📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №485
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016981
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,193 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 03.10.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 03.05.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 28.02.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 29.01.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 18.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №485 2019 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის №391 ბრძანება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულება  თავი I ზოგადი დებულებანი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე. 3. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურებრივ მოწმობებზე, ბეჭდვით გამოცემებზე, სუვენირებსა და სხვა ატრიბუტიკაზე. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, №42.  თავი II სააგენტოს მიზნები, საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებანი  მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზანი 1. სააგენტოს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2. სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობით და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფით, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების დანერგვითა და კოორდინაციით, განრიდების პროგრამების კოორდინაციით, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვითა და გამოყენების უზრუნველყოფით.  მუხლი 3🔗. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები 1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვისა და პატივისცემის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებით – ბავშვის უფლებები და მისი საუკეთესო ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭების პრინციპი, უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად მისი რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა. 3. მსჯავრდებულები და სააგენტოს სხვა ბენეფიციარები, ამ დებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნიშნებით განსხვავებულობის მიუხედავად, თანაბრად სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით. სააგენტო ვალდებულია დაიცვას მის ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე მათი თანასწორობა.  მუხლი 4🔗. სააგენტოს უფლებამოსილებანი სააგენტო უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუწიოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მიერ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას; ბ) ორგანიზება გაუწიოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X​2 თავის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​9 თავის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების პროცესს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით; გ) შეიმუშაოს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები; დ) შეიმუშაოს სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები; ე) ორგანიზება გაუწიოს სააგენტოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას; ვ) შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო პროგრამები; ზ) გაუწიოს კოორდინირება და ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამების განხორციელებას; თ) შეიმუშაოს აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, სისხლის სამართლის მედიაციის, პროგრამები და მოახდინოს მათი პრაქტიკაში დანერგვა; ი) განახორციელოს პრობაციის ბიუროს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის რევიზია და კონტროლი; კ) პრობაციის ბიუროებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები; ლ) განიხილოს სააგენტოს მოსამსახურეთა მიმართ შემოსული საჩივრები და განცხადებები; მ) აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს საქმიანობის ანალიზი; ნ) დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები საჯარო დაწესებულებებთან, ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და რელიგიურ, ორგანიზაციებთან; ო) დადოს ხელშეკრულებები და მემორანდუმები ორგანიზაციებთან, სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან; პ) საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ და მესამე პირად; ჟ) განახორციელოს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.  თავი III სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართვა მუხლი 5🔗. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას; გ) იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) სააგენტოს სახელით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და სხვა მოსამსახურეებს; ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; თ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ი) პასუხისმგებელია სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; კ) მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას; ლ) შეიმუშავებს და სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ყოველწლიურ ბიუჯეტს; მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, საქმისწარმოებისა და სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს; ნ) ამტკიცებს არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესს, არასრულწლოვანთა რეფერირების ფარგლებში შეფასების, მონიტორინგისა და ანგარიშის ფორმებს, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესში გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმებს და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს; ო) ამტკიცებს სისხლის სამართლის მედიატორების საქმიანობის წესს და სამუშაო დოკუმენტაციის ფორმებს; ო) უფლებამოსილია, სააგენტოში შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები; პ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს; ჟ) უფლებამოსილია, მოახდინოს სააგენტოს უფროსის მოადგილეებსა და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების უფროსებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება; რ) მინისტრს ყოველთვიურად წარუდგენს „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით პრობაციის ბიუროების მიერ სასამართლოებისადმი მიმართული წარდგინებების, მსჯავრდებულთა დაჯარიმების, დადგენილი რეჟიმის საპატიოდ ჩათვლის, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ გაცემული ნებართვებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ ანგარიშს; ს) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სააგენტოს მოსამსახურეთა შვებულებასა და მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ტ) იღებს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემისთვის „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურისგან მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე; უ) იღებს გადაწყვეტილებას შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ; ფ) აჩერებს ან აუქმებს პრობაციის ბიუროს ან არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მიღებულ არამართლზომიერ გადაწყვეტილებას; ქ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 6🔗. სააგენტოს უფროსის მოადგილე 1. