სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №02-361/ო
2019 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი 1) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს „ქვემო ქართლის რეგიონალურ სისხლის ბანკზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. რუსთავი, ოდიშარიას ქ.№19) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკის“ დირექტორის თ. მეტრეველის განცხადება №160626, 15.11.2019 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ნ-192-13, 24.12.2019 წ., ზეპირი მოსმენის ოქმი №31, 26. 12. 2019წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე