„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისი წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს ვიზების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 27.06.1997
გამომცემი ორგანო საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 440.012.003.071
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 27/06/1997
matsne.gov.ge 1,388 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისი წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს ვიზების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №87 1997 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს, მისი წარმომადგენლობებისა  და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების  და საკონსულო დაწესებულებების მიერ  საქართველოს ვიზების გაცემის წესის  შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისი წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს ვიზების გაცემის წესის“ შესახებ. 2. დაევალოს საკონსულო დეპარტამენტს (ჰ. ჭიპაშვილი) განახორციელოს კონტროლი აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე. საფუძველი: საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის                         განხილვის შედეგები, ოქმი №1, 04.06.97. მინისტრი                                                                                            ი. მენაღარიშვილი სამსახურებრივი სარგებლობისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისი წარმომადგენლობის და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს ვიზების გაცემის წესი აღნიშნული წესი არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობების, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში განთავსებული საკონსულო-სავიზო (შემდგომში „საკონსულო-სავიზო“) პუნქტების და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ვიზების გაცემის საკითხს. წესი შედგენილია საქართველოს კონსტიტუციის, ვენის 1961, 1963 წლების კონვენციების, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელთა მონაწილეა საქართველო და საქართველოს საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. თავი I 1. საქართველოში შესვლა და საქართველოდან გასვლა უცხოელებს შეუძლიათ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან მოქმედი პასპორტებით ან მათი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტებით იმ შემთხვევაში, თუკი მათ გააჩნიათ საქართველოს ვიზები და შესვლა-გასვლის სხვა წესი არ არის დადგენილი საერთაშორისო შეთანხმებით. თავი II ვიზების კატეგორიები და მათი გამცემი ორგანოები 2. ვიზები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) დიპლომატიური; ბ) სამსახურებრივი; გ) ჩვეულებრივი; დ) ტურისტული; 3. დიპლომატიური ვიზები დიპლომატური ვიზების გაფორმება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობების, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებების მიერ უცხოურ დიპლომატიურ პასპორტებში შემდეგ პირობებზე: ა) სამთავრობო დელეგაციების წევრებზე; ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებსა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირებზე; გ) საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე; დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატური მისიით; ე) ზემოაღნიშნული პირების ოჯახის წევრებზე; ვ) უცხოელ დიმპლომატიურ კურიერებზე; ზ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე - მთავრობათა, პარლამენტების წევრებზე, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებზე; თ) უცხო ქვეყნების დიპლომატებზე, მათი ოჯახის წევრებზე, ასევე დიპლომატიურ კურიერებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტად გაივლიან საქართველოს ტერიტორიას; ი) საქართველოს საპატიო კონსულებზე. კ) სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში ან ტრანზიტად გაივლიან საქართველოს ტერიტორიას, თუკი საკონსულო დეპარტამენტი მიზანშეწონილად ჩათვლის მათზე დიპლომატიური ვიზების გაცემას. 