„პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიცირების ორგანიზაციულ ღონისძიებათა სრულყოფის შესახებ“
მიღების თარიღი 13.05.1997
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №162/ო
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 27/06/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.05.1997 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | პროდუქციის ნუსხა |
დოკუმენტის ტექსტი
„პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიცირების ორგანიზაციულ ღონისძიებათა სრულყოფის შესახებ“
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება
№
162/ო
1997 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიცირების ორგანიზაციულ ღონისძიებათა სრულყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №380 ბრძანებულების „საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის /ნედლეულის/ მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის შემოღების შესახებ“ თანახმად, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ იქნა აღნიშნული საქმიანობის დაწყება როგორც პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიცირების სამმართველოსა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი ინსპექციების, ასევე ობიექტების ჰიგიენური სერტიფიცირება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ტერიტორიული ინსპექციების მეშვეობით.
მიუხედავად ამისა, მუშაობის პროცესში წარმოიშვა ზოგიერთი საკითხი, რომელიც ითხოვს დამატებითი ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებას, რისთვისაც,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
1.1. პროდუქციის ჰიგიენურ სერტიფიცირებაზე და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციებისა და მათზე მიმაგრებული ქალაქებისა და რაიონების ნუსხა /დანართი №1/.
1.2. პროდუქციის ნუსხა, რომლის ჰიგიენური რეგისტრაცია და სერტიფიკაცია მხოლოდ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება /დანართი №2/.
1.3. პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და ჰიგიენური სერტიფიკაციის ანგარიშის ფორმა /დანართი №3/.
1.4. გადაწყვეტილების ფორმა წარმოდგენილ პროდუქციაზე ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ /დანართი №4/.
2. დაევალოთ: პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის სამმართველოსა და ამ საქმიანობაზე უფლებამოსილ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციებს:
2.1. უზრუნველყონ, პროდუქციის ჰიგიენური სერთიფიკატის, ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის და გადაწყვეტილების (ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ) გაცემა გადამკვეთი სუბიექტის მხრიდან დეკლარაცია-განაცხადის მიღების და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის დღიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული სამმართველოსა და ინსპექციების უფროსები პასუხს აგებენ ჰიგიენური სერტიფიკატისა და ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის გაცემის სისწორეზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
2.2. გამონაკლის შემთხვევაში, გასცენ ჰიგიენური სერტიფიკატი მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თუ პროდუქციის მწარმოებელი გამოცდილი, აღიარებული ან ცნობილია.
3. დაევალოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციებს:
3.1. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის წარმოებისას პროდუქციაზე ჰიგიენური სერტიფიკატის მოთხოვნების დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ ჰიგიენური სერტიფიკატის გამცემ დაწესებულებას, რომელიც თავის მხრივ აჩერებს ჰიგიენური სერტიფიკატის მოქმედებას, ხოლო მოცემული პროდუქციის სახეობას ჩაუტარდეს ხელახალი ჰიგიენური სერთიფიკაცია.
3.2. არ დაუშვან საზედამხედველო ტერიტორიაზე ობიექტის ფუნქციონირება პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის და სერტიფიკატის გარეშე.
3.3. უზრუნველყოფენ პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის პროდუქციის ნიმუშის აღება, დალუქვა და წარდგენა ჰიგიენური სერტიფიცირების მწარმოებელ დაწესებულებაში დამკვეთის მეშვეობით.
4. სახელმწიფო საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებებმა /პუნქტებმა/:
4.1. უზრუნველყოფენ საბაჟო ტერმინალებში, ხოლო იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებები (პუნქტები) არ არსებობენ, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ტერიტორიული ინსპექციების ექიმი-ინსპექტორის მეშვეობით ტვირთის ნიმუშის აღება არსებული წესით და პროდუქციის სერტიფიკაციის წარმოებაზე უფლებამოსილ სამმართველოსა და ინსპექციებში დამკვეთის მეშვეობით წარდგენა.
5. პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და ჰიგიენურ სერტიფიკაციაზე უფლებამოსილ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების უფროსებმა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინონ ჰიგიენური რეგისტრაციისა და ჰიგიენური სერტიფიკაციის სამმართველოს არაუგვიანეს ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვისა, დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
6. დაევალოს ჰიგიენური რეგისტრაციისა და ჰიგიენური სერტიფიკაციის სამმართველოს პერიოდულად შეამოწმოს პროდუქციის ჰიგიენურ რეგისტრაციასა და ჰიგიენურ სერტიფიკაციაზე უფლებამოსილი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების მუშაობა ზემოაღნიშნული საქმიანობის ნაწილში.
7. პროდუქციის მწარმოებელ (მომწოდებელ) ფირმას, ექსპორტიორ-იმპორტიორებმა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციებს შორის წარმოშობილი უთანხმოების ან სადავო საკითხების წარმოშობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკითხი იხილება საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმთან პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და ჰიგიენური სერტიფიკაციის სამმართველოს მეშვეობით.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ შავდიას.
მინისტრი
ა. ჯორბენაძე
დანართი №1
პროდუქციის ჰიგიენურ სერტიფიცირებაზე და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების და მათზე დამაგრებული ქალაქების და რაიონების
ნ უ ს ხ ა
1. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის რეგისტრაციისა და ჰიგიენური სერტიფიკაციის სამმართველო
- ქ. თბილისი
- კახეთის რეგიონი
2. ქ. ბათუმი - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის აჭარის ა/რ რესპუბლიკური ინსპექცია
- აჭარის ა/რ ქალაქები და რაიონები
3. ქ. ქუთაისი - სახელმწიფო სანიტარულ ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექცია
- იმერეთის რეგიონი
- რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი
- ლენტეხის რაიონი
4. ქ. ზუგდიდი - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ზუგდიდის საქალაქო ინსპექცია
- სამეგრელოს რეგიონი
- მესტიის რაიონი
5. ქ. ფოთი - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ფოთის საქალაქო ინსპექცია
- გურიის რეგიონი /დორებით/
6. ქ. ახალციხე - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ახალციხის რაიონული ინსპექცია
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონი
7. ქ. გორი - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის გორის საქალაქო ინსპექცია
- შიდა ქართლისა და ცხინვალის რეგიონები
8. ქ. მცხეთა - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მცხეთის რაიონული ინსპექცია
- მცხეთა-თიანეთის რეგიონი
- ახალგორის რაიონი
9. ქ. რუსთავი - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის რუსთავის საქალაქო ინსპექცია
-ქვემო ქართლის რეგიონი
დანართი №2
პროდუქციის ნუსხა
/დროებითი/
რომლის ჰიგიენური რეგისტრაცია და სერტიფიკაცია განეკუთვნება მხოლოდ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის სამმართველოს კომპეტენციას:
1. საკვების დანამატები, ბავშვთა კვების პროდუქტები, კვების პროდუქტების შესაფუთი მასალები და ტარა, მინერალური და ალკოჰოლიანი სასმელები, ხორბალი, პურის ფქვილი;
2. თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი;
3. ქიმიური ნივთიერებები /მ.შ. სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი/, სადეზინფექციო საშუალებები, ნავთობქიმიური პროდუქცია;
4. კოსმეტიკურ-პარფიუმერული ნაწარმი;
5. ბავშვთა მოხმარების საგნები /სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი/.
დანართი №3
პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციის და ჰიგიენური სერტიფიკაციის ანგარიშის ფორმა
№
პროდუქციის ნუსხა
განმცხადებლის დასახელება და რეკვიზიტები
ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის თანხა
ლაბორატორიული გამოკვლევის ღირებულება
გაცემული ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობისა და ჰიგიენური სერტიფიკატის ნორმები
შენიშვნა
დანართი
№
4
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
------------------------------------------------------------------------------------
პროდუქციის დასახელება
-----------------------------------------------------------------------------------
მწარმოებლის/მომწოდებლის დასახელება, რეკვიზიტები, კოდი
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ------------------------------------
----------------------------------------------------------------------------
დასახელდეს ყველა დოკუმენტი
განხილვით, ჩატარებული შემოწმებებითა და გამოცდებით მიღებული შედეგების საფუძველზე, გამოტანილია შემდეგი დასკვნა:
------------------------------------------------------------------------------------
პროდუქციის სახეობის, მწარმოებლის, მომწოდებლის დასახელება
არ შეესაბამება ჰიგიენური უსაფრთხოების მოთხოვნებს სერტიფიკატის გაცემა შეუძლებელია
მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი
------------------------------
საქართველო, ქალაქი, რაიონი
-------------------
ბ. ა.
სახელი, გვარი
„----“ ----------------- 19
წ.