საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
ძალის დაკარგვა 16.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016738
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.04.2021
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№47
2019 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტმა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ:
ა) 2016 წლის 26 სექტემბრამდე დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები;
ბ) 2020 წლის პირველ იანვრამდე დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფინანსების მართვის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი (შემდგომში – „დეპარტამენტი“) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომში – „კანონმდებლობა“) დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და კომპეტენციას ასრულებს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების პრინციპების დაცვით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების დანერგვა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, შემდგომი მონიტორინგი;
ბ) სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა;
გ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მისაწოდებელი საქონლის შემოწმება;
დ) კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, სამინისტროს სისტემაში სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების დანერგვა და შემდგომი მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა;
გ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვროს შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რამდენად შეესაბამება მის მიერვე წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს;
დ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესყიდვის ობიექტის შემოწმება;
ე) შესასყიდი საწვავ-საპოხი მასალის ვიზუალური და დოკუმენტალური შემოწმება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;
ზ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხო კვების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი;
თ) სამხედრო ქვედანაყოფების კვების ბლოკებში საკვები პროდუქტების შენახვის, გადამუშავებისა და მომზადების, გამოყენების წესების დაცვის, ტრანსპორტირების, სანიტარიულ-ჰიგიენური, საკვები პროდუქციის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
ი) სამინისტროს დაკვეთით სამინისტროს ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მაღალი და დაბალი ძაბვის, შიდა და გარე ელექტრომომარაგების, სახანძრო სისტემების, გათბობა-გაგრილების, კონდიცირება-ვენტილაციის, ბუნებრივი აირით მომარაგების, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
კ) შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხის და მისი შემადგენელი ერთეულების გამოცდის კონტროლი;
ლ) შენახვაზე მყოფი საბრძოლო მასალების პერიოდულ გამოცდებში მისი ხარისხის შემოწმების მიზნით კონტროლის განხორციელება დადგენილ ნორმებთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო:
ბ) ხარისხის კონტროლის სამმართველო:
ბ.ა) კვების, სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება;
ბ.ბ) სამშენებლო, საინჟინრო და ტქნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ.გ) შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
1. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება;
ბ) სამინისტროს სისტემაში სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების დანერგვა და შემდგომი მონიტორინგი.
2. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სანივთე ქონების შემოწმება;
ბ) შესასყიდი საწვავ-საპოხი მასალის ვიზუალური და დოკუმენტალური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;
გ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხო კვების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი;
დ) სამხედრო ქვედანაყოფების კვების ბლოკებში საკვები პროდუქტების შენახვის, გადამუშავებისა და მომზადების, გამოყენების წესების დაცვის, ტრანსპორტირების, სანიტარიული-ჰიგიენური, საკვები პროდუქციის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
ვ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვროს შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რამდენად შეესაბამება მის მიერვე წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს;
ზ) ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, დოკუმენტალურად დაასაბუთოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამისობა შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებთან მიმართებაში;
თ) განახორციელოს სამინისტროს დაკვეთით სამინისტროს ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მაღალი და დაბალი ძაბვის, შიდა და გარე ელექტრომომარაგების, სახანძრო სისტემების, გათბობა-გაგრილების, კონდიცირება-ვენტილაციის, ბუნებრივი აირით მომარაგების, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
ი) ხარისხის, ღირებულებისა და სამუშაოს მოცულობების განსაზღვრა-დადგენის დროს, როდესაც შეუძლებელია საექსპერტო დაწესებულების დასკვნის გარეშე ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის განსაზღვრა, საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;
კ) შეძენილი შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ხარისხობრივი შესაბამისობის შემოწმება ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში;
ლ) კონტროლი გაუწიოს შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხს და მისი შემადგენელი ერთეულების გამოცდას;
მ) შენახვაზე მყოფი საბრძოლო მასალების პერიოდულ გამოცდებში მისი ხარისხის შემოწმების მიზნით კონტროლის განხორციელება დადგენილ ნორმებთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში;
ნ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;
ო) მონაწილეობა მიიღოს შეძენილი შეიარაღებისა და ტექნიკის ხარისხობრივი შესაბამისობის დადგენაში ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში.
3. კვების, სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და სურსათის ხარისხის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.
4. სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“-,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.
5. შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“-,,ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას;
თ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ლ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას;
პ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპაერტამენტის მოხელე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული კომპეტენციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებზე, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე.