„საერთაშორისო რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის მოწესრიგების შესახებ“

მიღების თარიღი 29.08.1997
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.073
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,214 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თვეები (Months) შემოსვლა (Inward)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საერთაშორისო რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №76 1997 წლის 29 აგვისტო  ქ. თბილისი საერთაშორისო რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის მოწესრიგების შესახებ განვლილი წლების ანალიზი ცხადყოფს. რომ საერთაშორისო რეგულარული საავტობუსო მიმოსვლა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ხორციელდება მრავალი დარღვევით, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია დაუხვეწავი წესებით, უკონტროლობითა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით. ასეთი მდგომარეობის გამო ზარალდება როგორც ეროვნული გადამზიდავი, ასევე მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტიც. შექმნილი მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებისა და საერთაშორისო რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის მოწესრიგების მიზნით: 1. დამტკიცდეს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული „საქართველოში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის წესები“ (დანართი №1). 2. დამტკიცდეს უცხოელ გადამზიდავებზე რეგულარული საავტობუსო მარშრუტის განხორციელებისათვის გასაცემი ნებართვის ფორმა (დანართი №2). 3. დაევალოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს: 3.1.უცხოელ გადამზიდავებზე ნებართვების გაცემა აწარმოოს სათანადო დოკუმენტების შემოწმების საფუძველზე დამტკიცებული წესების შესაბამისად. 3.2. უზრუნველყოს ნებართვების საჭირო რაოდენობის დამზადება და გაცემა. 3.3. დადგინდეს, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან უცხოელ გადამზიდავებზე ნებართვების გაცემა მოხდება გადამზიდავების რეგისტრაციის ქვეყნის ტრანსპორტის დარგში მართვის ორგანოს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე. მინისტრი                                                                       მ. ადეიშვილი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო  თბილის - 60, ალ. ყაზბეგის გამზირი 12 ტელ: 93 28 46, ფაქსი 93-91-45 დაინტერესებულ ინსტანციებს AUTHORIZATION THE MINISTRU OF TRANSPORT OG GEORGIA GIVES THE AUTHORITION FOR OPERATION OF A BUS OF ………………………………………………………………….. OF COMPANY ……… ON THE REGULAR PASSENGER BUS LINES …………….., TILL 31.12.97. ON THE PART OF THE ROUTE PASSING ON THE TERRITORY OF GEORGIA. ნებართვა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო აძლევს უფლებას ---------------------------------------------------------------------------------- ფირმის --------------------------------------- „-----------------------„ ავტობუსს, რომ 1997 წლის 31 დეკემბრამდე მოემსახუროს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო მარშრუტს „----------------------“, რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. MINISTER                                                    M. ADEISHVILI მინისტრი                                                    მ. ადეიშვილი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საერთაშორისო რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე ავტობუსების მუშაობის აღრიცხვის ფურცელი Registration list of the bus service on Inernational Regular bus-line თვეები (Months) შემოსვლა (Inward) გასვლა (Outward) იანვარი January თებერვალი February მარტი March აპრილი April მაისი May ივნისი June ივლისი July აგვისტო August სექტემბერი September ოქტომბერი October ნოემბერი November დეკემბერი December შენიშვნა: ავტობუსის შემოსვლა და გასვლა ფიქსირდება საქართველოს სასაზღვრო გასასვლელში ს/ს „საქინტერავტოსერვისის“ სამსახურის მიერ სათანადო ბეჭდის დასმით. ავტობუსს უფლება ეძლევა აღნიშნული ფურცლით თვეში შეასრულოს ერთი შემოსვლა და ერთი გასვლა. Remark: Inward and outward of the bus will be fixed at the custom of Georgia by the setting the stamp of “Sakinteravtoservice”. The bus has the right the fulfill one inward and outward in a bus. წარდგენილია                                                                საგზაო ტრანსპორტის საგზაო ტრანსპორტის                                           დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის მიერ                ბ.ა.                                     ბ. დარჯანია Introduced by                             p. st.                                   Chairman of Department of road transport                                              Road Transport                                                                                                 B. Darjania საქართველო ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი საქართველოში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის წესები ქ. თბილისი 1997 წ. წესები საქართველოში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის შესახებ ეს წესები არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას და ბარგის გადაზიდვას. წესები განსაზღვრავენ იმ გადამზიდავთა და სერვისულ მომსახურებაზე დაკავებული იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობას, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო საავტობუსო გადაზიდვებში. 1. ზოგადი დებულებანი 1.1. ეს წესები შედგენილია საქართველოს კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. 1.2. საერთაშორისოდ ითვლება საავტობუსო მარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებს. ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტობუსო მარშრუტების რაოდენობა განისაზღვრება საავტომობილო ტრანსპორტის იმ სახელმწიფო მმართველი ორგანოების მიერ, რომელთა ტერიტორიაზეც გადიან ეს მარშრუტები. 1.3. გადამზიდავები და სატრანსპორტო პროცესში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა, მომსახურების სათანადო დონე და ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვა. 2. მარშრუტების დაწესება და გაუქმება 2.1. მგზავრთა რეგულარული საერთაშორისო საავტობუსო გადაყვანა ხორციელდება იმ სახელმწიფოთა საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანობს შორის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელთა ტერიტორიაზეც გადიან მარშრუტები. 2.2. იმ ქვეყნის საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანო, რომელსაც ეკუთვნის ავტოსატრანსპორტო საშუალება, წარუდგენს წერილობით მიმართავს მეორე მხარეს საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანოს, რეგულარული საავტობუსო მარშრუტის გახსნის შესახებ. საავტომობილო ტრანსპორტის მმართველი ორგანო ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი წინადადებები და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს მეორე მხარეს საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანოს 30 დღის განმავლობაში. 2.3. მხარეთა შორის შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი ლიცენზიის მქონე გადაზიდვათა და მგზავრთა სერვისული მომსახურეობის ობიექტებს შორის მოლაპარაკების ჩატარებაზე მზადყოფნის შესახებ, იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება მარშრუტების შეთანხმებას, მოძრაობის განრიგებს, გაჩერების პუნქტებს, საავტომობილო ტრანსპორტის სადგომებს, ტარიფებს, მოძრაობის სქემებს და სხვა. 2.4. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის მართვის ორგანო სათანადო დოკუმენტების შემოწმების შემდეგ გასცემს ნებართვას მარშრუტის მომსახურებაზე. 2.5. მარშრუტების ტექნიკური დახასიათება / ავტოვაგზლებისა და ავტოსადგურების, მათ შორის მანძილებისა და მოძრაობის დროის დადგენა, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების და სხვა /განისაზღვრება საკუთარ ტერიტორიაზე საავტომობილო ტრანსპორტის მართველი ორგანოების მიერ და ეს წარმოადგენს სახელმძღვანელოს საფუძველს პარტნიორი ქვეყნებისათვის. 2.6. საერთაშორისო მარშრუტებზე რეგულარული მოძრაობა ხორციელდება მხოლოდ იმ გზებზე, რომელთა მდგომარეობა ვარგისია მთელი წლის განმავლობაში და იძლევა ავტობუსების უსაფრთხო მოძრაობის გარანტიას. 3. ავტობუსების გაფორმება და ეკიპაჟის საქმიანობა 3.1. საერთაშორისო საავტომობილო მარშრუტებზე დაიშვებიან მხოლოდ ის ავტობუსები, რომლებიც კონსტრუქციულად შეესაბამებიან საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებზე არსებულ ნორმებს. 3.2. ავტობუსს უნდა გააჩნდეს: აღნიშვნა - ფირმის დასახელება, წინა და გვერდითი სამარშრუტო ფირნიშები საწყისი, შუალედური და საბოლოო გაჩერების პუნქტების ჩვენებით. სამარშრუტო ფირნიშზე წარწერა სრულდება თეთრ ფონზე, წითელი ფერის ასოებით, იმ სახელმწიფოთა ენებზე, რომელთა ტერიტორიაზეცაა განლაგებული მარშრუტის საწყისი და საბოლოო პუნქტები. 3.3. რეისისთვის მომზადებული ავტობუსი, ავტოსადგურში შესაბამის ბაქანზე მიეწოდება გამგზავრებამდე 20 წუთით ადრე. 3.4. ავტობუსში მგზავრთა ადგილები უნდა იყოს დანომრილი. 3.5. დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის ინახება ეკიპაჟთან და წარედგინება მაკონტროლებელ პირს. 3.6. შემოწმების შემთხვევაში ეკიპაჟი აფრთხილებს მგზავრებს კონტროლის შესახებ, ყოველნაირად ხელს უწყობს მაკონტროლებელს მისი ფუნქციის შესრულებაში და აჩერებს ავტობუსებს იმ ადგილას, სადაც ეს მოძრაობის წესებით არის დასაშვები. 4. ბილეთების გაყიდვის წესი 4.1. ავტობუსით გამგზავრების უფლებას წარმოადგენს დადგენილი ნიმუშის ბილეთი, რომელიც გაიცემა შესაბამისი ლიცენზიის მქონე ავტოვაგზლების, ავტოსადგურების და სააგენტოების მიერ. ბილეთების გაყიდვა წყდება ავტობუსების გამგზავრებამდე 10 წუთით ადრე. 4.2. საერთაშორისო მარშრუტის ავტობუსის ბილეთზე აღნიშნული უნდა იყოს გამგზავრებისა და დანიშნულების ავტოვაგზლების ან ავტოსადგურების დასახელება, ბილეთის ღირებულება, გამგზავრების თარიღ და დრო, ბაქანისა და მგზავრობის ადგილი. 5. მგზავრობის პირობები 5. სალონში მგზავრმა უნდა დაიკავოს ბილეთში აღნიშნული ადგილი. 6. ბავშვების გადაყვანა 6.1. მგზავრს უფლება აქვს უფასოდ წაიყვანოს 7 წლის ასაკამდე ერთი ბავშვი ადგილის დაკავების გარეშე. აღნიშნული ასაკის რამდენიმე ბავშვის ერთდროულად წაყვანის შემთხვევაში დანარჩენებისათვის გადახდილი უნდა იქნას ბილეთის საფასურის ნახევარი ადგილის დაკავების უფლებით. აგრეთვე მგზავრობის ღირებულების ნახევარ ფასში ხდება 7-დან 10 წლის ჩათვლით ბავშვების გადაყვანა. 7. ბარგის გადაზიდვა 7.1. ავტობუსის საბარგო განყოფილებაში ბარგის გადატანისათვის მგზავრი ვალდებულია შეიძინოს საბარგო ბილეთი, ავტობუსის სალონში ნებადართულია ხელბარგის უფასოდ გადატანა, რომელიც არ შეაწუხებს სხვა მგზავრებს და არ ჩახერგავს ავტობუსში გასასვლელებს. 7.2. ავტობუსის სალონში არსებული ხელბარგის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მგზავრს. ავტობუსის საბარგო განყოფილებაში არსებული ბარგის / ადვილადმსხვრევადის გარდა / გადატანაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდავს. 7.3. აკრძალულია ავტობუსით ცეცხლსაშიში, ფეთქებადი, შხამიანი და მძაფრსუნიანი, ბასრი და მჭრელი საგნების, ცეცხლსასროლი იარაღის / შალითის გარეშე/ გადატანა, ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა. 8. გადახდილი ფულის უკან დაბრუნება 8.1. განუხორციელებელი მგზავრების, შემთხვევაში, მგზავრის მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნება ხდება დადგენილი წესით. 9. კონტროლი 9.1. მარშრუტებზე ავტობუსის მუშაობის შემოწმება ხორციელდება იმ პირთა მიერ, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უფლება. 9.2. აუცილებლად მოწმდება: 9.2.1. ავტობუსის გარე გაფორმება, საჭირო საგზაო დოკუმენტებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა. 9.2.2. ავტობუსების მძღოლების მიერ მოძრაობის განრიგისა და წესების დაცვა. 9.2.3. ავტოსადგურების სალაროების მიერ ბილეთების გაცემის, გაფორმების, საგზაო და საკონტროლო დოკუმენტების სისწორე. გადამზიდავის მიერ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, არსებული წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მაკონტროლებელი პირების მიმართ ადგენს შესაბამის აქტს და საგზაო დოკუმენტაციაში აკეთებს ჩანაწერს. მგზავრის უბილეთოდ გადაყვანაზე ან ბარგის უბილეთოდ გადაზიდვაზე პასუხს აგებს გადამზიდავი. 10. ნაპოვნი ნივთები მძღოლი ვალდებულია ავტობუსში მგზავრების მიერ დავიწყებული ნივთები ჩააბაროს კიდურ პუნქტში პასუხისმგებელ პირს. როგორც ავტობუსში, ასევე ავტოსადგურში ნაპოვნი ნივთების შენახვა და მათი მფლობელისათვის დაბრუნება ხორციელდება არსებული წესების თანახმად. 11. დამატებითი მომსახურება გადამზიდავს უფლება აქვს შეარჩიოს და მგზავრებს შესთავაზოს დამატებითი ფასიანი ისეთი მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული არსებული წესებით. 12. პასუხისმგებლობა არსებული წესების დარღვევისათვის განისაზღვრება პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს კანონების მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეცაა დაფიქსირებული დარღვევა. 13. შენიშვნა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გადაზიდვების პირობები არ არის განსაზღვრული ამ წესებით, მოქმედებაში შედის საერთაშორისო წესები და ნორმები, იმ შემთხვევაში, როცა ამ წესების ნორმები ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესებსა და ნორმებს, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო წესები და ნორმები.