⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კონკურსით რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 08.07.1997
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-196
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.038
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 10/07/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 351 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.1997 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კონკურსით რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-196 1997 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კონკურსით რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ „ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების გამოყენების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №323 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: დამტკიცებულ იქნეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კონკურსით რეალიზაციის წესი”, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებთან. მინისტრი                                                                                           ბ. გულუა შეთანხმებულია: საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მ. ჭკუასელი ვ. პაპავა 02.07.1997 წ. 02.07.1997 წ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ა. სილაგაძე 1997 წლის 2 ივლისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კონკურსით რეალიზაციის წესი აღნიშნული წესი შემუშავებულია და მიღებული „ღვინის ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების გამოყენების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის № 323 ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოს ეკონომიკის აღმავლობისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეზერვის მევენახეობა - მეღვინეობის დარგის აღორძინების, სამარკო ღვინოებისა და ბრენდის სპირტების წარმოებისა და მყარი გარდამავალი ნაშთების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ფინანსური წყაროების შექმნისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაცია განხორციელდეს მიზნობრივი დანიშნულებით და მხოლოდ კონკურსის წესით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კონკურსის წესით რეალიზაციისა და სარეალიზაციო მოცულობათა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარების მიუხედავად. ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების საკონკურსო რეალიზაცია ტარდება ღია წესით, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ სამი პირი. ამასთან, ღია კონკურსის თარიღი, სარეალიზაციოდ გამოტანილი ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების მარკები და რაოდენობა და სხვა საკონკურსო პირობა უნდა გამოცხადდეს საინფორმაციო საშუალებებით (რადიო, ტელევიზია, პრესა და სხვა) წინასწარ, კონკურსის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე. ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების საკონკურსო რეალიზაციის დროს, თანაბარი პირობების შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება იმ საწარმოს, სადაც ინახება აღნიშნული პროდუქცია. ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ფასი არ უნდა იყოს ქვეყანაში იმ პერიოდისათვის ჩამოყალიბებული საბაზრო ფასებზე ნაკლები, ამასთან, საორიენტაციო ფასები ცხადდება კვარტალში ერთხელ. კონკურსზე გამოტანილი გასაყიდი ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების საწყის სარეალიზაციო ფასებს გაიანგარიშებს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი „სამტრესტი”, რომელიც, თავის მხრივ, ამ ფასებს შეუთანხმებს ეკონომიკის სამინისტროს. დეპარტამენტ „სამტრესტის“                                            თავმჯდომარე ი. ვასაძე