4. სამსახურებრივი ვიზები სამსახურებრივი ვიზების გაფორმება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობების, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ შემდეგ პირებზე: ა) უცხოელებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებში; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე იმ პირებზე, ვისაც გააჩნია სამსახურებრივი პასპორტები; ზემოაღნიშნული პირების იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივი პასპორტები; გ) უცხოელებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში სამსახურებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, სამინისტროების, უწყებებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების დავალებით სამსახურებრივი პასპორტების წარდგენის შემთხვევაში; დ) სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც სამსახურებრივი საქმიანობის მიზნით მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტად გაივლიან საქართველოს ტერიტორიას; ე) სხვა უცხოელებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში ან ტრანზიტად გაივლიან საქართველოს ტერიტორიას, თუკი მათზე მიზანშეწონილად ჩაითვლება სამსახურებრივი ვიზის გაცემა; ვ) საქართველოში აკრედიტებული უცხოელის დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების მომსახურე და ტექნიკური პერსონალის წევრებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი წარმოადგენენ დიპლომატიურ პასპორტებს; ზ) პირებზე, რომელთაც გადააქვთ დიპლომატიური ფოსტა და არ ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს გაიცემა სამსახურებრივი ვიზა. 5. ჩვეულებრივი ვიზა ჩვეულებრივ ვიზებს გასცემენ საქართველოსა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობები, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, საკონსულო-სავიზო პუნქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში. 6. ტურისტული ვიზები საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობები, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, საკონსულო-სავიზო პუნქტები ტურისტულ ვიზებს გასცემენ იმ პირებზე, რომელთაც აქვთ სპეციალური თანხმობა საქართველოში მიღებაზე შესაბამისი ტურისტული ორგანიზაციებიდან. თავი III ვიზების სახეობები 7. სახეობის მიხედვით ვიზები იყოფა: შესვლის, შესვლა-გასვლის, გასვლის, გასვლა-შემოსვლის და სატრანზიტო ვიზებად. დიპლომატიური, სამსახურებრივი და ჩვეულებრივი ვიზები შეიძლება გაიცეს როგორც შევლის, შესვლა-გასვლის, გასვლის, გასვლა-შესვლის, ასევე სატრანზიტო გავლისათვის: ტურისტული როგორც შესვლა-გასვლის. 8. შესვლის ვიზები შესვლის ვიზები გაიცემა: ა) უცხოელებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე; ბ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან სამუშაოდ, სასწავლებლად, საქმიანი ვიზიტით, კერძო მოწვევით, სასამართლო პროცესში, სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ქველმოქმედების მიზნით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, თუ მათი საქართველოში ყოფნის ვადა აღემატებოდა 3 თვეს. ა) და ბ) პუნქტებში ვიზების მოქმედების ვადა გაცემის დრიდან არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. გ) უცხოელებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად. ამ შემთხვევაში ვიზის მოქმედების ვადაა ერთი წელი გაცემის დღიდან. 9. შესვლა-გასვლის ვიზები შესვლა-გასვლის ვიზები გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში 3 თვეზე ნაკლები ვადით მიემგზავრებიან. 10. გასვლის ვიზები გასვლის ვიზები გასვლის ვიზები გაიცემა: ა) მე-2 პუნქტში მითითებული წარმომადგენლობების თანამშრომელებზე, თუ მათი საქართველოში სამსახურის ვადა ამოიწურა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე: ბ) სხვა უცხოელებზე, რომლებიც სტაჟირების, სწავლების საბოლოო დამთავრებასთან დაკავშირებით ან რაიმე სხვა მიზეზით გადიან საქართველოდან, ასევე მათზე, ვინც მუდმივსაცხოვრებლად მიემგზავრება სხვა ქვეყანაში და კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. გასვლის ვიზების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს გაცემის დღიდან. 11. გასვლა-შესვლის ვიზები გასვლა-შესვლის ვიზები გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებიც შესვლის ან შესვლა-გასვლის ვიზების მოქმედების ფარგლებში დროებით გადიან საქართველოდან. გასვლა-შესვლის ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი ვიზის მოქმედების ვადას. 12. სატრანზიტო ვიზები სატრანზიტო ვიზები გაიცემა უცხოელებზე საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლის  მიზნით, იმ შემთხვევაში, როდესაც მათ არ აქვთ უვიზო ტრანზიტის უფლება. სატრანზიტო ვიზები გაიცემა ერთ ან რამდენიმე პუნქტში გაჩერების უფლებით ან გაჩერების უფლების გარეშე. თავი IV მრავალჯერადი ვიზები 13. მრავალჯერადი ვიზები იძლევა საქართველოში მრავალჯერ შესვლისა და გასვლის უფლებას. მრავალჯერადი ვიზები შიძლება იყოს ორჯერადი, სამჯერადი და მრავალჯერადი. 