აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/597
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/597

 

2019 წ ლის 23 დეკემბერი

 

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 2019 წლის 29 ოქტომბრის № 7/63447 განცხადება – სააგენტოსათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 1 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – ,,კირნათისა“ და ,,ხელვაჩაური 1”-ის (შემდგომში ,,ჰესები") მშენებლობა. ამასთან, ,,ხელვაჩაური 1 ჰესი“-ს მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს ,,კირნათი ჰესი”-ს პროექტის სრულად დასრულება.

როგორც წარმოდგენილ დოკუმენტაციაშია მითითებული პროექტი, მისი მასშტაბი და ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნისთვის. იგი პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას იქონიებს რეგიონზე და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს შემდეგი გარემოებების გამო: ,,ჰესები“-ს საერთო სიმძლავრე მიაღწევს - 98.731 მეგავატს. მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათ წლიან პერიოდში და წლიურად 8 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გააუმჯობესებს საქართველოს ენერგობალანსს.

დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან  ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და ,,კირნათი“ ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების (ზედ არსებული შენობა – ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების) გამოსყიდვა.

ზემოთ დასახელებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას აღმოუჩინოს მხარდაჭერა ელექტროსადგურებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრი ს მონაცემებით დასტურდება, რომ შპს ,,აჭარ ენერჯი 2007“-ის (ს/კ 245591426) მესაკუთრეები არიან:   სს ,,ეკსიმ ია თ ირიმ ჰოლდინგი“ (224274 თურქეთი), სს ,,ინჯესუ გაირიმენქულ იათირიმ სანაი ვე თიჯარეთი“ (თურქეთი 695846) და აბდულლაჰ თივინიქლი ისრარის ფონდი ( 4810555472,5285 თურქეთი).

შპს ,,აჭარ ენერჯი 2007"-ის 2019 წლის 15 მარტის №19/033 წერილის დანართში მითითებული, პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთები წარმოადგენს  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ”. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" დებულების თანახმად, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო" არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა, განკარგვა, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა.

2019 წლის 29 ოქტომბერს, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ № 7/63447 წერილით მომართა სამინისტროს და კირნათი ჰესის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

სააგენტოს მიერ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება უძრავი ქონების (მიწა, მრავალწლიანი ნარგავები) ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შემდეგ ფიზიკურ პირებთან:

 
1. გიორგი დიდმანიძესთან;

2. ეზიზე დიდმანიძესთან (პ/ნ 61006037625);

3. ლეილა დიდმანიძესთან (პ/ნ 61006056844);

4. მაგული დიდმანიძესთან (პ/ნ 61006051109);

5. მარიკა დიდმანიძესთან;

6. მევლუდ დიდმანიძესთან (პ/ნ 61006051108);

7. ნათელა დიდმანიძესთან (პ/ნ 61006051107).

დასახელებული გარემოება კი შეუძლებელს ხდის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურის სრული დატვირთვით ექსპლუატაციისთვის.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშ ი კირნათი ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ჰიდრ ოელექტროსადგურის ექსპლუატაცია ში გასაშვებად, დატბორვის არეალში ექცევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

დადგენილია, რომ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან (თანამესაკუთრეებთან) შეტყობინებების გაგზავნა და საკომპენსაციო თანხების შეთავაზება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე.

დადგენილია, რომ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების ყველა რესურსი ამოწურა, მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. 

საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების - მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ N22.32.02.240 და ს/კ N22.32.02.242 თანამესაკუთრეები არიან: გ იორგი დიდმანიძე, ეზიზე დიდმანიძე (პ/ნ 61006037625), ლეილა დიდმანიძე (პ/ნ 61006056844), მაგული დიდმანიძე (პ/ნ 61006051109), მარიკა დიდმანიძე, მევლუდ დიდმანიძე (პ/ნ 61006051108), ნათელა დიდმანიძე (პ/ნ 61006051107).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე კანონის, მე-2 მუხლის, მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის;

ვინაიდან, სააგენტოს მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით -– „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით  შექმნილი კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ,,კირნათი ჰესი“-ს მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, განსახორციელებელი პროექტის არეალში მოხვედრილ, კერძო საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 ს/კ N22.32.02.240 მდებარე, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 852 კვ.მ (საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად). თანამესაკუთრეები: გიორგი დიდმანიძე, ეზიზე დიდმანიძე (პ/ნ 61006037625), ლეილა დიდმანიძე (პ/ნ 61006056844), მაგული დიდმანიძე (პ/ნ 61006051109), მარიკა დიდმანიძე, მევლუდ დიდმანიძე (პ/ნ 61006051108), ნათელა დიდმანიძე (პ/ნ 61006051107).

1.2  ს/კ N22.32.02.242 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 787 კვ.მ (საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად). თანამესაკუთრეები: გიორგი დიდმანიძე, ეზიზე დიდმანიძე (პ/ნ 61006037625), ლეილა დიდმანიძე (პ/ნ 61006056844), მაგული დიდმანიძე (პ/ნ 61006051109), მარიკა დიდმანიძე, მევლუდ დიდმანიძე (პ/ნ 61006051108), ნათელა დიდმანიძე (პ/ნ 61006051107).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქალაქი თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ. №6).

 

მინისტრი                                                                               ნათელა თურნავა