„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№475
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016971
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №475

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 13.07.2012წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების მე-2 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,ღ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) ,,შ1.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„ლ“, „ნ“, „ო“ „პ.ა“, „პ.გ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „ქ“-„ყ“, „ჩ“-„ძ“, „ჭ“, „ჯ“ და „ჰ​​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა.

5. ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ​​1“,  „პ.ბ“, „რ​​1“ „უ“, „ფ“, „შ“, „შ​​1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა.

6. ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „პ.ბ“,  „რ​​1“ „ღ.ბ“ და „ყ.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

დ) 61 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6​​​​​1. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური:

ა) ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“ და „ყ.ბ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“;

ე) მე-7-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ახალციხის, ახალქალაქის, ბოლნისის, ბორჯომის, გურჯაანის, გორის, ვანის, ზუგდიდის, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხაშურისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა  ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ.ბ“, „რ​​​​​1​​“, „ღ.ბ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

8. აბაშის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურისა და ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „პ.ბ“, „რ​​​​​​​1“, „ღ.ბ“,  „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

9. ახალგორის  სამოქალაქო რეესტრის  სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს (გარდა პირველი პუნქტის „ვ​​1“, „პ.ბ“,  „რ​​1“, „შ“, „შ​​1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა).“.

მუხლი 2
1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურების უფროსებს დაევალოთ, მათ სამსახურზე გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ელექტრონული მატარებლის გარეშე არსებული პირადობის მოწმობები), რელიეფური ბეჭდების და ელექტრონული მატარებლის გარეშე არსებული პირადობის მოწმობების დამზადებასთან/გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის, ტექნიკური საშუალების და ინვენტარის აღრიცხვა 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების უფროსებმა უზრუნველყონ, მათ სამსახურზე გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ელექტრონული მატარებლის გარეშე არსებული პირადობის მოწმობები), რელიეფური ბეჭდების და ელექტრონული მატარებლის გარეშე არსებული პირადობის მოწმობების დამზადებასთან/გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის, ტექნიკური საშუალების და ინვენტარის სააგენტოს ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრში (სამსახური) წარმოდგენა და შესაბამის ხელმღვანელ პირებს შორის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება 2020 წლის 01 იანვრამდე.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი