⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2021)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2019
ძალის დაკარგვა 02.03.2021
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 418 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2019 მიღება
02.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2019 წლის 27 დეკემბერი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ” ქვეპუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის; 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის, რომლის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაქუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი: ა. ახალ ასაშენებელი ობიექტის ან ობიექტის რეკონსტრუქციისათვის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს; ბ. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალ ასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის ასევე საკაბელო (ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის 0.25 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს; გ. განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა. ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0.40 ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,20 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, ყოველი თვის 18 რიცხვამდე; ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე, რომლის გადახდა უნდა მოხდეს წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იურიდიული პირი დაჯარიმდება თანხის ხუთმაგი ოდენობით.   3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებლის განაკვეთები: ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 300 000 ლარის ოდენობით; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდა უნდა მოხდეს კვარტალის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.  მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის  №8 დადგენილება (www. matsne.gov.ge  02/04/2019 ,  210020010.35.142.016232).   მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი