⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2020)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2019
ძალის დაკარგვა 01.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016739
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,162 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2019 მიღება
01.08.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №48 2019 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №37 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში –  მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც მასზე ახორციელებენ სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა, შესაბამისი რეფორმების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება;  ბ) თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მხარდაჭერა; გ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფის და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტური მუშაობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მიმდინარე  მონიტორინგი და ანგარიშგება; ე) სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაცია, აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგება; ვ) სამინისტროს სისტემაში ნატოს, უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული დოკუმენტების/პროგრამების/გეგმების ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი. მუხლი  3🔗.  დეპარტამენტის კომპეტენციები დეპარტამენტის კომპეტენციებია: ა) სამინისტროს არსებული ძირითადი სამოქმედო გეგმით (იგივე თავდაცვის ტრანსფორმაციის იმპლემენტაციის გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ და „მინისტრის ხედვის“, ასევე სხვა სტრატეგიული დოკუმენტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ღონისძიებებს) განსაზღვრული ღონისძიებების პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ მითითებულ ვადებში აღსრულების და აღსრულების ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი. ანგარიშგებისა და მონიტორინგის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა შესაბამისი ტრენინგების მოთხოვნითა და უზრუნველყოფით. სტრუქტურული ერთეულების მიერ იმპლემენტაციის გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის პერიოდული ანგარიშის (მოხსენების) მოთხოვნა.  იმპლემენტაციის გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის/სტატუსის, შუალედური დასკვნებისა და რეკომენდაციების პერიოდული (კვარტალური) მოხსენების შემუშავება და მართვის ჯგუფისთვის (შუალედური სათათბირო ორგანო) წარდგენა. მართვის ჯგუფის მიერ იმპლემენტაციის ე.წ. „პროგრესის მოხსენების“ შემუშავების კოორდინაცია და ხელმძღვანელი რგოლისთვის (გადაწყვეტილების მიმღები საბჭო-უმაღლესი სათათბირო ორგანო) წარდგენა შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა და მართვის ჯგუფის სამდივნოს ფუნქციის შესრულება. მათი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა. სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების  მოქნილობისა და  დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაში გაწერილ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ მითითებულ ვადებში აღსრულებისა და აღსრულების ხარისხის მიმდინარე მონიტორინგი და კონტროლი. სამოქმედო გეგმაში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის პერიოდული ანგარიშის მოთხოვნა. სამოქმედო გეგმაში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის/სტატუსის, შუალედური დასკვნებისა და რეკომენდაციების პერიოდული (კვარტალურად) მოხსენების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ) მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში გაწერილი პრიორიტეტების შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების შემუშავების კოორდინაცია. პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ღონისძიებების შესაბამის ვადებში აღსრულებისა და აღსრულების ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი. გეგმის აღსრულების პროგრესის პერიოდული ანგარიშის (მოხსენების) მოთხოვნა, დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) სამინისტროსა და სამინისტროს თავდაცვის ძალებში, ასევე, მათ შორის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით,  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,  გაზიარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების/ზომების რეკომენდირება, რეფორმების მიმდინარეობის შესახებ სპეციალური საინფორმაციო ბარათის მომზადება და  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერა; ვ) თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების მიმოხილვა/ანალიზი; სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ურთიერთგადამკვეთი საქმიანობის  კოორდინაცია და სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებთან და რეფორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ზ) თავდაცვის საბიუჯეტო პროგრამების აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, და შემუშავებული ანგარიშის ხელმღვანელობისთვის წარდგენა; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო, რომელიც ახორციელოებს ამ დებულების მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამოცანებსა და კომპეტენციებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც  კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის  ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის  მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე; დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს; ვ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას; თ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე; ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;  ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას; ო) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებზე, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას; ზ) სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს. 9. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც: ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) საჭიროებისამებრ ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.