათასი) ლარისა.
5. 3000 (სამიათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
6. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
7. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განაცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
2. სამსახური სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს და ადმინისტრაციულ დაპირებას (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
მუხლი 9🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის წესი.
1. ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისგან. ჯგუფში შედიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. დროებითი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3. დროებითი სამუშაო ჯგუფი დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
4. სამუშაო ჯგუფმა დახმარება შეიძლება გასცეს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ).
5. დროებითი სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ.
6. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
7. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
8. დროებითი სამუშაო ჯგუფის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი.
9. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ (გაცემული ადმინისტრაციული დაპირების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამისი ნდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს (ბრძანებას)-თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 11🔗. დახმარების გაცემის წესი.
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-10 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 12🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორები.
1. პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 13🔗. პროგრამის შედეგი.
მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
დანართი 2
სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 03)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების, ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარების, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანების, დიდი სამამულო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების, სოციალურად დაუცველი ოჯახების, სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებით, ტკბილეულითა და სურსათით დასაჩუქრების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების მორალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები პროგრამით მოსარგებლეები არიან:
1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს და ჰყავთ 4 და მეტი 18 ასაკის ბავში);
2. სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000- სს);
3. დიდი სამამულო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
4. ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანები;
5. შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი.);
6. სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
7. ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარები;
8. სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5000-სს).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრის გაცემა
პროგრამა ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის საჩუქრების გადაცემას სადღესასწაულო დღეებში, კერძოდ:
1. 3 მარტს (დედის დღეს) - მრავალშვილიან ოჯახებს;
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე - სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებს;
3. 9 მაისს - დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;
4. 26 მაისს (საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს) - ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს;
5. 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს:
ა) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი);
ბ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს;
გ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარებს.
6. ახალ წელს - ა) სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
ბ) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი);
გ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს;
დ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარებს.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
1) წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან (მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების შემთხვევაში).
2) წერილია(ა)იპ თერაპიულიცენტრი განსაკუთრებულისაჭიროებისმქონებავშვებისთვის“ ადმინისტრაციიდან (მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში).
3) რეესტრი საჩუქრის მიმღებთა შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და სტატუსი).
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამიზნე ჯგუფისათვის საჩუქრის გაცემის ორგანიზება
1. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილში მითითებული უნდა იყოს პროგრამისდასახელება(მე-4მუხლისპირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებისშემთხვევაში).
2. ა(ა)იპ თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ადმინისტრაციიდან შემოსულ წერილში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება (მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში).
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. დახმარების გაცემის წესი
1. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურსა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში წარუდგენს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
2. პროგრამის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში ცენტრის ბენეფიციარებისთვის საჩუქრების გადაცემის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურსა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლის მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენელი წარუდგენს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მიზნობრივი ჯგუფების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების მორალური მხარდაჭერა.
დანართი 3
ერთჯერადი მატერიალური დახმარების
პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 05)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
1. გაჭირვებულ მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან ბენეფიციართა ის კატეგორია, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით ოჯახი განიცდის ეკონომიურ გასაჭირს.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებითგადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ვ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული.
ზ) საბანკო რეკვიზიტები;
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.
4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განაცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს. ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
2. სამსახური სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
მუხლი 9🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის წესი
1. ამ ქვეპროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტით.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისგან. ჯგუფში შედიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. დროებითი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3. დროებითი სამუშაო ჯგუფი დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
4. სამუშაო ჯგუფმა დახმარება შეიძლება გასცეს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ).
5. დროებითი სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ.
6. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველაწევრი.
7. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
8. დროებითი სამუშაო ჯგუფის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი.
9. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას)-თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 11🔗. დახმარების გაცემის წესი.
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-10 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 12🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი.
1. პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 13🔗. პროგრამის შედეგი.
1. გაჭირვებულ მოსახლეობის მატერიალური დახმარება.
დანართი 4
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 06)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების (თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს) და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაცვლილი ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების ოჯახის წევრები (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში - დამკრძალავი ბიურო).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების და უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო თანხის ანაზღაურებას.
თანხა ანაზღაურდება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილი ვეტერანების სარიტუალო მომსახურება - 250
(ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურება - არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ან/და წარმომადგენლის წერილი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ვ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან, პოლიციიდან ან სხვა დაწესებულებიდან ( უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
ზ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი (ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში); თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
მუხლი 7🔗. მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. ანაზღაურების მისაღებად, მოქალაქე წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
4. მე- 5 მუხლის „გ“ პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს წერილს და ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმართავს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო - საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯებით მატერიალური დახმარება.
დანართი 5
დიალეზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 07)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
1. დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
პროგრამით მოსარგებლეები არიან დიალეზზე დამოკიდებული, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს დიალეზზე დამოკიდებული სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას. თანხა გაიცემა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული, (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV – 100/ა);
ვ) საბანკო რეკვიზიტები (ყოველთვიურად).
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება:
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება:
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლეს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების მატერიალური დახმარება.
დანართი 6
დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 09)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
1. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური მხარდაჭერა.
2. მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
პროგრამით მოსარგებლეები არიან 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლი ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერის, კერძოდ, დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს).
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) მეურვის/მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურეობის/მზრუნველობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
ზ) საბანკო რეკვიზიტები;
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ პროგრამით სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება:
1. დედ-მამით ობლების დახმარების მისაღებად, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება:
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს(ბრძანებას)-თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში;
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში;
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული დედ-მამით ობოლი ბავშვების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. დედ-მამით ობოლი ბავშვების მატერიალური დახმარება.
დანართი 7
უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 10)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს და ხანძრის/სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
1. უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
1. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს);
2. ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი უსახლკარო და ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველსაყოფად ბინის დაქირავებას:
1. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების დახმარება, რაც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან განისაზღვრება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით თვეში.
2. ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახების დახმარება, რაც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან განისაზღვრება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით თვეში;
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);
გ)იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
ე)ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული) სადაც მითითებული იქნება
ქირავნობის თანხის ოდენობა;
ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);
ზ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;
თ) გამქირავებლის ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიღება-ჩაბარების აქტი 3 მეზობლის ხელმოწერით (ნოტარიუსით დამოწმებული);
ი) ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი;
კ) საბანკო რეკვიზიტი;
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება:
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლეს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
1. უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი 8
ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 11)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალურ დახმარებას.
დახმარება გაიცემა:
ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე -500 (ხუთასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებზე 300 (სამასი ) ლარის ოდენობით - 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;
გ) სოციალურად დაუცველ ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე (გარდა დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისა), თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000-დან 65 000-მდე, წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
დ) სოციალურად დაუცველ ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე (გარდა დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისა), თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 001-დან 100 000-მდე, წელიწადში ერთხელ 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);
დ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) საბანკო რეკვიზიტი;
ვ) ქორწინების მოწმობის ასლი ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (ომში დაღუპულთა ოჯახის წევრის დახმარების შემთხვევაში);
მუხლი 7🔗. მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქე წერილობით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს წერილს და ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმართავს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო- საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი 9
ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი - 06 02 12)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
1. ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
პროგრამით მოსარგებლეები არიან ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალურ დახმარებას
ა) 1 ოქტომბერს - უხუცესთა საერთაშორისო დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით, უხუცესებს დახმარება მიეცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დახმარება მიეცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
დ) საბანკო რეკვიზიტები;
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება:
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების და/ან ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალური დახმარება.
დანართი 10
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 13)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
პროგრამით მოსარგებლეები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები:
დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებული 18წ.-მდე ასაკის ბენეფიციარები, აუტიზმით დაავადებული 18წ.-მდე ასაკის ბენეფიციარები, ლეიკემიით დაავადებული 18წ.-მდე ასაკის ბავშვები,
ეტლს მიჯაჭვულები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირები, მეტყველება და სმენადაქვეითებული პირები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს შშმ პირების მატერიალურ დახმარებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (წელიწადში ერთხელ):
ა) დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბენეფიციარებს (18წ.-მდე ასაკი) -21 მარტს;
ბ) აუტიზმით დაავადებულ ბენეფიციარებს (18წ.-მდე ასაკი) - 2 აპრილს;
გ) ლეიკემიით დაავადებულ, ეტლს მიჯაჭვულ (გარდა დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბენეფიციარებისა), მკვეთრად გამოხატული შშმ უსინათლო, მეტყველება და სმენადაქვეითებულ ბავშვებს (18წ.-მდე ასაკი) - 1 ივნისს;
დ) ეტლს მიჯაჭვულებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებს, მეტყველება და სმენადაქვეითებულებს(18წ.- ზემოთ) - 3 დეკემბერს.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე/ მზრუნველი/ მხარდამჭერი) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
დ) შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის ყოლის შემთხვევაში), პირადობის მოწმობის ასლი;
ე) სსე აქტის ამონაწერი შშმპ სტატუსის შესახებ ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ვ) ფორმა 100;
ზ) საბანკო რეკვიზიტები;
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება:
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება:
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების და/ან ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
პროგრამაში ჩართული შშმ პირების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მატერიალური დახმარება.
დანართი 11
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 14)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
1. სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
პროგრამით მოსარგებლეები არიან სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარებას.
ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ)იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ;
ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს).
ზ) საბანკო ანგარიში;
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება:
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლეს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური დახმარება.
დანართი 12
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 15)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი 22 წლამდე, მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტების მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
1. დედ-მამით ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები არიან:
ა) დედ-მამით ობოლი სტუდენტები;
ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრი, თუ ოჯახში ერთი ან მეტი სტუდენტია (თუ ოჯახში ერთი ან მეტი სტუდენტია თითოეულზე;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (თუ ოჯახში ერთი ან მეტი სტუდენტია თითოეულზე);
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს იმ სტუდენტების სოციალურ დახმარებას, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში.
სტუდენტებზე დახმარება გაიცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში (01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
ე) განმცხადებლის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობების ასლები (მე-4 მუხლის „ბ“პუნქტი შემთხვევაში);
ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს (მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
ზ) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის დადასტურების შესახებ. (ცნობა საჭიროა წარმოდგენილ იქნას ყოველი თვის 25 რიცხვამდე);
თ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი (მე-4 მუხლის „ა“პუნქტის შემთხვევაში);
ი) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1.სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება:
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლეს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო- საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული სტუდენტების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. დედ-მამით ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტების მატერიალური დახმარება.
დანართი 13
სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 16)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო და სამკურნალო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
პროგრამით მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-სს.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ავადმყოფების საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, თუ:
1). საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100%-ით; (1000 დან -70 000 ქულამდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში).
ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით; (70 000 დან -150 000 ქულამდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში).
2) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის მიერ თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100%-ით (1000 დან -70 000 ქულამდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში);
ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50%-ით (70 000 დან -150 000 ქულამდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში);
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
ე) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);
ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა #IV-100/ა);
თ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება,შეთანხმება); სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
კ) აქტი(განმეორებით მომართვის შემთხვევაში), სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი);
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება:
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
4. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 კალენდარული დღე.
5.პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას,გარდა სტომატოლოგიის და პლასტიკური ოპერაციებისა.
6. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განისაზღვრება არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
7. 3000 (სამი ათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება:
1.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
2. გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე შესაბამისი დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენა დ, ხოლო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, აცნობებს სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის შესწორების შესახებ.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
1.ადმინისტრაციული დაპირების გაცემის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს(ბრძანებას)- თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში;
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში;
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
დანართი 14
ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 17 )
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიურ ავადმყოფთა ონკოლოგიური კვლევის დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
პროგრამით მოსარგებლეები არიან ონკოლოგიური ავადმყოფები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიური ავადმყოფების საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, თუ:
1) ავადმყოფს ესაჭიროება ონკოლოგიური მანიპულაციებისათვის გამოკვლევები მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით;
ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100%-ით, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს.
3) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის მიერ თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50% -ით;
ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100% -ით, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა #IV-100/ა);
ვ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ,(სოციალურად დაუცველის შემთხვევაში; (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს).
თ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება,შეთანხმება); სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება:
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
4. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 კალენდარული დღე.
5. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარებას, გარდა სტომატოლოგიის და პლასტიკური ოპერაციებისა.
6. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განისაზღვრება არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
7. 3000 (სამი ათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს მიმართავს ხარვეზის შესასწორებლად.
2. გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე შესაბამისი დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, აცნობებს სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის შესწორების შესახებ.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
1. ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს(ბრძანებას)- თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის(ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში;
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში;
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
დანართი 15
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 18)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხისოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი:
1. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო:
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები:
პროგრამით მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ყავთ 4 ან მეტი 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება:
პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალური დახმარების გაწევას მრავალშვილიან ოჯახებზე წელიწადში ერთხელ:
ა) 4 შვილზე - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) 5 შვილზე - 500 (ხუთასი) ლარისოდენობით;
გ) 6 შვილზე - 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;
დ)7 შვილზე - 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;
ე) 8 შვილზე - 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);
ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ პროგრამით სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება:
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მისაღებად, ოჯახის წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება:
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს(ბრძანებას)-თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის(ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში;
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში;
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი:
1. პროგრამაში ჩართული მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი:
1. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი 16
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 19)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალურ დახმარებას. დახმარება გაიცემა:
ა) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებზე, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულაა 1000-დან 75 000-ის ჩათვლით, წელიწადში ერთხელ 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულაა 75 001-დან 100 000-ის ჩათვლით, წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);
დ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ განმცხადებელს არ ჰყავს შვილი და მარჩენალი (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი);
ე) საბანკო რეკვიზიტი;
მუხლი 7🔗. მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქე წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს წერილს და ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო- საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალური დახმარება.