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი. 3. სააგენტოს უფროსის მოადგილე: ა) ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისგან პერიოდულად ითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ; გ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასა და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას; დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას სააგენტოს მიერ განსახორციელებელი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ე) ასრულებს სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  თავი IV სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – პრობაციის ბიუროებისგან, რომელთა მეშვეობით სააგენტო უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი; გ) ეკონომიკური დეპარტამენტი; დ) მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ვ) კვლევისა და სერვისების დეპარტამენტი; ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; თ) განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი; ი) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი. 3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია: ა) თბილისის პრობაციის ბიურო; ბ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო; გ) აჭარისა და გურიის პრობაციის ბიურო; დ) იმერეთის პრობაციის ბიურო; ე) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო; ვ) სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო; ზ) შიდა ქართლის პრობაციის ბიურო; თ) მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურო; ი) ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო; კ) კახეთის პრობაციის ბიურო. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის: ა.ა) ნომენკლატურის ფარგლებში, მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაყვანის, წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; სააგენტოში მოსამსახურეთა მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; წინადადებების შემუშავება მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე, სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ცალკეულ მოსამსახურეთათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების დამზადება და მოსამსახურეთათვის გადაცემა; ა.ბ) მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერილობისა და მისი ფორმის შემუშავება; ა.გ) სააგენტოს სისტემაში კონკურსის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება; ა.დ) დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღება; ა.ე) მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა; ა.ვ) მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზება; ა.ზ) მოსამსახურეთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა; ა.თ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა; ა.ი) პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემა; ბ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (გარდა სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ნაკლებად რთული საქმეებისა); გ) სააგენტოს შინაგანაწესის შემუშავება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და შეფასება; ე) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების, მემორანდუმების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ვ) სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობისა და სხდომების უზრუნველყოფა; კომისიის გადაწყვეტილებების შედგენა; ზ) სააგენტოს სახელით გამოსაცემი სახელმძღვანელო ან სარეკომენდაციო შინაარსის მქონე სამართლებრივი აქტების პროექტებისა და შესაბამისი მასალების მომზადება; თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; ი) სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილნი არიან, დაესწრონ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებს. მუხლი 9🔗. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი 1. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოში საქმისწარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება; ბ) სააგენტოში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; გ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა/განახლება; დ) სააგენტოს დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა; ე) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილი წესით შესაბამისობაში მოყვანისა და სააგენტოს არქივში შენახვის უზრუნველყოფა; ვ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა, მიღება და დამუშავება; ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმისწარმოების უზრუნველყოფა; თ) დაარქივებულ სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით, სააგენტოში შემოსული განცხადებებისა და წერილების დამუშავება და შესაბამისი პასუხის მომზადება; ი) პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის, მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისთვის და სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ადგილებისა და დამსაქმებლის მოძიებაში; კ) სააგენტოს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება/სრულყოფა; ლ) სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის მართვის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისთვის; მ) ვიდეოპაემნის სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა; ნ) სააგენტოში მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზება; ო) სააგენტოს საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობისა და მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების (მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე) უზრუნველყოფა; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი წარწერით: „სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი“. მუხლი 10🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა; დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის პროექტის შემუშავება; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 11🔗. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი 1. