📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №658
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021680
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,031 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 30.09.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 18.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 25.07.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 01.02.2019 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 30.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №658 2019 წლის 26 დეკემბერი    ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №606 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსი და საქმიანობის საფუძველი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახური თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და/ან მოპასუხედ. 4. სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფორუმებზე, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურებთან. 5. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, აგრეთვე დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. სამსახურს შეუძლია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში კომერციულ ბანკშიც გახსნას. 6. სამსახური განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. თავი II სამსახურის მიზნები და ფუნქციები მუხლი 2🔗. სამსახურის მიზანი სამსახურის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სამსახური: ა) ანგარიშვალდებული პირის მიერ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს, ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას; ბ) ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირებისაგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის, კონფიდენციალურს, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ; გ) საზედამხედველო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის; დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ე) სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს და შეიმუშავებს საეჭვო გარიგების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირისთვის სახელმძღვანელო, საყურადღებო ნიშნებს; ვ) მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში; ზ) უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოდან მოითხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასეთი ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზები, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია; თ) ქმნის საინფორმაციო ქსელს, ახორციელებს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნასა და ფუნქციონირებას; ი) აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) და ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, თავისი ანალიზის შედეგებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ – შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; კ) უფლებამოსილია, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 194​1 ან 331​1 მუხლის ან XXXIII თავის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების მიზნების მისაღწევად; ლ) შეისწავლის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის მიზნის მიღწევას; მ) ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი III სამსახურის მართვა მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ბ) მძიმე სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა; გ) სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა; დ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) სამსახურის უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ზ) პირადი განცხადება; თ) გარდაცვალება. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები. სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. 5. სამსახურის უფროსის მოადგილე ახორციელებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, აკონტროლებს სამსახურის უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას. 6. სამსახურის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. 7. სამსახურის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 8. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს. 9. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის; ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს; დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ. 10. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 11. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ანალიტიკური სამმართველო; ბ) ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო; დ) მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული სამმართველო; ე) ადმინისტრაციული სამმართველო. 12. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. თავი IV სამსახურის დაფინანსება და ანგარიშგება, სახელმწიფო კონტროლი მუხლი 5🔗. სამსახურის დაფინანსება 1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სამსახურის მიმდინარე ხარჯებისთვის გათვალისწინებული სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით დასაშვებია მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. მუხლი 6🔗. ანგარიშვალდებულება  სამსახური საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ, მომდევნო საანგარიშო წლის 1 მაისამდე წარმოუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. თავი V სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 7🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.