პროგრამა  ითვალისწინებს ომის   ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალურ დახმარებას.

დახმარება  გაიცემა:

ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე -500 (ხუთასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებზე 300 (სამასი ) ლარის ოდენობით - 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე  (მშობელი,  შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;

გ) სოციალურად დაუცველ ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე (გარდა დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისა), თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000-დან 65 000-მდე, წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

დ) სოციალურად დაუცველ ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე (გარდა დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და  მათთან გათანაბრებული პირებისა),  თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს   65 001-დან 100 000-მდე, წელიწადში ერთხელ 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობი