საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №492
სარეგისტრაციო კოდი 100060020.22.027.016988
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №492 2019 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი | საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №492 |
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ სარჯველაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №492
2019 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის 116-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე