„ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებით წესში ცვლილებების შეტანის შესახებ“

მიღების თარიღი 17.06.1997
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №217/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.034
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 27/06/1997
matsne.gov.ge 471 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებით წესში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 17 ივნისის ბრძანება № 217/ო ქ. თბილისი „ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებით წესში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საბაჟო დეპარტამენტის მიერ განბაჟებისათვის გამოყოფილ ტერმინალებში შემოტანილი იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას და სახელმწიფო ჰიგიენურ შეფასებას (ჰიგიენური რეგისტრაცია და ჰიგიენური სერტიფიკაცია). ამავე დროს ტერმინალებში და სხვა განბაჟების ადგილებში არ არის შექმნილი სათანადო პირობები (სასაწყობო მეურნეობა, სამაცივრო დანადგარები და სხვა). პროდუქციის, განსაკუთრებით მალფუჭადის, შესანახად. იმისათვის, რომ სრულყოფილად ჩატარდეს შემოტანილი პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა და სერტიფიკაციისათვის საჭირო სხვა სამუშაოები და ამასთანავე იმპორტიორს არ შეექმნება დაბრკოლებები, ვბრძანებ: 1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1996 წლის 4 აგვისტოს №374/ო ბრძანებით დამტკიცებული „ქვეყანაში წარმოებული და იმპორტული ნედლეულისა და პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციის და რეგისტრაციის დროებითი წესის“ მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის პროდუქციის შემომტან-განმცხადებელი მიმართავს სახსანზედამხედველობის და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილ დაწესებულებას პროდუქციაზე აუცილებელი დოკუმენტებით, პროდუქციის ნიმუშებით (აღებული ტერმინალში ან სხვა საცავში) და დებს ხელწერილს იმის თაობაზე, რომ არ მოხდება ტვირთის რეალიზაცია ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევების დამთავრებამდე და შესაბამისად ჰიგიენური სერტიფიკატის მიღებამდე. ხელწერილში აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემომტან-განმცხადებელი პასუხს   აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის განხილვის და სამამულო ნორმატულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან იდენტიფიკაციის შემდგომ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს, სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის უფლებამოსილი დაწესებულება გასცემს ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის უფლებამოსილი დაწესებულება გასცემს ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობას. ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის მიღება საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული ორგანოებისათვის წარმოადგენს შესაბამისობის სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარებისა და შესაბამისობის სერტიფიკატის საქსტატისგან ხარისხის შესაბამისობის სერიფიკატის გაცემის საფუძველს. მიღების და განბაჟების შემდეგ შემომტან-განმცხადებელს მიეცემა უფლება გადაიტანოს ტვირთი საწყობში რეალიზაციის უფლების გარეშე. საჭირო შემთხვევაში პროდუქციის სახეობის და პოტენციური საშიშროების გათვალისწინებით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებები იღებენ გადაწყვეტილებას საწყობის დალუქვის აუცილებლობის შესახებ. პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევების დამთავრების შემდგომ, თუ პროდუქციის გამოკვლევის შედეგები აკმაყოფილებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების ჰიგიენურ მოთხოვნებს, სახსანზედამხედველობის და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი დაწესებულება გასცემს ჰიგიენურ სერტიფიკატს. შემომტან-განმცხადებელს, ჰიგიენური სერტიფიკატის მიღების შემდგომ, უფლება ეძლევა მოახდინოს ტვირთის რეალიზაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია სერტიფიცირების შედეგების მიხედვით არ აკმაყოფილებს ჰიგიენური უსაფრთხოების მოთხოვნებს, გაიცემა გადაწყვეტილება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულზე ეცნობება ჯანდაცვის სამინისტროს სახზანზედამხედველობის ცენტრალურ ინსპექციას პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის და საქსტანდარტის შესაბამის ორგანოს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატის გაუქმებისათვის“. 2. დაევალოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის სამმართველოს (ა. ბორჯაძე) ამ ბრძანების პ.1-ის შესასრულებლად უზრუნველყოს ორი კვირის ვადაში წინადადების მომზადება საქსტანდარტისა და სახსანზედამხედველობის მიერ სერტიფიცირებისას ურთიერთმოქმედების წესში ცვლილებების შესატანად და შესათანხმებლად. 3. დაევალოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს (მ.ჯორბენაძე): ორი კვირის ვადაში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სახელზე მოამზადოს წერილი - ტერმინალებსა და საბაჟო ზონებში არსებულ სანიტარიულ-ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ნ.შავდია). 5. ბრძანება ძალაშია ხელის მოწერის დღიდან. მინისტრი                              ა. ჯორბენაძე