„1996 წლის 30 დეკემბრის ნორმატიულ აქტში „საკონტრაქტო ღირებულებების მინიმალური ზღვრული მაჩვენებლები საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო
ბრძანება №57
1997 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
1996 წლის 30 დეკემბრის ნორმატიულ აქტში „საკონტრაქტო ღირებულების მინიმალური ზღვრული მაჩვენებლები საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის და მსოფლიო ფასების 1997 წლის პირველი ნახევრის მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ ზოგიერთი სახეობის იმპორტული საქონლის საკონტრაქტო ზღვრული ფასი მსოფლიო საბაზრო ფასზე დაბალია, რასაც იმპორტის მოცულობის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია, ხოლო ზოგიერთი სახეობის საქონელზე კი საკონტრაქტო ზღვრული ფასი მსოფლიო საბაზრო ფასზე ბევრად მაღალი აღმოჩნდა, რის გამოც იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა და საქართველოს შიდა ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. 1996 წლის 30 დეკემბრის ნორმატიულ აქტში „საკონტრაქტო ღირებულების მინიმალური ზღვრული მაჩვენებლები საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
№4 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით:
„№4 არაყი, ლიტრი, 1,5“
№6 სტრიქონი ჩაიწეროს ახალი რედაქციით
„6 ლუდი, ლიტრი, 0,75“
№13, №14, №19 სტრიქონები ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანება ძალაში შედის 1997 წლის 1 სექტემბრიდან.
მინისტრი ვ. პაპავა
შეთანხმებულია შეთანხმებულია
საქართველოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო ეკონომიკური რეფორმების
კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე
ზ. სიორიძე დ. ონოფრიშვილი
დამტკიცებულია
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
30 დეკემბერი, 1996 წ.
შეთანხმებულია:
საქართველოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო ეკონომიკური რეფორმების
კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე
ზ. სიორიძე დ. ონოფრიშვილი
საკონტრაქტო ღირებულების მინიმალური ზღვრული მაჩვენებლები საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე
|
№
|
საქონლის დასახელება
|
ზომის ერთეული
|
საკონტრაქტო ღირებულების მინ. ზღვარი (აშშ დოლარი)
|
|
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
|
შამპანური, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები
ყურძნისა და ხილის ღვინოები
შემაგრებული ღვინოების ჩათვლით
კონიაკი, ბრენდი, რომი, ჯინი, ვისკიარაყი
ლიქიორი
ლუდი
ეთილის სპირტი
ხორბლის ფქვილი
ზეთი მცენარეული
მარგარინი
კარაქი
ფრინველის ხორცი
თევზი (გაყინული)
მაკარონის ნაწარმი
შაქარი
ხილის წვენები
ტომატ-პასტა
სიგარეტი, სიგარა
საიუვილერო ნაწარმი
მსუბუქი ავტომობილების საბურავები
|
ლიტრი
„
„
„
„
„
„
ტონა
ლიტრი
კგ
„
„
„
„
ტონა
ლიტრი
კგ
1000 ღერი
კგ
„
|
3.0
2,5
5,0
3,0
4,0
1,0
1,5
250
0,7
1,2
2,0
0,8
0,6
0,4
300
0.75
0.7
16
1500
3
|