📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №486
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016982
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,952 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 94% 21.10.2024 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 04.01.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 93% 21.10.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 31.12.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 26.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №486 2019 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს თანდართული ტიპური დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) ტერიტორიული ორგანო – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ – პრობაციის ბიურო) შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სააგენტო. 2. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით: „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – (ბიუროს დასახელება) – პრობაციის ბიურო“. 4. პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსისა და კურატორი უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება 1. პრობაციის ბიუროს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აქტების (შემდგომ – სამართლებრივი აქტები) აღსრულება, პატიმრობის კოდექსის 17​1 მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ორგანიზება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. პრობაციის ბიურო უფლებამოსილია: ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზება გაუწიოს სამართლებრივი აქტების აღსრულებას; ბ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება; გ) აწარმოოს სააღსრულებო საქმეთა აღრიცხვა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მიაწოდოს სააგენტოს; დ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. მუხლი 3🔗. პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორია და ადგილსამყოფელი 1. თბილისის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. თბილისის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42. 2. იმერეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ქალაქ ქუთაისის, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტები. იმერეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას ქ. №15. 3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ქალაქ რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი, №20ა. 4. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. გორი, სამეფოს ქ. №54. 5. კახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორია – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები. კახეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. თელავი, ერეკლე მეორეს მოედანი, №3. 6. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ქალაქ ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ზუგდიდი, თეატრის ქ. №2. 7. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. №51. 8. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ახალციხე, ნიკო კეცხოველის ქ. №6. 9. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტები. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას ქ. (საზოგადოებრივი ცენტრის შენობა). 10. აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აგრეთვე, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №7. მუხლი 4🔗. პრობაციის ბიუროს მართვა 1. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. პრობაციის ბიუროს უფროსი: ა) სამართლებრივ აქტებს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით; ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს მოსამსახურეთათვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლსა და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე; გ) სააგენტოს პერიოდულად მოახსენებს პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ; დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს; ე) პასუხისმგებელია პრობაციის ბიუროს თანამშრომლის მიერ კანონმდებლობისა და სააგენტოს უფროსის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ზედამხედველობს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. პრობაციის ბიუროს უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 4. პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილეებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს და მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევს პრობაციის ბიუროს უფროსი. 5. პრობაციის ბიუროს უფროსი უფლებამოსილია მოახდინოს პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილეებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება. 6. პრობაციის ბიუროს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის დავალებით, ასრულებს პრობაციის ბიუროს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და პრობაციის ოფიცერი, ხოლო თბილისის, აჭარისა და გურიის, აგრეთვე, იმერეთის პრობაციის ბიუროებში – ამავე ბიუროს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ჯგუფის უფროსი. 7. თბილისის, აჭარისა და გურიის, აგრეთვე, იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსი უფლებამოსილია მოახდინოს პრობაციის ბიუროს ჯგუფის უფროს(ებ)ზე მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება. მუხლი 5🔗. თბილისის, აჭარისა და გურიის, აგრეთვე, იმერეთის პრობაციის ბიუროს სტრუქტურული ერთეულები 1. თბილისის პრობაციის ბიურო, სააღსრულებო საქმეთა სპეციალიზაციისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან – ჯგუფებისგან. 2. თბილისის პრობაციის ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ვაკე-საბურთალოს ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკისა და საბურთალოს რაიონები); ბ) ისანი-სამგორის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნისა და სამგორის რაიონები); გ) გლდანი-ნაძალადევის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანისა და ნაძალადევის რაიონები); დ) დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები); ე) ქალთა და არასრულწლოვანთა საქმეების აღსრულების ჯგუფი; ვ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და შინაპატიმრობის საქმეთა აღსრულების ჯგუფი. 3. თბილისის პრობაციის ბიუროს ჯგუფები შედგება პრობაციის ოფიცრებისგან. ჯგუფებში პრობაციის ოფიცერთა რაოდენობას განსაზღვრავს და პრობაციის ოფიცრებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი. 4. აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროში, სააღსრულებო საქმეთა ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, შექმნილია სტრუქტურული ერთეული - ჯგუფი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაა ქედის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. ჯგუფი შედგება პრობაციის ოფიცრებისგან. ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა რაოდენობას განსაზღვრავს და პრობაციის ოფიცრებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი. 5. იმერეთის პრობაციის ბიუროში, სააღსრულებო საქმეთა ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, შექმნილია სტრუქტურული ერთეული - ჯგუფი, რომლის სამოქმედო ტერიტორია - სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტები). ჯგუფი შედგება პრობაციის ოფიცრებისგან. ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა რაოდენობას განსაზღვრავს და პრობაციის ოფიცრებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი. 6. ჯგუფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 7. ჯგუფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ჯგუფის საქმიანობას; ბ) ბიუროს უფროსის მიერ მასზე დელეგირების შემთხვევაში, ანაწილებს ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა შორის სააღსრულებო საქმეებს, შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ახდენს ჯგუფში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ჯგუფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ახორციელებს პრობაციის სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომ - პროგრამა) მსჯავრდებულთა გამოცხადების რეჟიმის რედაქტირებას; ზ) უზრუნველყოფს პროგრამაში დასრულებული სააღსრულებო საქმის არქივში გადატანას; თ) უზრუნველყოფს პროგრამაში სააღსრულებო საქმის პრობაციის სხვა ბიუროში გადატანას; ი) ადასტურებს პროგრამაში მსჯავრდებულის რეგისტრაციას ტექნიკური ხარვეზის გამო, პროგრამაში მსჯავრდებულის გამოცხადების ასახვის შეუძლებლობის შემთხვევაში; კ) ამოწმებს მსჯავრდებულთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას შესაბამის მონაცემთა ბაზებში; ლ) უშუალოდ აღასრულებს იმ სამართლებრივ აქტს, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, აგრეთვე, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ მასზე აღსასრულებლად გადაცემულ მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტებს; მ) უფლებამოსილია სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები გამოითხოვოს სასამართლოდან, სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან; ნ) ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს; ო) ასრულებს პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელების ცალკეულ დავალებებს; პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 8. ჯგუფის უფროსს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ბეჭდის ნომერი და შესაბამისი პრობაციის ბიუროს დასახელება. მუხლი 6🔗. პრობაციის ოფიცერი 1. პრობაციის ოფიცერს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ბეჭდის ნომერი და შესაბამისი პრობაციის ბიუროს დასახელება. 3. სააგენტოს უფროსის ბრძანებით შესაძლებელია ბიუროში შეიქმნას პრობაციის ოფიცერთა სპეციალიზებული ჯგუფები. 4. პრობაციის ბიუროში გამოიყოფა არანაკლებ ერთი პრობაციის ოფიცერი, რომელიც მუშაობს არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან. ასეთი პირი სათანადოდ მომზადებული უნდა იყოს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. 5. პრობაციის ბიუროში გამოიყოფა ერთი პრობაციის ოფიცერი, რომელიც კოორდინაციას უწევს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულებას. 6. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 7. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრის უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. პრობაციის ოფიცერთა შერჩევას, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას სააგენტოს საჭიროებათა შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. მუხლი 7🔗. პრობაციის ოფიცრის ფუნქციები პრობაციის ოფიცერი, კომპეტენციის ფარგლებში: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას; გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს საჯარო დაწესებულებებთან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს დადგენილი წესით, მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით; ზ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას ახორციელებს დადგენილი წესით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით; თ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით იბარებს მსჯავრდებულს აღრიცხვისათვის; ი) ჩამოართმევს მსჯავრდებულს ახსნა-განმარტებას; კ) საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი ნათესავებისგან, ნაცნობებისგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან; ლ) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის საჯარო დაწესებულებებსა და სამკურნალო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას; მ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი; ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობით აღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებლო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას; ნ) კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ბიუროს უფროსს; ო) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას ადგენს შესაბამის ოქმს; პ) იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის აღნიშვნის უზრუნველსაყოფად; ჟ) პერიოდულად აკონტროლებს იურიდიული პირის მიერ იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას; რ) წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით პერიოდულად აწვდის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს პრობაციის ბიუროს უფროსს; ს) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 8🔗. პრობაციის ბიუროს საქმისწარმოება 1. პრობაციის ბიურო, საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ, კანცელარიისათვის განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს ბიუროს სპეციალისტებისა და შესაბამისი ელექტრონული მართვის სისტემების საშუალებით. 2. პრობაციის ბიუროს სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 3. პრობაციის ბიუროს სპეციალისტი: ა) უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროში შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაციას, აღრიცხვას, დამუშავებას, შენახვასა და დაცვას; ბ) უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროს კორესპონდენციის გაგზავნას; გ) უზრუნველყოფს საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვასა და დამუშავებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სააგენტოსათვის გადაცემას; დ) ასრულებს პრობაციის ბიუროს უფროსის დავალებებსა და მითითებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. მუხლი 9🔗. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.