დანართი 17
სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 20)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალურ დახმარებას.
დახმარება გაიცემა:
ა) სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახებზე, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გაჭირვებას და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 1000-დან 65 000-ის ჩათვლით, წელიწადში ერთხელ 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 001 -დან 100 000 -ის ჩათვლით, წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში).
ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ( ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);
ვ) საბანკო რეკვიზიტი;
მუხლი 7🔗. მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქე წერილობით განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს წერილს და ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმართავს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი 18
მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 21)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლების მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი1. პროგრამის მიზანი
მარტოხელა მშობლების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან მარტოხელა მშობლები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმარებას. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსი 11911 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის ცნობის წარმოდგენისას);
დ) დაბადების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო რეკვიზიტი;
მუხლი 7🔗. მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქე წერილობით განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების/ან ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო- საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მარტოხელა მშობლების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
მარტოხელა მშობლების მატერიალური დახმარება.
დანართი 19
სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 22)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ჩვილი ბავშვებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ბავშვთა კვებით უზრუნველსაყოფად დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვების უზრუნველყოფისთვის მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვები და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველყოფას სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. დახმარება გაიცემა თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლების) პირადობის მოწმობის ქსეროასლები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია ან/და სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ფორმა N100, სადაც მითითებული იქნება, რა სახის საკვებს საჭიროებს ბავშვი;
ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან რომ დახმარების მიმღები ბავშვი დარეგისტრირებულია მომლოდინედ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის პროგრამით გათვალისწინებულ „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში“.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 კალენდარული დღე.
4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
2. გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე შესაბამისი დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, აცნობებს სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის შესწორების შესახებ.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებისთვის მატერიალური დახმარება.
დანართი 20
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 23)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამით მოსარგებლე ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები პროგრამით მოსარგებლეები არიან:
1) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5 000 ქულას;
2) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისოჯახები;
3) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, ეტლსმიჯაჭვული) მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახები;
4) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები(კოდი-311, 312, 313);
5) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით (თებერვალი, მარტი, ნოემბერი, დეკემბერი) გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას, თვეში 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი, ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის მოწმობა;
3. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 1 პუნქტის შემთხვევაში);
4. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდამჭერის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 2 და 3 პუნქტის შემთხვევაში);
5. ბავშვის(ების) დაბადების მოწმობა (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 2, 3, 5 ქვეპუნქტის შემთხვევაში);
6. მშობლების გარდაცვალების მოწმობები (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 2 პუნქტის შემთხვევაში);
7. სსე აქტის ამონაწერი შშმ სტატუსის შესახებ ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 3 პუნქტის შემთხვევაში);
8. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV/100) (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 3
პუნქტის შემთხვევაში);
9. ვეტერანის მოწმობა (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 4 პუნქტის შემთხვევაში);
10. წერილი ან/და ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 5პუნქტის შემთხვევაში);
11. საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს;
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში;
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილად.
4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოთხოვას სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
9. სოციალური დახმარების გაცემუხლი მის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებამ უზრუნველყოს მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადება წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში;
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში;
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორები პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ოჯახების მატერიალური დახმარება.
დანართი 21
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 24)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 ქულას.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არის:
ა) 1 000 ქულიდან 30 000 ქულის ჩათვლით წელიწადში ერთხელ მატერიალური დახმარების გაცემას 300 ლარის ოდენობით;
ბ) 30 001 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით წელიწადში ერთხელ მატერიალური დახმარების გაცემას 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება ან/და შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს);
დ) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს;
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში;
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამ პროგრამის სახელწოდება და წარმოდგენილი იქნას სრულყოფილი
დოკუმენტაცია.
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების ან/და ადგილზე გადამოწმების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის შესასწორებლად.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის წესი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მომზადებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში;
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გადაგზავნას ელექტრონული მოდულის მეშვეობით როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში;
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ამ პროგრამის მე-9 მუხლის თანახმად გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორები პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 12🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება.