⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.08.2010)
გაუქმებულია:

„საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 25.08.1997
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.069
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 25/08/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,523 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.1997 მიღება
04.08.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
N დაზღვევის სახეობის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №1 1997 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესები I. საერთო დებულებანი 1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესები შედგენილია „დაზღვევის შესახებ", „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონების საფუძველზე და შესაბამისობაშია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულებასთან. 2. სადაზღვევო საქმიანობისა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. 3. სადაზღვევო ორგანიზაციების (მზღვეველების) საქმიანობის ლიცენზირება ხორციელდება წინამდებარე წესებით. 4. ლიცენზირებას არ საჭიროებს სადაზღვევო აგენტის საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება. 5. ლიცენზირების წესები საერთოა ყველა იურიდიული პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ თავის საქმიანობას „დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 6. იურიდიული პირი მზღვეველის (გადამზღვეველის), სადაზღვევო ბროკერის სტატუსს და სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლებას იძენს მხოლოდ ლიცენზიის მიღების შემდეგ. II. ლიცენზია 7. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას აწარმოოს სადაზღვევო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ლიცენზია გაიცემა დადგენილი ფორმით (დანართი 1) და შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) ლიცენზიის მფლობელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის, სადაზღვევო ბროკერის დასახელება და იურიდიული მისამართი; ბ) დაზღვევის სახეობის დასახელება, რომლის განხორციელების უფლება აქვს მზღვეველს, დაზღვევის საქმიანობის ფორმის ჩვენებით; გ) ლიცენზიის ნომერი და მისი გაცემის თარიღი; დ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერა და სამსახურის გერბიანი ბეჭედი; 9. ლიცენზია უვადოა და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 10. ლიცენზია გაიცემა დაზღვევის სახეობების მიხედვით ცალ-ცალკე პირადი, ქონების და პასუხისმგებლობის დაზღვევის, როგორც ნებაყოფლობით, ისე სავალდებულო ფორმით განხორციელებაზე, აგრეთვე გადაზღვევაზე თუ მზღვეველის საქმიანობის საგანი მხოლოდ გადაზღვევაა. 11. პირად დაზღვევას მიეკუთვნება: ა) სიცოცხლის დაზღვევა (1); ბ) საპენსიო დაზღვევა (დამატებითი შემოსავლის დაზღვევა) (2); გ) უბედური შემთხვევებისაგან და ავადმყოფობისაგან დაზღვევა (3); დ) სამედიცინო დაზღვევა (4); 12. ქონების დაზღვევას მიეკუთვნება: ა) სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (5): ბ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (6); გ) საწყლოსნო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (7); დ) ტვირთების დაზღვევა (8); ე) ყველა სხვა სახეობის ქონების დაზღვევა (9), გარდა ზემოთ ჩამოთვლილი (5). (6), (7), (8) სახეობისა; ვ) ფინანსური რისკების დაზღვევა (10). 1. პასუხისმგებლობის დაზღვევას მიეკუთვნება: ა) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (11); ბ) გადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (12); გ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა (13); დ) ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა (14); ე) სხვა სახეობების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (15); გარდა (11), (12), (13), (14) სახეობებისა. 14. გადაზღვევა (16). III. ლიცენზიის მფლობელები 15. ლიცენზია სადაზღვევო საქმიანობის, გადაზღვევის, დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებაზე გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიულ პირზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. 16. სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის მზღვეველი უნდა ფლობდეს აუცილებელ შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული დაზღვევის სახეობების მიხედვით ცხრილი N1-ში განსაზღვრული ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80 % ფულადი ფორმით. ცხრილი 1 დაზღვევის სახეობები (1), (2);            (10), (11), (12), (13), (14), (15);         (3), (4), (5), (6), (7), (8), (9);   (16). მინიმალური საწესდებო კაპიტალი (ათასი ლარი) 50 40 30 60 ცხრილი N1-ით განსაზღვრული დაზღვევის სახეობების მიხედვით საწესდებო კაპიტალი წარმოადგენს მზარდ დინამიურ სიდიდეს, რომლის ზრდის დინამიკის კოეფიციენტი და წესი დგინდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ. 17. იმ შემთხვევაში თუ მზღვეველი წარმოადგენს დოკუმენტაციას სადაზღვევო საქმიანობის სხვადასხვა სახეობების გატარებაზე ლიცენზიის მისაღებად, მაშინ მზღვეველის საკუთარი კაპიტალისა და სადაზღვევო შენატანების (პრემიების) თანაფარდობის ოდენობა გამოითვლება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი „მზღვეველის საკუთარი კაპიტალისა და სადაზღვევო შესატანების (პრემიების) თანაფარდობის ნორმატივით", დაზღვევის თითოეული სახეობის მიხედვით ცალ-ცალკე. IV. სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიების გაცემის წესი 18. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზია გაიცემა იურიდიული პირის განცხადების (დანართი N 2) საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი (წესდება); ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი, რომლის შესაბამისადაც მზღვეველი არის იურიდიული პირი; გ) ცნობები შევსებული საწესდებო კაპიტალის შესახებ, მათ შორის ფულადი ფორმით (ბანკის ცნობა, ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, ბალანსი); დ) ბიზნეს-გეგმა მომავალი საქმიანობის პირველი წლისათვის; ე) პირობები დაზღვევის სახეობათა მიხედვით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგს - დაზღვევის ობიექტების განსაზღვრა; - სადაზღვევო შემთხვევათა ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებას; - სადაზღვევო ტარიფების მინიმალური ოდენობა; - დაზღვევის ხელშეკრულების ფორმათა და სადაზღვევო მოწმობათა (პოლისები სერტიფიკატები) ნიმუშები; ვ) სადაზღვევო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სატარიფო განაკვეთის სტრუქტურა (დანართი 3) 2 ეგზემპლიარად; ზ) მონაცემები ხელმძღვანელი პირების შესახებ (დანართი 4). 19. მზღვეველები, რომელთა საქმიანობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ გადაზღვევა არ წარმოადგენს მე-18 მუხლის ე) და ვ) პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 20. მზღვეველი პასუხისმგებელია ინფორმაციის სისწორეზე, რომელიც ასახულია ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტებში. 21. თუ მზღვეველის (განმცხადებლის) მიერ ლიცენზიის მისაღებად მიწოდებულ დოკუმენტებში მოხდა რაიმე ცვლილება, მზღვეველი ვალდებულია შვიდი დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტების თანდართვით. V. ლიცენზიის მიღებაზე განცხადების განხილვა 22. განცხადება ლიცენზიის მიღებაზე განიხილება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზიებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში. 23. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ლიცენზიების გაცემის შემთხვევაში პრესაში აქვეყნებს შემდეგ მონაცემებს: ა) სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, რომელზეც გაიცა ლიცენზია; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა; გ) დაზღვევის სახეობა, რომელზეც გაცემულია ლიცენზია, ლიცენზიის ნორმები, გაცემის თარიღი. VI. უარი ლიცენზიის გაცემაზე 24. ლიცენზია არ გაიცემა თუ: ა) ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს "დაზღვევის შესახებ" კანონის მოთხოვნებს; ბ) ლიცენზიის მისაღებად საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მიმართა იურიდიულმა პირმა, რომელსაც "დაზღვევის შესახებ" კანონის თანახმად არ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება. გ) სადაზღვევო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას. 25. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეძლევა მოტივირებული პასუხი წერილობით, უარის თქმის მიზეზების მითითებით. 26. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლება აქვს გაასაჩივროს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება. VII. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება 27. ლიცენზიის მოქმედებას აჩერებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. 28. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება იწვევს მზღვეველის მიერ ნებისმიერი დაზღვევის ხელშეკრულების დადების აკრძალვას ლიცენზიის შეჩერების პერიოდში. 29. ლიცენზიის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს ექვს თვემდე ვადით, შემდეგ შემთხვევებში: ა) კანონმდებლობის დარღვევის აღმოფხვრაზე მითითების შეუსრულებლობისას; ბ) მზღვეველის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული გადახდის უნარიანობის გარანტიების დაუცველობისას; გ) მზღვეველის მიერ სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას ისეთი პირობებით, რომელიც უარეს პირობებს უქმნის დამზღვევს, დაზღვეულს ან მოსარგებლეს, ვიდრე განსაზღვრულია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობით; დ) მართლსაწინააღმდეგო დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას; ე) მზღვეველის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა სისტემატიური დარღვევისას ან შეუსრულებლობისას; ვ) მზღვეველის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დოკუმენტების ამ უკანასკნელისათვის წარდგენაზე უარის თქმისას; ზ) მზღვეველის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისას; თ) იმ გარემოების შექმნა, რომელიც ამ წესების 28-ე მუხლის მიხედვით იქნებოდა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 30. მზღვეველი უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება ლიცენზიის შეჩერების შესახებ. 31. იმ გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ, რომელთა მიზეზითაც შეჩერდა ლიცენზიის მოქმედება, მზღვეველს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ლიცენზიის მოქმედების ვადამდელი აღდგენისათვის. 32. ლიცენზიის მოქმედების ვადამდელი აღდგენისათვის მიმართვა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარდგენიდან ერთ თვეში, ხოლო ლიცენზიის ვადამდელი აღდგენის გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს მზღვეველს წერილობითი ფორმით. VIII. ლიცენზიის ჩამორთმევა და გაუქმება 33. დადგენილ ვადებში მზღვეველის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში რაც ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მიიღოს ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილება. 34. ლიცენზიის ჩამორთმევის ან გაუქმების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება განახორციელოს აკრძალული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომელიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მათი მოქმედების ვადის გასვლამდე. რის შემდეგაც იგი აბარებს ლიცენზიას 7 დღეში. IX. ლიცენზიის გაცემის მომსახურეობისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასური 35. სადაზღვევო საქმიანობის ყოველ სახეობაზე ლიცენზიის გაცემისათვის მზღვეველი იხდის ლიცენზიის გაცემის მომსახურეობისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასურს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 36. ლიცენზიაში ყოველგვარი რეკვიზიტის შეცვლა საჭიროებს ლიცენზიის გამოცვლას, რომლის დროსაც გადასახდელი თანხა შეადგენს 35-ე მუხლში ნაჩვენები თანხის 20 % - ს, ანუ 100 ლარს. X. ლიცენზირების წესების ამოქმედება 37. მზღვეველები და სადაზღვევო ბროკერები ვალდებულნი არიან 1998 წლის 1 იანვრამდე მოახდინონ გატარებულ დაზღვევის სახეობებში ლიცენზიის აღება. 38. მზღვეველებს და სადაზღვევო ბროკერებს დაზღვევის სავალდებულო სახეობების განხორციელების დაწყების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის აღების შემდეგ. 39. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ა. ცერცვაძე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესები დანართი 1 საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ლ ი ც ე ზ ი ა N სადაზღვევო საქმიანობის გატარებაზე უფლება გაცემულია ---------------------------------------------------------------------------------------------------- (მზღვეველის სრული და შემოკლებული დასახელება) ----------------------------------------------------------------------------------------------------- იურიდიული მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------- ---------------------------------------------------- სადაზღვევო საქმიანობის სახეობა:  ---------------------------------------------------- ---------------------------------------------------- ---------------------------------------------------- ---------------------------------------------------- საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერა ბ. ა "------" --------------------------- 199 წ. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესები დანართი 2 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სადაზღვევო საქმიანობის გატარების უფლების შესახებ ----------------------------------------------------------------------------------------------- (მზღვეველის სრული და შემოკლებული დასახელება) ----------------------------------------------------------------------------------------------- (იურიდიული მისამართი) ტელეფონი ------------------------------------- ფაქსი -------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------- (ბანკის დასახელება, სადაც გახსნილია ანგარიშსწორების ანგარიში) დაზღვევის სახეობები, რომლებზედაც წარმოდგენილია დოკუმენტები ლიცენზირებისათვის ---------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------- სახელმწიფო რეგისტრაცია გავლილია ----------------------------------------------- ----------------------------------------------- (ვის მიერ, თარიღი, სარეგისტრაციო ნომერი) შევსებული საწესდებო კაპიტალის და საკუთარი კაპიტალის მოცულობა (მათ შორის ფულადი ფორმით) -----------------------------------------------------------------------------------------------------ბ. ა. ხელმძღვანელის ხელმოწერა "-------" ---------------------- 199 წ. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესები დანართი 3 სადაზღვევო ორგანიზაცია -----------------------------------------------------------------------------------  ------------------------------------------------------------------------------------ (მზღვეველის სრული და შემოკლებული დასახელება) სატარიფო განაკვეთის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით -------------------------------------------------------------------------------------------------- N დაზღვევის სახეობის დასახელება სატარიფო განაკვეთის სტრუქტურა ნეტო-განაკვეთი დატვირთვა მოგება ბრუტო-განაკვეთი (%) (%) (%) სადაზღვევო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა მთ. ბუღალტერის ხელმოწერა  ბ. ა.                                                                            "----" ------------ 199 წ.  საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესები დანართი 4 ც ნ ო ბ ა სადაზღვევო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მუშაკის შესახებ -------------------------------------------------------------------------------------------- (გვარი, სახელი, მამის სახელი)  თანამდებობა --------------------------------------------------------------------------- დაბადების წელი 19 -------------------- დაბადების ადგილი ---------------------- განათლება ---------------------------- დაამთავრა (როდის სად) --------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------ სპეციალობა ----------------------------------------------------------------------------------------------- კვალიფიკაციის ამაღლება: ---------------------------------------------------------------        (როდის, სად, რა ვადით) მათ შორის საზღვარგარეთ ------------------------------------------------------------------ რომელ უცხო ენებს ფლობს ------------------------------------------------------------------ -------------------------------------------------------------------- (კითხულობს თუ თარგმნის ლექსიკონით, შეუძლია საუბარი, იცის კარგად).  წინა სამუშაოების დასახელება ----------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ (სამსახურის ადგილის, თანამდებობის და თარიღების აღნიშვნით) ხელმოწერა