ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2019
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.114.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის
დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2019 წლის 27 დეკემბერი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 99-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე და 85-ე მუხლის შესაბამისად,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის (შემდგომში – სარეზერვო ფონდი) ხარჯვის მექანიზმს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. სარეზერვო ფონდი იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით.
3. სარეზერვო ფონდის მოცულობას განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და იგი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2 პროცენტს.
4. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით სარეზერვო ფონდის მოცულობის გაზრდა.
მუხლი 2🔗.
სარეზერვო ფონდის განკარგვა და მიზნობრიობა
1. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი.
2.ამ წესის შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;
ბ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულების ხარჯი;
გ)სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული და გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯი;
დ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი
უკიდურესად მძიმე ან/და გადაუდებელ შემთხვევებთან (მათ შორის, სარიტუალო მომსახურებასთან) დაკავშირებული ხარჯი;
ე) ადგილობრივი წარმატებული სპორტსმენებისა და ხელოვნების მუშაკების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯები, რომლებიც წინასწარ არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში;
ვ)ადგილობრივი პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს;
ზ) სხვა ისეთი ხარჯები, რომელთა დაფინანსება არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
3. სარეზერვო ფონდიდან აკრძალულია ისეთი პროგრამების, ქვეპროგრამების და ღონისძიებებისათვის თანხის გამოყოფა, რომელიც გათვალისწინებული არის ადგილობრივი ბიუჯეტით.
მუხლი 3🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება ან შეტყობინება და უფლებამოსილების სფეროს მიხედვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამსახური) ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა.
2. საკითხის განხილვისას სამსახური შესაბამისი ორგანოებისა და პირებისგან გამოითხოვს მასალებს, ცნობებს, ფოტომასალებსა და მონაცემებს, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.
3. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა) საფუძველზე, თანხას გამოყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
4. საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისთვის მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
5. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.
6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ დეტალურ მიმოხილვას.