საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016294
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,449 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 19.07.2024 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 19.05.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 08.07.2022 სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 27.11.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 26.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №44 2019 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-10 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-11 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №40 დადგენილების შესაბამისად: ა) დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ თანდართული დებულება; ბ) დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალაში შესვლის დღიდან.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ (შემდეგში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებითა და ამ  დებულებით დადგენილ ფარგლებში. 3. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩლედ ან/და მოპასუხედ. 4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ.№68. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ამოცანები ა) ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარების ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ბ) შემოქმედებითი, სანახაობითი და სხვა შინაარსის ღონისძიებების ორგანიზება; გ) სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგამოფენების მოწყობა, სახელოვნებო ფესტივალებისა და კონკურსების ორგანიზება; დ) ქართულ-აფხაზური კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა შორის დიალოგის, ურთიერთანხმობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერა; ე) ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაცია-განხილვები, თემატური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოფენებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; ვ) საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება; ზ) აფხაზეთის ახალგაზრდების კულტურულ-შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა; თ) ლიტერატურულ-მხატვრული აუდიო-ვიდეო ნაწარმოებების გამოცემა და გავრცელება; ი) შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენა; კ) აფხაზეთის შემოქმედებითი წრეების შიდა და საერთაშორისო ფესტივალებში და  კონკურსებში მონაწილეობის უზრუნველყოფა; ლ) ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და ამ მიზნით ტრენინგ-სემინარების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა; მ) სპორტის მიმართულებით საერთაშორისო და შიდა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა ფოტო, მხატვრული, დოკუმენტური, აუდიო-ვიდეო მასალების მომზადება და სხვა; ნ) ახალგაზრდა პერსპექტულ სპორტსმენთა ოსტატობის ზრდა, ძირითადი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის პოტენციური რეზერვების გამოვლენა; ო) ოლიმპიური თამაშებისათვის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებზე და პირველობებზე მოზარდების, კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრებებისათვის კანდიდატების მომზადება და სკოლისგარეშე ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო  პირობების შექმნა; პ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების  ორგანიზაციული, მეთოდური და სპორტის  ეროვნულ  სახეობათა  განვითარება; ჟ) სკოლისგარეშე ინდივიდუალური და ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელ-სააღმზრდელო და თეორიული მეცადინეობების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ორგანიზება, მონაწილეობა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სამატჩო შეხვედრებში, პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში; რ) ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების, პირველობების და ოლიმპიური თამაშების ვიდეო და აუდიოჩანაწერების გარჩევა და სხვა სასწავლო-საწვრთნო-სააღმზრდელო პროცესებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდური საქმიანობა; ს) შიდა და საერთაშორისო პროექტებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა და ამ მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების, კონკურსების ორგანიზება; ტ) აფხაზეთის ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა; უ) ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, მოქალაქეობრივი თვითშეგნება/პასუხისმგებლობა და სხვა), ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; ფ) ისეთი ღონისძიებების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდულ კავშირებს (ქვეყნის შეიგნით და ქვეყნის გარეთ) შორის ერთობლივი ინტერების წარმოჩენის ურთიერთობების განვითარებას; ქ) აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და ამ მიზნით სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელება; ღ) ახალგაზრდებში მოხალისეობისა და ტოლერანტობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიზნით პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილებები სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს: ა) საგამომცემლო საქმიანობა. ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების ერთიან ონლაინ სივრცეში განთავსება. ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, პერიოდული (ან/და ერთჯერადი) ჟურნალ-გაზეთების გამოცემა და აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების,  მათი საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების აქტიური გაშუქება; ბ) კვლევების განხორციელება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება და ანალიზი გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებში ტოლერანტობის კულტურის განვითარების, ახალგაზრდებს შორის არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბების, უმცირესობათა წარმომადგენელი და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; დ) მოაწყოს ტრენინგ-სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, ოლიმპიადები, საქველმოქმედო აქციები, გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-შემოქმედებითი სახის ღონისძიებები სოციალურად დაუცველი და სპორტში განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; ე) აფხაზეთის სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ნაკრებ გუნდებთან, ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ვ) საქართველოს რეგიონებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა, ამ მიზნით პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება; ზ) აფხაზეთის ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დახმარების პროგრამების ხელშეწყობა; თ) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მიზნობრივი პროექტების ფარგლებში დაფინანსება მხოლოდ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე; ი) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება; ლ) სააგენტო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა. მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც, სამინისტროს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. 2. სააგენტოს დირექტორი: ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით წარმართავს სააგენტოს საქმიანობას; გ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში; დ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას; ე) სააგენტოს სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს და მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს; თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობასა და სახელფასო ფონდს; კ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  ლ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას; მ) სამინისტროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ნ) უფლებამოსილია, შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება; ო) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; პ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, დირექტორის მოვალეობას, დირექტორის გადაწყვეტილებით, ასრულებს სააგენტოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) სააგენტოს აპარატი; ბ) კულტურის სამმართველო; გ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო; 3. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ. მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება და ფინანსები 1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობა, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები. 3. სააგენტოს  დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სააგენტოს შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად; ვ) შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. სააგენტომ, სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა  და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. მუხლი 8🔗. სააგენტოს წლიური ანგარიში სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს. მუხლი 9🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია 1. სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.