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს იურისდიქციაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდებულთა და არასრულწლოვან ბრალდებულთა ინდივიდუალური შეფასების ხარისხზე ზედამხედველობა; ბ) პრობაციის ბიუროებში ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების და პროექტების შემუშავება-ადაპტირება, განხორციელება და მართვა; გ) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, ფსიქო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგრეთვე, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა ან/და მათ განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზება; ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, სპეციალისტებისთვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება; სამუშაო ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის განახლება და შემუშავება; მონაცემთა შეგროვებისა და მიწოდების ფორმატის განსაზღვრა, მიწოდებული ანგარიშის დამუშავება და ანალიზი, სააგენტოს მასშტაბით სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დატვირთვის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ზ) პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ინიციირება; თ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა; ი) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის: პროფესიული ზედამხედველობის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა, ზედამხედველობის ინსტრუმენტების შემუშავება და დახვეწა, რისკის და საჭიროებების შეფასების/ინდივიდუალური შეფასების ანგარიშების ხარისხის მონიტორინგი, შემთხვევის მართვის პროცესის ზედამხედველობა და მისი უწყვეტობისა და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა, სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდების/განხორციელების სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი, სპეციალისტების პროფესიული გადაწვის პრევენციისა და დაძლევის მხარდაჭერა, სპეციალისტებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის შეხვედრების განხორციელება და სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება; კ) პირობითი მსჯავრდებულისთვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ლ) ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაცია და არსებული სერვისების შესახებ მათი ინფორმირება, სააგენტოსადმი მიმართვიანობის გაზრდა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით; მ) ყოფილი პატიმრების მიმართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილება, ბენეფიციარების შეფასება, მათი საჭიროებების გამოკვეთა და პროცესის მონიტორინგი; ნ) ყოფილი პატიმრების (ბენეფიციარების) ან/და მათი ოჯახის წევრებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდება; ო) ყოფილი პატიმრებისთვის ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების და პროექტების შემუშავება, ადაპტირება, განხორციელება და მართვა; პ) ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა; ჟ) ამ პუნქტის „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით; რ) ამ პუნქტის „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა/განვითარება, პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო; ბ) ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო. 3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„კ“ ქვეპუნქტებითა და „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას. 4. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“–„რ“ ქვეპუნქტებითა და „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 12🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინირება; ბ) საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ; გ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება; დ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება; სააგენტოს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის განთავსება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის დავალებების შესრულება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს უფროსს. მუხლი 13🔗. კვლევისა და სერვისების დეპარტამენტი კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული სერვისების მოკვლევა და ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული ახალი სერვისების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავება, ინიციირება, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროებისთვის მიწოდება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებსა და პრობაციის ბიუროებში დანერგვა და მონიტორინგი; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების რუკის შექმნა და მართვა, სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ბენეფიციარების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარება; ვ) შიდა სერვისების კომპონენტის განვითარებაში მონაწილეობა; ზ) პარტნიორთა ქსელის შექმნის უზრუნველყოფა და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობა; თ) სამინისტროს მიერ დაფინანსებული და სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო მენეჯმენტი; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება; კ) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო სტატისტიკური ფორმების შემუშავება; ლ) სტატისტიკური მონაცემების შეჯამება, ანალიზი და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა, მოთხოვნა და სისტემაში მოყვანა; მ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება ან/და მასში მონაწილეობის მიღება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 14🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტი 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროების საქმიანობის კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) სააგენტოს შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; გ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; დ) სააგენტოში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ე) სააგენტოში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ზ) სააგენტოში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; თ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ი) სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მომუშავე მოსამსახურეთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება; კ) სხვა საქმიანობა, რომლებიც გამომდინარეობს სააგენტოს მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსის მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სააგენტოში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. სააგენტოს მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებულ მონაცემთა ბაზებზე და დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა. მუხლი 15🔗. განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მართვა და კოორდინირება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება; გ) პროგრამასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზისა და მექანიზმების დასახვეწად რეკომენდაციების შემუშავება; დ) აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების პოპულარიზაცია და დანერგვა; ე) აღდგენითი მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოება, შესაბამისი პროგრამების დანერგვა, განვითარება და პოპულარიზაცია; ვ) მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლება; ზ) სისხლის სამართლის მედიატორთა საქმიანობის მართვა და კონტროლი; თ) განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 16🔗. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი 1. არასრულწლოვანთა ცენტრის მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფა. 2. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციებია: ა) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და  „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებული რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვა და გამოყენების უზრუნველყოფა; გ) არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია; ე) არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, უწყებათაშორისი კოორდინაცია; ვ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია; ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება. 3. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თავისი მიზნისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია: ა) მოახდინოს რთული ქცევის მოზარდების იდენტიფიცირება; ბ) მოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს რთული ქცევის მოზარდების შესახებ საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი პირისგან; გ) შეაფასოს არასრულწლოვნის მდგომარეობა, ინდივიდუალური საჭიროებები, ფსიქო-სოციალური და სხვა ფაქტორები; დ) უზრუნველყოს არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში გადამისამართება ან/და სერვისების მიწოდება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში/პროგრამებში გადამისამართება/ჩართვა და ხელი შეუწყოს ასეთი სერვისების/პროგრამების განვითარებას; ვ) არასრულწლოვნისა და მისი ოჯახისათვის მიწოდებული სერვისებისა და არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით განახორციელოს სერვისის მიმწოდებელი პირების, საჯარო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მონიტორინგი; ზ) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა; თ) გააფორმოს არასრულწლოვანთა რეფერირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელშეკრულებები; ი) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს; კ) განახორციელოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნებისათვის სათანადო ღონისძიებები და აქტივობები, აგრეთვე, შექმნას, განავითაროს და განახორციელოს შესაბამისი სერვისები/პროგრამები; ლ) განახორციელოს შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომი მონიტორინგი; მ) უზრუნველყოს არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე, რეფერირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 4. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ პრინციპებს, მათ შორის, შემდეგ პრინციპებს: კონფიდენციალურობა, სტიგმატიზაციის დაუშვებლობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პროპორციულობა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა, ინდივიდუალური მიდგომა. 5. სააგენტოს უფროსი ან/და კურატორი მოადგილე უფლებამოსილია შეამოწმოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა, შეაჩეროს ან გააუქმოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 6. დაუშვებელია არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავით გათვალისწინებულ არასრულწლოვანთა რეფერირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. 7. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი“ და სხვა რეკვიზიტები. მუხლი 17🔗. სააგენტოს მოსამსახურეები 1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შემთხვევაში – ცენტრის უფროსი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს (სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სამმართველოს უფროსებს) შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებებს. 3. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა, აგრეთვე, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, არასრულწლოვნის საქმეს გადასცემს შესაბამის სპეციალისტ(ებ)ს; ბ) ზედამხედველობას უწევს ცენტრში მიმდინარე საქმეებს, არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესს; გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს ცენტრში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; 4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის (გარდა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა) ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოსამსახურე. 5. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ასრულებს სააგენტოს უფროსის, კურატორი მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს. 6. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 7. სააგენტოში დასაქმებულნი არიან სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ხოლო სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, აგრეთვე, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სააგენტოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, მათი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, აგრეთვე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს შინაგანაწესითა და მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებით. 8. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადიან სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებენ შესაბამის გამოცდას. თავი V სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 18🔗. სააგენტოს ქონება და სააგენტოს მიერ იურიდიული პირის დაფუძნება 1. სააგენტოს, დასახული მიზნების მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა სახელმწიფო ქონება. 2. სააგენტო უფლებამოსილია, მისი მიზნების განსახორციელებლად, დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მუხლი 19🔗. სააგენტოს ფინანსები და მისი გამოყენება 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის მიღებული შემოსავლები; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების შესრულებას, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს კუთვნილი ტექნიკური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური ხმარდება სააგენტოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას. აკრძალულია სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება. 3. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, აგრეთვე, მსჯავრდებულ და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა საჭირო ღონისძიებები. 4. სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად. მუხლი 20🔗. სააგენტოს საქმიანობის კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, მათ შორის, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 21🔗. სააგენტოს ქმედებები, რომლებიც საჭიროებს თანხმობას 1. სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.