14. მრავალჯერადი ვიზები გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ (ან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მისი ნებართვის შემდეგ) უცხოელთა მიმღები სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების ან საქართველოში მცხოვრები კერძო პირების შუამდგომლობების საფუძველზე. თავი V საკონსულო-სავიზო პუნქტებში გაცემული ვიზები საკონსულო-სავიზო პუნქტებში გაიცემა ჩვეულებრივი კატეგორიის სატრანზიტო და შესვლა-გასვლის ვიზები. თავი VII ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება ვიზის მოქმედების ვადას აგრძელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობები, საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. თავი VIII ვიზის გაფორმებისათვის საჭირო წარმოსადგენი დოკუმენტები 15. უცხოელებს ვიზები გაეცემათ მოქმედ ეროვნულ პასპორტებში ან მათ შემცვლელ სამგზავრო დოკუმენტებში, თუკი ამ დოკუმენტების ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს. საპასპორტო დოკუმენტებში ისეთი შესწორებების, დამატებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით, ვიზები არ ფორმდება. 16. ყველა კატეგორიის ვიზების მიღებისათვის უცხოელი პირადად (გარდა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელისა) უნდა გამოცხადდეს საკონსულო დაწესებულებაში და უნდა წარმოადგინოს დადგენილი ფორმის ანკეტა შევსებული ქართულ ან ინგლისურ ენებზე, საზღვარგარეთ კი ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე. ანკეტას უნდა ერთვოდეს განმცხადებლის ფოტოსურათი და ხელმოწერილი უნდა იყოს უშუალოდ მის მიერ. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები 17. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მიღებისათვის საჭიროა იმ ქვეყნის შესაბამისი უწყების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური მიმართვა, რომლის მოქალაქეც არის ვიზის მიღების მსურველი პირი. 18. ტურისტული და ჩვეულებრივი ვიზების მიღებისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტები: 19. ტურისტული ვიზებისათვის - შესაბამისი ლიცენზიის მქონე ტურისტული ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა. 20. ჩვეულებრივი ვიზებისათვის ა) კერძო ვიზიტისათვის ა. ა. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მოწვევა. ა. ბ. საქართველოში არსებული სამკურნალო დაწესებულების მოწვევა. ა. გ. სასამართლოს შეტყობინება სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის. ბ) საქმიანი ვიზიტისათვის ბ. ა. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მოწვევა. გ) სამუშაოდ ჩამოსვლისათვის გ. ა. უცხოელთან გაფორმებული კონტრაქტი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგივე სამუშაოს შესრულება სათანადო კვალიფიკაციით არ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გამოთქვამს ასეთი სამუშაოს შესრულების სურვილს. გ. ბ. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა წერილობითი განცხადება-მოთხოვნა უცხოელ თანამშრომლის საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დ) სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა დ. ა. ღონისძიების ორგანიზატორთა მოწვევა. ე) განათლების მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სასწავლო დაწესებულების მოწვევა. ვ) საქართველოს სატრანსპორტო ვიზის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ ქვეყნის ვიზა, რომელშიც მიემგზავრება პირი, ან იმ ქვეყანაში გასამგზავრებელი სატრანსპორტო საშუალების ბილეთი. 21. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, სამინისტროს წარმომადგენლობების, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით გამონაკლისის სახით ვიზები შეიძლება  გაიცეს ვიზის მიღების მსურველი პირის პირადი განცხადების საფუძველზე. თავი IX 22. ვიზები არ გაიცემა :უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 23. მრავალჯერადი ვიზების გაცემა თანხმდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან. თავი X 24. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაცემის წესი ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, შესაძლოა განსხვავდებოდეს მოცემული წესისგან. 25. თუკი საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრულია ვიზების გაცემის სხვა წესი - მოქმედებს საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი წესი. XI ვიზის ფორმა 26. ვიზები გაიცემა ჩასაკრავი სავიზო ბარათებით (იხ. დანართი №1)  გასვლის ვიზა სავიზო შტამპით. სავიზო ბარათები არის მკაცრი აღრიცხვის დანომრილი დოკუმენტი, რომლის შენახვა-გახარჯვაზე და აღრიცხვიანობის წარმოებაზე პასუხისმგებელია საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებების მეთაური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროში – საკონსულო დეპარტამენტის სავიზო პოლიტიკისა და სავიზო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობებში (ქ. ბათუმი) – საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო საკონსულო სავიზო პუნქტებში – პუნქტების თანამშრომლები.