„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.08.1997
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №327/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.074
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/1997
matsne.gov.ge 405 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩასატარებელი სამუშაოების დასახელება

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №327/ო 1997 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს № 568 ბრძანებულების „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ და მასში საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის № 345 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცვლილებების თანახმად, კვების პროდუქტებით სასაქონლო წარმოების ლიცენზირების წესების გამარტივებისა და ლიცენზირების გაფორმების საქმეში არსებული ხელშემშლელი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების მაქსიმალურად გამორიცხვის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფები“. 2. დაევალოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ნ. შავდია) უზრუნველყოს არსებული წესით ამ ბრძანების პუნქტი №1-ით დამტკიცებული დროებითი ტარიფების შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის და რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროებში. მინისტრი                                                                      ა. ჯორბენაძე ვიზები:                                                                          ნ. შავდია                                                                                       ნ. თავართქილაძე                                                                                       კ. ოჩიგავა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფები № ჩასატარებელი სამუშაოების დასახელება ტარიფი ინდივიდუალურ მეწარმეთათვის ლარებში ტარიფი იურიდიულ პირთათვის ლარებში 1. ობიექტისათვის მიწის ნაკვეთის ან ფართის გამოყოფის შესახებ დასკვნისათვის აუცილებელი სამუშაოების ჩამონათვალი - ობიექტისათვის ადგილის (ნაკვეთის) ან ფართის სიტუაციური, სქემატური და სხვადასხვა უწყებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, შედარება არსებულ სამშენებლო და სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებთან და ნორმებთან; - ადგილზე (ობიექტზე) გასვლა; - წინადადებების, პირობების და რეკომენდაციების მომზადება ობიექტის პროექტირებისათვის 3.0 6.0 2. ობიექტის პროექტის სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა (მოქმედ სამშენებლო და სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობის დადგენა) საჭიროების შემთხვევაში შენიშვნების მომზადება და მხოლოდ მათი (შენიშვნების) გათვალისწინების შემდგომ პროექტის შეთანხმება. 3.0 6.0 3. ობიექტის შეთანხმებული პროექტის მიხედვით მშენებლობის (რეკონსტრუქციის) დამთავრების შემდგომ ადგილზე (ობიექტზე) გასვლით, მისი შემოწმება პროექტით გათვალისწინებულ სამშენებლო და სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობის დადგენა. 4.0 8.0 4. საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ტარდება აგრეთვე კვლევის ინსტრუმენტალურ-ლაბორატორიული (ვიბრაცია, ხმაური, განათება, რადიომეტრია, ელექტრომაგნიტური, ვენტილაციის ეფექტურობა, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური და სხვა) გამოკვლევები 4.5 9.5 5. №№1, 2, 3 და 4 პუნქტებით გათვალისწინებული სანიტარიულ-ჰიგიენური წესებითა და ნორმებით განსაზღვრული (ობიექტების სახეობისდა მიხედვით) მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიცემა ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატი 0.5 0.5 სულ 15.0 30.0 შენიშვნა: ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირს შორის ობიექტის ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის დროებით ტარიფებში განსხვავება განპირობებულია ობიექტის ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის განსხვავებით. კვების პროდუქტების წარმოების ჰიგიენური სერტიფიცირებისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება, ვინაიდან მოსაკრებელი გადახდილი იქნება მეწარმის მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან ლიცენზიის მიღებისას.