აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფ რასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულ ების - საქართველოს საავტომო ბილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/630
2019 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ (E-60) მაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის ფარგლებში ახორციელებს ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს.
პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც იწყება ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზის ბოლოს კმ17+300-ზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი უკანეთიდან და მთავრდება მდინარე ოჩოფას ხიდთან. საპროექტო გზა მთლიანად ექცევა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 24.045 კვ-ს და წარმოდგენილია ორზოლიანი სავალი ნაწილით, რომელიც ძირითადად გადის დასახლებულ ტერიტორიაზე.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ბარნაბა ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001001230), გულნაზ ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001082491), ნინო ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001007168) თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1369 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე (ს/კ №34.02.62.424 (ნაკვეთის წინა ნომრები: 34.02.62.036; 34.02.62.333, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 15 925 კვ.მ).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს/კ №34.02.62.424, თანამესაკუთრეები არიან: ბარნაბა ჯვარშეიშვილი (პ/ნ 60001001230), გულნაზ ჯვარშეიშვილი (პ/ნ 60001082491), ნინო ჯვარშეიშვილი (პ/ნ 60001007168).
დადგენილია, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ბარნაბა ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001001230), გულნაზი ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001082491), ნინო ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001007168) თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 1369 კვ.მ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №34.02.62.424 (ნაკვეთის წინა ნომრები: 34.02.62.036; 34.02.62.333)).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ, ბარნაბა ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001001230), გულნაზ ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001082491), ნინო ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001007168) თანასაკუთრებაში არსებულ, სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი15 925 კვ.მ; ს/კ №34.02.62.424 (ნაკვეთის წინა ნომრები: 34.02.62.036; 34.02.62.333)).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრი ნათელა თურნავა