წერილი სს „ავტოფირმა N6“-ის (ს/ნ 208147192) აქციონერს

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

N124-19, 27.12.2019 წ.

 

სს „ავტოფირმა N6“-ის (ს/ნ 208147192) აქციონერს

 

პატივცემულო ბატონო/ქალბატონო,

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/31699-18) თანახმად, სს „ავტოფირმა N6“-ის განთავსებული აქციების 96.47%-ის მფლობელი აქციონერი ნატალია ბახტურიძე (პ/ნ 01024012482, შემდეგში – „მყიდველი“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს  სს  „ავტოფირმა N6“-ის დარჩენილი აქციების  გამოსყიდვას ყველა აქციონერისაგან.

გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 8 იანვარი, 18:00 სთ.

სს „ავტოფირმა N6“-ის ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად განსაზღვრულია 16.14 (თექვსმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარი.

„მყიდველის“ მიერ ყველა დარჩენილი განთავსებული აქციის (რაც შეადგენს განთავსებული აქციების 3.53%-ს) გამოსასყიდი თანხის დეპონირებისათვის დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გაიხსნება სპეციალური ანგარიში.

გთხოვთ, კუთვნილი თანხის მიღებასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე დაუკავშირდეთ  ნატალია ბახტურიძის მინდობილ პირს ბატონ დავით ბახტურიძეს (მობილური ტელეფონი: 577 54 33 66, bakhturidzedavid@gmail.com)

ამასთან შეგახსენებთ, რომ თანხის მისაღებად ბანკში წარსადგენი დოკუმენტის, კერძოდ, აქციათა რეესტრში თქვენი პიროვნული ანგარიშიდან გამოსყიდვის თარიღამდე (08.01.2020) ბოლო ორი წლის პერიოდის ბრუნვის ამონაწერის მიღება შეგიძლიათ ჩვენთან, სს სს „ავტოფირმა N6“-ის მომსახურე რეგისტრატორში – სს „კავკასრეესტრში“ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, 0186, თბილისი (ტელ.: 2 500 211).

სასამართლოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge.

 

დირექტორი    თამაზ ხიზანიშვილი